მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს-ი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ, სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

“სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით, და­ა­დას­ტუ­რეს უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ე.წ. “სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე“ აღ­ძრუ­ლია “უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის“ ე.წ. “ბრალ­დე­ბით“, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ ორი­ვე პირს, ე.წ. “სა­სა­მარ­თლოს“ მიერ “მი­ე­სა­ჯა“ 2 თვი­ა­ნი “წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა“ და ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბი­ან ე.წ “აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის იზო­ლა­ტორ­ში“.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მო­ახ­დი­ნა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და უკი­დუ­რე­სად აზი­ა­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ არა­ერ­თგზის და­ა­ფიქ­სი­რა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და დაგ­მო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მკვიდ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. Апсныпресс -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მა­თი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლებს “ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში.

"და­კა­ვე­ბულ­თა შინა მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია F1 ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა, RGD ტი­პის 5 ხელ­ყუმ­ბა­რა, ტრო­ტი­ლი 1600 გ, პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 45 გ, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბი, ასე­ვე დო­ლა­რის კუ­პი­უ­რე­ბის დას­ტა", - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. “სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია “უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. “ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. “სასამართლოს“ მიერ “მიესაჯა“ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ “აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველი დააკავეს. Апсныпресс -ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთში "უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხი გადაკეტა“.

მათივე თქმით, დაკავებულებს “ჰქონდათ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა“ და ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

"დაკავებულთა შინა მეურნეობებში აღმოჩენილია F1 ტიპის ხელყუმბარა, RGD ტიპის 5 ხელყუმბარა, ტროტილი 1600 გ, პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

იხილეთ ასევე: