მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში მე­სა­მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

სუს-ი დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს:

“სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით შემ­დგა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად და­მა­ტე­ბით გა­ირ­კვა, რომ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში უკა­ნო­ნოდ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ცხე­ლი ხა­ზით აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­დას­ტუ­რეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ე.წ. “სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე“ აღ­ძრუ­ლია “უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის“ ე.წ. “ბრალ­დე­ბით“ და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ პირს, ე.წ. “სა­სა­მარ­თლოს“ მიერ “მი­ე­სა­ჯა“ 2 თვი­ა­ნი “წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა“.

რო­გორც წინა გან­ცხა­დე­ბა­შიც აღი­ნიშ­ნა, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­მო­ებს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით. ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს და ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ იქამ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი, რე­მი­კო ჭი­თა­ნა­ვა და მურ­თაზ ჭი­თა­ნა­ვა და­ა­კა­ვეს

20 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მათი ცნო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მათი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში.

"მათ შინა მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია F1 ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა, RGD ტი­პის 5 ხელ­ყუმ­ბა­რა, ტრო­ტი­ლი 1600 გ, პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 45 გ, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბი, ასე­ვე დო­ლა­რის კუ­პი­უ­რე­ბის დას­ტა", - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

21 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მო­ახ­დი­ნა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და უკი­დუ­რე­სად აზი­ა­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ არა­ერ­თგზის და­ა­ფიქ­სი­რა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და დაგ­მო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მკვიდ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

საოკუპაციო რეჟიმმა, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მესამე საქართველოს მოქალაქე დააკავა.

სუს-ი დეტალებს აქვეყნებს:

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. “სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია “უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. “ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. “სასამართლოს“ მიერ “მიესაჯა“ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა“.

როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

  • შეგახსენებთ, რომ იქამდე ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველი, რემიკო ჭითანავა და მურთაზ ჭითანავა დააკავეს

20 აგვისტოს, აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველის დაკავების თაობაზე. მათი ცნობით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთში "უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხი გადაკეტა“.

მათი მტკიცებით, დაკავებულებს "ჰქონდათ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა“ და ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

"მათ შინა მეურნეობებში აღმოჩენილია F1 ტიპის ხელყუმბარა, RGD ტიპის 5 ხელყუმბარა, ტროტილი 1600 გ, პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

21 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: