მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა და საჰაერო განგაში კიევში - მორიგი მძიმე ღამე რუსეთ-უკრაინის ომში: რა ხდება კურსკის ოლქში?
მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა და საჰაერო განგაში კიევში - მორიგი მძიმე ღამე რუსეთ-უკრაინის ომში: რა ხდება კურსკის ოლქში?

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნა რუ­სეთ­ში, კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 1260 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრსა და 93 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს აკონ­ტრო­ლებს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ალექ­სან­დრ სირსკიმ გა­ნა­ცხა­და.

“კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის წარ­მო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დაც­ვის 28-დან 35 კი­ლო­მეტ­რამ­დე სიღ­რმე­ში შე­ვიდ­ნენ, და­ი­კა­ვეს ტე­რი­ტო­რი­ის 1263 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი და კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს 93 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე”, - გა­ნა­ცხა­და მან.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა რუ­სე­ბი სამ­ჯერ მეტ ჭურ­ვებს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი.

“რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი დღე-ღა­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 44 ათას ჭურვს ის­ვრი­ან, რაც სამ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ხარ­ჯავს“, - გა­ნა­ცხა­და სირსკიმ.

მისი თქმით, 6-დან 14 აგ­ვის­ტომ­დე რუ­სულ­მა არ­ტი­ლე­რი­ამ 400 ათა­სი ჭურ­ვი ის­რო­ლა, ანუ დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 44,5 ათა­სი.

21 აგ­ვის­ტოს, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლი იყო.

  • როს­ტო­ვის ოლ­ქში, ნავ­თო­ბის სა­ცავ­ში კი­დევ ერთი ტან­კი აფეთ­ქდა

ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნავ­თო­ბის სა­ცავს, რო­მე­ლიც ისევ იწ­ვის, უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი კი­დევ და­ესხნენ თავს, სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს იქ კი­დევ ერთი ტან­კი აფეთ­ქდა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას 600-ზე მეტი მაშ­ვე­ლი ცდი­ლობს.

  • რუ­სეთ­მა “შა­ჰე­დე­ბი“ აა­მოქ­მე­და - უკ­რა­ი­ნამ კი მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვი­სი დრო­ნე­ბი

რუ­სუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის არ­მია რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე სტრა­ტე­გი­ულ სა­მიზ­ნე­ებს “კა­მი­კა­ძე“ დრო­ნე­ბით ეს­ხმის თავს.

ხოლო უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო არ­ხე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ ხერ­სო­ნი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის რა­ი­ო­ნებ­ში რუ­სულ­მა მხა­რემ ჯამ­ში ორ ათე­უ­ლამ­დე "შა­ჰი­დი" გა­უშ­ვა.

რუ­სუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის არხი “პრიგ­რა­ნი­ჩიე“ ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ვო­ლო­კო­ნოვ­კა­ში, ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში, ჩა­მო­ვარ­დნილ­მა უპი­ლო­ტო აპა­რატ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს ცე­ცხლი წა­უ­კი­და;

ბრი­ანსკის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ალექ­სან­დრე ბო­გო­მაზ­მას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ბრა­ი­ანსკის ოლ­ქის თავ­ზე, შვი­დი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო.

“ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და გა­ა­ნად­გუ­რეს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შვი­დი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი“, - წერს იგი. მისი თქმით, ნგრე­ვა და მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა.

კი­ე­ვის რე­გი­ონ­შიც სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის სიგ­ნა­ლი იყო ჩარ­თუ­ლი - მი­ზე­ზი რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო დრო­ნე­ბის მო­გე­რი­ე­ბა გახ­და.

რე­გი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გაფრ­თხი­ლე­ბა კვლავ ძა­ლა­შია უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნის უმე­ტეს ნა­წილ­ში.

  • უკ­რა­ი­ნულ­მა დრო­ნებ­მა მოს­კოვ­ზე შე­ტე­ვა სცა­დეს

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბუ­ლი სამი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს - რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს იყო მოს­კოვ­ზე დრო­ნე­ბით მი­ტა­ნი­ლი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა.

”თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ჰა­ე­რო დაც­ვის ძა­ლებ­მა პო­დოლ­სკის ურ­ბა­ნულ რა­ი­ონ­ში მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბუ­ლი დრო­ნე­ბის კო­ლო­ნა მო­ი­გე­რი­ეს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - წერს მე­დია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოს­კოვ­ში კი­დევ ოთხი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს

მოს­კო­ვის მერ­მა სერ­გეი სო­ბი­ა­ნინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­შინ ღა­მით სულ 10 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

“ეს არის მოს­კოვ­ზე თავ­დას­ხმის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მცდე­ლო­ბა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს“, - წერს ის "ტე­ლეგ­რა­მა­ში".

  • პა­რა­ლე­ლუ­რად ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კურსკის რე­გი­ონ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებს ეძე­ბენ

კურსკის ოლ­ქის უკ­რა­ი­ნის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან 122 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე ახ­ლობ­ლე­ბი ეძე­ბენ, მი­ნი­მუმ, ორი­ა­თას ად­გი­ლობ­რივს, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­ზე არ გა­მო­დი­ან.

მათ რუ­სე­თის წი­თე­ლი ჯვრის მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ეძე­ბენ მათ. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც ევა­კუ­ა­ცია და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­ეძ­ლოთ.

  • რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში 45 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ბრა­ი­ანსკის, ბელ­გო­რო­დის, კა­ლუ­გი­სა და კურსკის ოლ­ქე­ბის თავ­ზე 45 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

“11 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ნად­გურ­და მოს­კო­ვის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 23 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი - ბრი­ანსკის ოლ­ქის თავ­ზე, 6 - ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 3 კა­ლუ­გას რე­გი­ონ­ში და 2 კურსკის ოლ­ქში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ახ­ლა­ხან კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში, S-300 კომ­პლექსს და­ესხნენ თავს.

S-300 სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა როს­ტო­ვის ოლ­ქის სო­ფელ ნო­ვო­შახ­ტინ­სკთან იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ S-300 სის­ტე­მებს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბის და­სა­ბომ­ბად იყე­ნებ­დნენ.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა და საჰაერო განგაში კიევში - მორიგი მძიმე ღამე რუსეთ-უკრაინის ომში: რა ხდება კურსკის ოლქში?

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა და საჰაერო განგაში კიევში - მორიგი მძიმე ღამე რუსეთ-უკრაინის ომში: რა ხდება კურსკის ოლქში?

არსებული მონაცემებით, უკრაინა რუსეთში, კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

“კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებულ პუნქტზე”, - განაცხადა მან.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის ინფორმაციით, ახლა რუსები სამჯერ მეტ ჭურვებს ხარჯავენ, ვიდრე უკრაინელები.

“რუსული ჯარები დღე-ღამეში დაახლოებით 44 ათას ჭურვს ისვრიან, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარჯავს“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, 6-დან 14 აგვისტომდე რუსულმა არტილერიამ 400 ათასი ჭურვი ისროლა, ანუ დღეში საშუალოდ 44,5 ათასი.

21 აგვისტოს, ღამის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.

  • როსტოვის ოლქში, ნავთობის საცავში კიდევ ერთი ტანკი აფეთქდა

ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ნავთობის საცავს, რომელიც ისევ იწვის, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კიდევ დაესხნენ თავს, სამშაბათს საღამოს იქ კიდევ ერთი ტანკი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციას 600-ზე მეტი მაშველი ცდილობს.

  • რუსეთმა “შაჰედები“ აამოქმედა - უკრაინამ კი მოსკოვის მიმართულებით თავისი დრონები

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის არმია რუსეთში მდებარე სტრატეგიულ სამიზნეებს “კამიკაძე“ დრონებით ესხმის თავს.

ხოლო უკრაინის საჰაერო ძალები და უკრაინის სადამკვირვებლო არხები იუწყებიან, რომ ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში რუსულმა მხარემ ჯამში ორ ათეულამდე "შაჰიდი" გაუშვა.

რუსული მონიტორინგის არხი “პრიგრანიჩიე“ ირწმუნება, რომ ვოლოკონოვკაში, ბელგოროდის რაიონში, ჩამოვარდნილმა უპილოტო აპარატმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი წაუკიდა;

ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზმას ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბრაიანსკის ოლქის თავზე, შვიდი უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

“ერთი საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს უკრაინის თავდაცვის ძალების შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი“, - წერს იგი. მისი თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის რეგიონშიც საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული - მიზეზი რუსული უპილოტო დრონების მოგერიება გახდა.

რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება კვლავ ძალაშია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის უმეტეს ნაწილში.

  • უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე შეტევა სცადეს

რუსული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული სამი შეტევა მოიგერიეს - როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, ეს იყო მოსკოვზე დრონებით მიტანილი ყველაზე მასშტაბური შეტევა.

”თავდაცვის სამინისტროს საჰაერო დაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით გაშვებული დრონების კოლონა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ“, - წერს მედია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში კიდევ ოთხი დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ გუშინ ღამით სულ 10 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

“ეს არის მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, - წერს ის "ტელეგრამაში".

  • პარალელურად ცნობილი ხდება, რომ კურსკის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ

კურსკის ოლქის უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 122 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე ახლობლები ეძებენ, მინიმუმ, ორიათას ადგილობრივს, რომლებიც კავშირზე არ გამოდიან.

მათ რუსეთის წითელი ჯვრის მოხალისეები ეძებენ მათ. უმეტეს შემთხვევაში, დაკარგულები არიან მოხუცები, რომლებსაც ევაკუაცია დამოუკიდებლად არ შეეძლოთ.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში 45 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მათ ბრაიანსკის, ბელგოროდის, კალუგისა და კურსკის ოლქების თავზე 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

“11 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 23 უპილოტო საფრენი აპარატი - ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 - ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კალუგას რეგიონში და 2 კურსკის ოლქში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში, S-300 კომპლექსს დაესხნენ თავს.

S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა როსტოვის ოლქის სოფელ ნოვოშახტინსკთან იყო განთავსებული. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ S-300 სისტემებს რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად იყენებდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: