მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში - "ბავშვი რომ გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის მიუვალ ადგილას?"
ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში - "ბავშვი რომ გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის მიუვალ ადგილას?"

შიდა ქარ­თლში, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 74 წლის ზუ­რაბ ლაშ­ხი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

  • მო­ზარ­დის თქმით, მა­მა­კაც­მა მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და და თავ­დაც­ვის დროს მოხ­და მკვლე­ლო­ბა.

"და­კა­ვე­ბულ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­აც­ნო­ბი­ე­რა მომ­ხდა­რი. ტაქ­სისტს არ იც­ნობ­და, იმ დღეს შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ ის, რომ წი­ნან­დე­ლი წყე­ნა ან რა­ი­მე არ­სე­ბობ­და, არ ყო­ფი­ლა. ეს იყო შემ­თხვე­ვით მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი. ბავ­შვიც ამ­ბობს და კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, რა უნ­დო­დათ იქ, იმ ად­გი­ლას.

15 წლის გო­გო­საც რომ ეთ­ქვა და­ვუშ­ვათ, რომ იქ წა­მო­იყ­ვა­ნეო, მო­წი­ფუ­ლი მა­მა­კა­ცი რომ ხარ და ბავ­შვი გი­ზის მან­ქა­ნა­ში, ხომ უნდა ჰკი­თხო, რა­ტომ მი­დის იმ ად­გი­ლას", - ამ­ბობს "პირ­ვე­ლებ­თან" სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი.

  • შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღამე, ხა­შურ­სა და სუ­რამს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­ნის ქარ­ხნის და­სახ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი "ტაქ­სის“ მძღო­ლად მუ­შა­ობ­და.

მომ­ხდა­რის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ად­გი­ლი ჰქონ­და გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ან რა­ი­მე სა­ხის შე­საძ­ლო ზე­წო­ლას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

ასე­ვე, კი­დევ ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვა­ცია შე­საძ­ლოა, ძარ­ცვა ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სუ­რამ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს?

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ყ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1950 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ლ.- ს, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ყ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში - "ბავშვი რომ გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის მიუვალ ადგილას?"

ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში - "ბავშვი რომ გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის მიუვალ ადგილას?"

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის ზურაბ ლაშხი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.

  • მოზარდის თქმით, მამაკაცმა მისი გაუპატიურება სცადა და თავდაცვის დროს მოხდა მკვლელობა.

"დაკავებულმა ფაქტობრივად გააცნობიერა მომხდარი. ტაქსისტს არ იცნობდა, იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ის, რომ წინანდელი წყენა ან რაიმე არსებობდა, არ ყოფილა. ეს იყო შემთხვევით მომხდარი დანაშაული. ბავშვიც ამბობს და კითხვის ნიშნებს ბადებს, რა უნდოდათ იქ, იმ ადგილას.

15 წლის გოგოსაც რომ ეთქვა დავუშვათ, რომ იქ წამოიყვანეო, მოწიფული მამაკაცი რომ ხარ და ბავშვი გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის იმ ადგილას", - ამბობს "პირველებთან" საუბარში ადვოკატი.

  • შემთხვევა გუშინ ღამე, ხაშურსა და სურამს შორის არსებული მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი "ტაქსის“ მძღოლად მუშაობდა.

მომხდარის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ.

ასევე, კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიით, დანაშაულის მოტივაცია შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო. რაც შეეხება დაკავებულ არასრულწლოვან გოგონას, არსებული ინფორმაციით, ის სურამში დასასვენებლად იმყოფებოდა.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ. ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე: