სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა... ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?!" - ბექა ოდიშარია

"არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა... ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?!" - ბექა ოდიშარია

დეპუტატი ბექა ოდიშარია პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მის პოზიციას ოკუპირებულ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ სამარცხვინო უწოდა.

ოდიშარიას თქმით, მასზე “ფეიკ ნიუსები“ გავრცელდა და სინამდვილეში ამ თემაზე კომენტირებისას, სხვა რამეს გულისხმობდა. ამის დასადასტურებლად დეპუტატს მაგალითად ვიდეო მოაქვს:

“დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიკ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკიხზე. მან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი წყენიდან გამომდინარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ, შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.

არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წევრების მონაწილეობით არახალია!

ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში.

ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?!

თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და “ტოპკის” ამწევს, ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს სამარცხვინოსგან მესმის),მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა“,- წერს ოდიშარია.

  • დღეს დეპუტატმა მედიასთან საუბარში, ოკუპირებულ გალში დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქის შესახებ საუბრისას განაცხადა:

“თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, - განაცხადა ოდიშარიამ.

იხილეთ ასევე: