მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაძირული ბორანი კრასნოდარის მხარეში, თავდასხმა აეროდრომზე, რუსებს ისევ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეტევა "შეჩერებულია" - ბოლო საათების ქრონიკა
ჩაძირული ბორანი კრასნოდარის მხარეში, თავდასხმა აეროდრომზე, რუსებს ისევ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეტევა "შეჩერებულია" - ბოლო საათების ქრონიკა

22 აგ­ვის­ტოს შუ­ა­დღი­სას, უკ­რა­ი­ნულ­მა და რუ­სულ­მა წყა­რო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო სა­მიზ­ნე გახ­და კრას­ნო­და­რის მხა­რის ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლი.

"ტე­ლეგ­რა­მის“ რამ­დე­ნი­მე არ­ხმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლის თავ­ზე ავარ­დნი­ლი კვამ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, "კავ­კა­ზის“ პორ­ტში სარ­კი­ნიგ­ზო ბო­რა­ნი ჩა­ი­ძი­რა. მას­ზე 30 ავზი საწ­ვა­ვი იყო, ჯერ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, მა­ლე­ვე კი გემი ფსკე­რის­კენ წა­ვი­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკი­პა­ჟის 17 წევ­რი გა­და­არ­ჩი­ნეს, 2- ს კი ეძე­ბენ. უკ­რა­ი­ნას ამ თავ­დას­ხმა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ერთ-ერთი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ცნო­ბით, პორ­ტში მდგარ ხო­მალდს უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტა "ნეპ­ტუ­ნი“ მოხ­ვდა.

ხუთ­შა­ბათს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, დრო­ე­ბით შე­წყდა მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა ქერ­ჩის ხიდ­ზე და წყლის სამ­გზავ­რო ტრან­სპორ­ტი­სა - სე­ვას­ტო­პო­ლის ყუ­რე­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს ყი­რიმ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­ბომ­ბა სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

  • მო­წო­დე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­ვე გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა კურსკის რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნე­ბი­დან 133 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა საბ­რძო­ლო ზო­ნის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ებს15 ათა­სი რუბლს (და­ახ­ლო­ე­ბით $160) გა­დას­ცე­მენ.

კურსკის ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა რო­მან ალი­ო­ხინ­მა ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და ქა­ლაქ რილსკის მო­სახ­ლე­ო­ბას. "ვიდ­რე არ­სე­ბობს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ეს უსაფრ­თხოა", - გა­ნა­ცხა­და მან. ქა­ლა­ქი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

"არ და­ი­ცა­დოთ ბო­ლომ­დე, რო­გორც სუჯა, კო­რე­ნე­ვი, გლუშ­კო­ვო, თქვე­ნი და თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის სი­ცო­ცხლე ძაღ­ლის სი­ცო­ცხლე­ზე ძვირ­ფა­სია“, - და­წე­რა ალი­ო­ხინ­მა თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე და და­ა­მა­ტა, თით­ქოს უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი "გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან და მშვი­დო­ბი­ან [მო­ქა­ლა­ქე­ებს] ხვრე­ტენ მხო­ლოდ გა­სარ­თო­ბად“, "სის­ხლი­ა­ნი სა­ტა­ნის­ტუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის“.

ალი­ო­ხინ­მა და­ა­მა­ტა ისიც, რომ რა­საც წერს, ყვე­ლა­ფე­რი მისი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა, რო­გორც "მო­ხა­ლი­სის და ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ამ ომს უყუ­რებს თა­ვი­დან­ვე და არა, რო­გორც გუ­ბერ­ნა­ტო­რის მრჩევ­ლის“.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა ტე­ლეგ­რა­მის არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც, მათი თქმით, ჩანს, ამე­რი­კუ­ლი GBU-39 ბომ­ბე­ბის თავ­დას­ხმე­ბი კურსკის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის საყ­რდენ პუნ­ქტზე.

  • თავ­დას­ხმა აე­როდ­რომ­ზე

ვოლ­გოგ­რა­დის მახ­ლობ­ლად მა­რი­ნოვ­კას აე­როდ­რო­მის ბოლო სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი აჩ­ვე­ნებს აფეთ­ქე­ბე­ბის და ხან­ძრის კვალს. რო­გორც უკვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, 22 აგ­ვის­ტოს ღა­მით, ამ აე­როდ­რომს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი და­ესხნენ თავს.

ვოლ­გოგ­რა­დის რე­გი­ო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნის თავ­დას­ხმის შემ­დეგ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ერთი დღით ადრე მურ­მანსკის რა­ი­ონ­ში, ოლე­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნის ბა­ზას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს. ეს არის 1750 კმ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის უახ­ლო­ე­სი წერ­ტი­ლი­დან.

ვოლ­გოგ­რა­დის აე­რო­პორ­ტმა დრო­ნის თავ­დას­ხმის საფრ­თხის გამო მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, როს­ტო­ვის ოლ­ქში, პრო­ლე­ტარ­სკში, ნავ­თო­ბის სა­ცა­ვი უკვე ხუთი დღეა იწ­ვის და მისი ჩაქ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა. ნავ­თო­ბის შე­სა­ნახ ობი­ექტს ცე­ცხლი კვი­რას უკ­რა­ი­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა.

  • თა­ვის მხრივ გრძელ­დე­ბა რუ­სე­თის თავ­დას­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე

ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში ხუთ­შა­ბათს ღა­მით გან­ხორ­ცი­ელ­და რა­კე­ტე­ბის და თვითმფრი­ნა­ვე­ბის მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმა, შე­და­გად 87 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ქა­ლა­ქის ნა­წი­ლი კი წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ჰი­დის ტი­პის უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჯგუ­ფი სუ­მის რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს და ის პოლ­ტა­ვის რე­გი­ო­ნის­კენ მოძ­რა­ობ­და. კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მირ­გო­როდ­ში დარ­ტყმე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

გარ­და ამი­სა, ხერ­სო­ნის რე­გი­ო­ნი­დან ნი­კო­ლა­ევ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­ნიშ­ნეს დრო­ნე­ბი.

ასე­ვე არის დარ­ტყმე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა კი­რო­ვოგ­რა­დი­სა და ჩერ­კა­სის რა­ი­ო­ნებ­ში, - წერს უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის "ტე­ლეგ­რა­მის“ არხი.

ასე­ვე ხუთ­შა­ბათს რუ­სე­თის ჯა­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს 88 თავ­დას­ხმა სუ­მის რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და და­სახ­ლე­ბებ­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც იტყო­ბი­ნე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ღუ­პა 2, გლუ­ხი­ვის თე­მის და­ბომბვი­სას კი, კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და­შავ­და.

  • შე­გახ­სე­ნებთ, 6 აგ­ვის­ტო­დან გრძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის შე­ტე­ვა და ბრძო­ლე­ბი კურსკის რა­ი­ონ­ში. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტროლ­ქვე­შაა ოთხმოც­და­ათ­ზე მეტი და­სახ­ლე­ბა და წინსვლა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად იუ­წყე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის შე­ტე­ვა "შე­ჩე­რე­ბუ­ლია".
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჩაძირული ბორანი კრასნოდარის მხარეში, თავდასხმა აეროდრომზე, რუსებს ისევ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეტევა "შეჩერებულია" - ბოლო საათების ქრონიკა

ჩაძირული ბორანი კრასნოდარის მხარეში, თავდასხმა აეროდრომზე, რუსებს ისევ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეტევა "შეჩერებულია" - ბოლო საათების ქრონიკა

22 აგვისტოს შუადღისას, უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია სარაკეტო დარტყმების თაობაზე, რომლის სავარაუდო სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელი.

"ტელეგრამის“ რამდენიმე არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, საბორნე გადასასვლელის თავზე ავარდნილი კვამლი.

მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ, "კავკაზის“ პორტში სარკინიგზო ბორანი ჩაიძირა. მასზე 30 ავზი საწვავი იყო, ჯერ ხანძარი გაჩნდა, მალევე კი გემი ფსკერისკენ წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს, 2- ს კი ეძებენ. უკრაინას ამ თავდასხმაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი გადაუმოწმებელი ცნობით, პორტში მდგარ ხომალდს უკრაინული რაკეტა "ნეპტუნი“ მოხვდა.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დროებით შეწყდა მანქანების მოძრაობა ქერჩის ხიდზე და წყლის სამგზავრო ტრანსპორტისა - სევასტოპოლის ყურეში.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს ყირიმში მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში დაიბომბა საბორნე გადასასვლელი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში, სავარაუდოდ, სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

  • მოწოდება ევაკუაციისკენ

რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გაავრცელა ცნობა კურსკის რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან 133 ათასი ადამიანის ევაკუაციის შესახებ. პუტინთან შეხვედრაზე გადაწყდა საბრძოლო ზონის დატოვების შემდეგ მოქალაქეებს15 ათასი რუბლს (დაახლოებით $160) გადასცემენ.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ქალაქ რილსკის მოსახლეობას. "ვიდრე არსებობს ამის შესაძლებლობა და ეს უსაფრთხოა", - განაცხადა მან. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

"არ დაიცადოთ ბოლომდე, როგორც სუჯა, კორენევი, გლუშკოვო, თქვენი და თქვენი ნათესავების სიცოცხლე ძაღლის სიცოცხლეზე ძვირფასია“, - დაწერა ალიოხინმა თავის "ტელეგრამის“ არხზე და დაამატა, თითქოს უკრაინელი სამხედროები "გერმანელი ფაშისტებივით იქცევიან და მშვიდობიან [მოქალაქეებს] ხვრეტენ მხოლოდ გასართობად“, "სისხლიანი სატანისტური რიტუალებისთვის“.

ალიოხინმა დაამატა ისიც, რომ რასაც წერს, ყველაფერი მისი პირადი მოსაზრებაა, როგორც "მოხალისის და ადამიანის, რომელიც ამ ომს უყურებს თავიდანვე და არა, როგორც გუბერნატორის მრჩევლის“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ჩანს, ამერიკული GBU-39 ბომბების თავდასხმები კურსკის რეგიონში რუსეთის საყრდენ პუნქტზე.

  • თავდასხმა აეროდრომზე

ვოლგოგრადის მახლობლად მარინოვკას აეროდრომის ბოლო სატელიტური სურათები აჩვენებს აფეთქებების და ხანძრის კვალს. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, 22 აგვისტოს ღამით, ამ აეროდრომს, სავარაუდოდ, უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

ვოლგოგრადის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონის თავდასხმის შემდეგ სამხედრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ერთი დღით ადრე მურმანსკის რაიონში, ოლენას სტრატეგიული ბომბდამშენის ბაზასთან, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ეს არის 1750 კმ უკრაინის საზღვრის უახლოესი წერტილიდან.

ვოლგოგრადის აეროპორტმა დრონის თავდასხმის საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერა.

შეგახსენებთ, როსტოვის ოლქში, პროლეტარსკში, ნავთობის საცავი უკვე ხუთი დღეა იწვის და მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ნავთობის შესანახ ობიექტს ცეცხლი კვირას უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის შემდეგ გაუჩნდა.

  • თავის მხრივ გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე

ხერსონის რაიონში ხუთშაბათს ღამით განხორციელდა რაკეტების და თვითმფრინავების მასობრივი თავდასხმა, შედაგად 87 წლის ქალი გარდაიცვალა, ქალაქის ნაწილი კი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, შაჰიდის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების ჯგუფი სუმის რაიონში დააფიქსირეს და ის პოლტავის რეგიონისკენ მოძრაობდა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები მირგოროდში დარტყმების საშიშროებაზე საუბრობენ.

გარდა ამისა, ხერსონის რეგიონიდან ნიკოლაევსკის მიმართულებითაც შენიშნეს დრონები.

ასევე არის დარტყმების საშიშროება კიროვოგრადისა და ჩერკასის რაიონებში, - წერს უკრაინის საჰაერო ძალების "ტელეგრამის“ არხი.

ასევე ხუთშაბათს რუსეთის ჯარებმა განახორციელეს 88 თავდასხმა სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებსა და დასახლებებზე, რის შესახებაც იტყობინება რეგიონალური ადმინისტრაცია. მათივე ინფორმაციით, დიღუპა 2, გლუხივის თემის დაბომბვისას კი, კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

  • შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან გრძელდება უკრაინის არმიის შეტევა და ბრძოლები კურსკის რაიონში. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა ოთხმოცდაათზე მეტი დასახლება და წინსვლა გრძელდება, თუმცა რუსეთის სამხედრო სარდლობა რეგულარულად იუწყება, რომ უკრაინის არმიის შეტევა "შეჩერებულია".