კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოკატასტროფას ირანში 28 პაკისტანელი მომლოცველი ემსხვერპლა - ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა
ავტოკატასტროფას ირანში 28 პაკისტანელი მომლოცველი ემსხვერპლა - ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა

ირან­ში გა­დაბ­რუნ­და ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც პა­კის­ტა­ნე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ირა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, 28 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა. "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბას ეყ­რდნო­ბა, ავა­რია სამ­შა­ბათ ღა­მით, ირა­ნის ცენ­ტრა­ლურ პრო­ვინ­ცია იაზდ­ში მოხ­და და მისი მი­ზე­ზი გა­უ­მარ­თა­ვი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა გახ­და. პრო­ვინ­ცი­ის კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას ესა­უბ­რა, კი­დევ 23 მგზავ­რი და­შავ­და, რო­მელ­თა­გან შვი­დი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მომ­ლოც­ვე­ლე­ბი პა­კის­ტა­ნის სინდჰის პრო­ვინ­ცი­ი­დან ერა­ყის წმინ­და ქა­ლაქ კარ­ბა­ლა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, რათა ში­ი­ტუ­რი კა­ლენ­დრის ერთ-ერთი უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა აღე­ნიშ­ნათ. რო­გორც პა­კის­ტა­ნუ­რი მე­დია Dawn News იუ­წყე­ბა, ავ­ტო­ბუს­ში და­ახ­ლო­ე­ბით 53 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ლარ­კა­ნა­დან, გჰოტ­კი­დან და სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან. კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტო­რის, ალი მა­ლაქ­ზა­დეს ცნო­ბით, ავა­რი­ის შე­დე­გად 11 ქალი და 17 მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუსს ცე­ცხლი ირან­ში, დეჰ­შირ-ტაფ­ტის გამ­შვებ პუნ­ქტთან გა­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც თე­ი­რა­ნი­დან სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 681 კმ მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მა­ლაქ­ზა­დე გან­მარ­ტავს, რომ ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან "მძღო­ლის მიერ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის, უც­ნო­ბი გზის, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რი­სა და ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის“ გამო გა­და­ვარ­და.

პა­კის­ტა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ასიფ ალი ზარ­და­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ავა­რი­ა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად და და­შა­ვე­ბულ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად იმუ­შა­ვებს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ავტოკატასტროფას ირანში 28 პაკისტანელი მომლოცველი ემსხვერპლა - ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა

ავტოკატასტროფას ირანში 28 პაკისტანელი მომლოცველი ემსხვერპლა - ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა

ირანში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც პაკისტანელი მომლოცველები იმყოფებოდნენ. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, 28 მგზავრი დაიღუპა. "როიტერის" ინფორმაციით, რომელიც პოლიციის წინასწარ გამოძიებას ეყრდნობა, ავარია სამშაბათ ღამით, ირანის ცენტრალურ პროვინცია იაზდში მოხდა და მისი მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა. პროვინციის კრიზისების მართვის დირექტორის განცხადებით, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ესაუბრა, კიდევ 23 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომლოცველები პაკისტანის სინდჰის პროვინციიდან ერაყის წმინდა ქალაქ კარბალაში მიემგზავრებოდნენ, რათა შიიტური კალენდრის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა აღენიშნათ. როგორც პაკისტანური მედია Dawn News იუწყება, ავტობუსში დაახლოებით 53 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მომლოცველები ლარკანადან, გჰოტკიდან და სხვა ქალაქებიდან. კრიზისების მართვის დირექტორის, ალი მალაქზადეს ცნობით, ავარიის შედეგად 11 ქალი და 17 მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს ცეცხლი ირანში, დეჰშირ-ტაფტის გამშვებ პუნქტთან გაუჩნდა, რომელიც თეირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 681 კმ მანძილზე მდებარეობს. მალაქზადე განმარტავს, რომ ავტობუსი გზიდან "მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კონტროლის დაკარგვის, უცნობი გზის, მაღალი სიჩქარისა და ტექნიკური პრობლემების“ გამო გადავარდა.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავარიაში დაღუპულთა ცხედრების დასაბრუნებლად და დაშავებულთათვის დახმარების გასაწევად იმუშავებს.

წყარო