მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?
მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ და­ნა­შა­უ­ლის გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 20 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

  • რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, გენ­დე­რის ნიშ­ნით მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი ამ ნა­წილ­ში დამ­ნა­შა­ვედ არ იქნა ცნო­ბი­ლი.

სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა.

"ჩემ მე­უღ­ლეს წა­ვარ­თვი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჩემი შვი­ლის დე­დას წა­ვარ­თვი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჩემ შვილს წა­ვარ­თვი დე­დის ყო­ლის, დე­დის სიყ­ვა­რუ­ლის უფ­ლე­ბა, რაც ძნე­ლია. თავს არა­ნა­ი­რად არ ვი­მარ­თლებ, არც თა­ვის არი­დე­ბას ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ მინ­და იცო­დეთ, რომ საღ გო­ნე­ბა­ზე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი. ეს არის ჩემი სა­ბო­ლოო სი­ტყვა, და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ. რაც პრო­კუ­რორ­მა ისა­უბ­რა, მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბია უბ­რა­ლოდ. გა­ნა­ჩენს სა­ნამ გა­მო­ი­ტანთ, მინ­და იცო­დეთ თქვენც და ყვე­ლამ, რომ საღ გო­ნე­ბა­ზე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა მოკ­ლუ­ლის დე­დის მხრი­დან, რო­მელ­მაც სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის მერე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. მოკ­ლუ­ლის დედა აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლი გენ­დე­რის ნა­წილ­შიც უნდა ეცნო დამ­ნა­შა­ვედ.

„20 წლის მერე ვინ მო­მიყ­ვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავ­რდე­ბუ­ლი] გა­მო­ვა და მზეს და­ი­ნა­ხავს. უვა­დოს ვი­თხოვ­დი და ვი­თხოვ, ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ. ჩემი შვი­ლი 6 წლის უნა­ხა­ვი მყავ­და, აწი ვე­ღარ ვნა­ხავ. რა­ტომ მო­მიკ­ლა შვი­ლი, მი­ზე­ზი მი­თხრას”, - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ვარ­კე­თილ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს და­ნით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 19 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა.

"ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა მოკლულის დედის მხრიდან, რომელმაც სხდომათა დარბაზი განაჩენის გამოცხადების მერე პროტესტის ნიშნად დატოვა. მოკლულის დედა აცხადებს, რომ სასამართლოს ბრალდებული გენდერის ნაწილშიც უნდა ეცნო დამნაშავედ.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, - განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.