სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ რაიონს ემუქრებიან - რა ძალებით ცდილობს რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაცვას, რომელთა შორის საჰაერო-კოსმოსური პოლკი გამოჩნდა
უკრაინის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ რაიონს ემუქრებიან - რა ძალებით ცდილობს რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაცვას, რომელთა შორის საჰაერო-კოსმოსური პოლკი გამოჩნდა

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კურსკის რე­გი­ონ­ში შეჭ­რი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, რუ­სე­თის არ­მი­ამ ჯერ კი­დევ ვერ შეძ­ლო გარ­ღვე­ვის შე­ჩე­რე­ბა.

მე­ტიც, უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი არა მხო­ლოდ იჭ­რე­ბი­ან და აფარ­თო­ე­ბენ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, აგ­რო­ვე­ბენ რე­ზერ­ვებს, არა­მედ, რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ზა­დე­ბენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ახალ არე­ალს, წყვე­ტენ რა რუ­სე­თის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და მო­მა­რა­გე­ბის ხა­ზებს კურსკის ოლ­ქის გლუშ­კოვ­სკის რა­ი­ონ­ში.

უკ­რა­ი­ნა კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 1260 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრსა და 93 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს აკონ­ტრო­ლებს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ალექ­სან­დრ სირსკიმ გა­ნა­ცხა­და.

“უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის შექ­მნი­სა და სუ­მის ოლ­ქში სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ბომბვის შე­წყვე­ტის, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის დას­წრე­ბის მიზ­ნით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვით თავ­დაც­ვას აწარ­მო­ე­ბენ.

კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის წარ­მო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დაც­ვის 28-დან 35 კი­ლო­მეტ­რამ­დე სიღ­რმე­ში შე­ვიდ­ნენ, და­ი­კა­ვეს ტე­რი­ტო­რი­ის 1263 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი და კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს 93 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე”, - გა­ნა­ცხა­და მან.

და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ერთ-ერთი მი­ნუ­სი იყო ის, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი კურსკის რე­გი­ონ­ში შე­იჭრ­ნენ სო­ლი­სე­ბუ­რად, რო­მე­ლიც სამი მხრი­დან გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იყო რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ზო­ნით, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად არა­ხელ­საყ­რე­ლი იყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის, რად­გან ეს სოლი სამი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო არ­ტი­ლე­რი­ის სა­მიზ­ნე.

ორ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა კი არ გა­აღ­რმა­ვეს გარ­ღვე­ვა, არა­მედ გა­ა­ფარ­თო­ვეს იგი, შე­უ­ტი­ეს რა ფლან­გებს. შე­დე­გად, მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია აღარ არის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ჩა­ძი­რუ­ლი" სოლი, არა­მედ ეს არის საკ­მა­ოდ ფარ­თო ზონა, რო­მე­ლიც გა­და­ჭი­მუ­ლია უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის გას­წვრივ.

ამავდრო­უ­ლად, კურსკის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნის შეჭ­რის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა სწრაფ­მა წინსვლამ ად­გი­ლი და­უთ­მო შე­ტე­ვას, რომ­ლის ტემ­პი შე­სამ­ჩნე­ვად ნელი იყო.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის დად­გე­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ე.წ. ომის ნის­ლის გამო, ანუ საბ­რძო­ლო ზო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცია ან გვი­ან მო­დის ან ძნე­ლია მისი გა­და­მოწ­მე­ბა.

მე­ო­რეც, სო­ფელ­ში მცი­რე რაზ­მის არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს მას­ზე კონ­ტროლს - უკ­რა­ი­ნულ სა­დაზ­ვერ­ვო რაზ­მებს შე­უძ­ლი­ათ შორს წა­ვიდ­ნენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას­ზე კონ­ტრო­ლია დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლე­ბის ყოფ­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სჯე­ლოთ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც იუ­წყე­ბა ბრძო­ლე­ბი­სა და და­ბომბვის შე­სა­ხებ.

ორ­შა­ბათ დი­ლით, თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში უწყე­ბამ და­ა­სა­ხე­ლა კურსკის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც რუ­სუ­ლი არ­მია დარ­ტყმებს ახორ­ცი­ე­ლებ­და: ბორ­კი, ბოგ­და­ნოვ­კა, ვიშ­ნევ­კა, ვიქ­ტო­როვ­კა, კო­სი­ცა, ლი­უ­ბი­მოვ­კა, მე­ლო­ვოი, სნა­გოს­ტი.

ამ და­სახ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ აკონ­ტრო­ლებს ამ­ჟა­მად მათ, არ არ­სე­ბობს. ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, ადას­ტუ­რებს უკ­რა­ი­ნულ წყა­რო­ებ­ში მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას: უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა ბორ­კი­დან კო­რე­ნე­ვოს გა­რე­უბ­ნე­ბამ­დე (მათ შო­რის თით­ქმის 50 კი­ლო­მეტ­რია) და ასე­ვე სიღ­რმე­ში მარ­ტი­ნოვ­კა­სა და კო­სი­ცამ­დე (სა­ზღვრის უახ­ლო­ეს პუნ­ქტამ­დე 15 კი­ლო­მეტ­რია).

ბორ­კი მდე­ბა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის მარ­ჯვე­ნა ფლანგზე, კო­რე­ნე­ვო - მარ­ცხნივ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ან­გა­რიშ­ში ასე­ვე შე­დის სოფ­ლე­ბი: ვიშ­ნევ­კა, სნა­გოს­ტი და ვიქ­ტო­როვ­კა. ის ფაქ­ტი, რომ ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ და­სახ­ლე­ბებ­თან ახ­ლოს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ზღვრის გას­წვრივ და­სავ­ლე­თის­კენ - სუ­ჯას რა­ი­ო­ნი­დან გლუშ­კოვ­სკის სიღ­რმე­ში გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ.

სა­ზღვრის გას­წვრივ მოძ­რა­ო­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ ზედ­მე­ტი არ გა­ი­ჭი­მოს მი­წო­დე­ბის ხა­ზე­ბი.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა იყო უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა: ერ­თის მხრივ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია ტე­რი­ტო­რი­ის გა­ფარ­თო­ე­ბა, ფლან­გე­ბის დაც­ვა, მე­ო­რე მხრივ, რუ­სეთ­მა მო­ა­ხერ­ხა რე­ზერ­ვე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და უკ­რა­ი­ნუ­ლი გარ­ღვე­ვის ცენ­ტრში მათი უფრო ღრმად შეს­ვლის შე­ჩე­რე­ბა

ბრძო­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სო­ფელ მარ­ტი­ნოვ­კას მი­და­მო­ებ­ში უკ­რა­ი­ნის შე­მოჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს სო­ფე­ლი სუ­ჯი­დან სულ რა­ღაც ხუთ კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, ანუ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფრო ღრმად წინსვლა საკ­მა­ოდ სწრა­ფად შე­ჩერ­და.

ამი­ტომ უც­ნო­ბია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ზო­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გი, ან წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლი.

  • სამი ხიდი

16 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნულ­მა ავი­ა­ცი­ამ გლუშ­კო­ვო­ში, ადრე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხიდი გა­ა­ნად­გუ­რა. ორი დღის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ზვან­ნო­ის მე­ო­რე ხიდს და­არ­ტყეს. ის არ ჩა­მო­ინ­გრა, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­ზე მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ორ­შა­ბათს დი­ლით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მე­სა­მე ხიდ­ზე დარ­ტყმის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წყა­რო­ებ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ამ ხიდ­საც და­არ­ტყეს.

თუ ეს ხიდი ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მა­შინ გლუშ­კოვ­სკის რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის მო­მა­რა­გე­ბა უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­დე­ბა - თუმ­ცა მდი­ნა­რის გას­წვრივ პან­ტო­ნუ­რი გა­და­სას­ვლე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დად­გან, თუმ­ცა ისი­ნი ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ამავდრო­უ­ლად, რუ­სულ­მა უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებ­მა, რო­გორც ჩანს, და­ი­წყეს GMLRS რა­კე­ტე­ბის გამ­შვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძებ­ნა, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ხი­დებ­სა და პან­ტო­ნურ გა­და­სას­ვლე­ლებ­ზე სრო­ლის­თვის.

რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ რუ­სეთ­მა მო­ა­ხერ­ხა HIMARS-ის მი­ნი­მუმ ერთი ინ­სტა­ლა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა. Oryx-ის კვლე­ვით­მა პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის და­ნა­კარ­გებს ღია წყა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეს და­ნა­კარ­გი შე­ი­ტა­ნა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი HIMARS-ების სი­ა­ში.

  • წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა

კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბით კურსკის რე­გი­ონ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შეძ­ლეს ტაქ­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა.

ახლა, რო­დე­საც პირ­ვე­ლი დარ­ტყმის შოკი გა­ვი­და, რუ­სე­თი ცდი­ლობს კურსკის რე­გი­ონ­ში თავ­დაც­ვის ხაზი შექ­მნას.

ლა­პა­რა­კი არ არის უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის აქ­ტი­ურ უკან და­ხე­ვა­ზე, რად­გან ეს, ცხა­დია, მო­ი­თხოვს რუ­სუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის გაყ­ვა­ნას ფრონ­ტის სხვა სექ­ტო­რე­ბი­დან.

თუ ვიმ­სჯე­ლებთ იმით, თუ რო­გორ აგ­რო­ვებს რუ­სე­თი ჯა­რებს კურსკის რე­გი­ო­ნის და­სა­ცა­ვად, მას აშ­კა­რად არ სურს უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის შე­სუს­ტე­ბა.

რუ­სულ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა პრე­სამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისე­თი საკ­მა­ოდ ეგ­ზო­ტი­კუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბიც კი, რო­გო­რი­ცაა სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის მო­ტომსრო­ლე­ლი პოლ­კი, სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს კურსკის რე­გი­ონ­ში. მათ შო­რის არის მრა­ვა­ლი და­ნა­ყო­ფი ჩრდი­ლო­ეთ ჯგუ­ფის რე­ზერ­ვი­დან, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ახ­ლოს კურსკის მახ­ლობ­ლად, ანუ ბრძო­ლე­ბის ად­გი­ლებ­თან.

რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი კონ­სტან­ტი­ნე მა­შო­ვე­ცი წერს, რუ­სე­თი მე-14 არ­მი­ის კორ­პუ­სი­დან "ხუთ-ექვს ბა­ტა­ლი­ონს“ აგ­ზავ­ნის კურსკის რე­გი­ო­ნის ფრონტზე.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია 810-ე და 155-ე სა­ზღვაო ბრი­გა­დე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ხერ­სო­ნი­დან კურსკში გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

  • "18 წლის კა­ცე­ბი"

გარ­და ამი­სა, რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და და­მო­უ­კი­დე­ბელ პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ წვე­ვამ­დე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი კურსკში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნელ­თა შეჭ­რი­სას, წვე­ვამ­დე­ლე­ბი სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ბევ­რი ტყვედ ჩა­ვარ­და, ნა­წი­ლი კი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ არ სა­ხელ­დე­ბა.

ამ ვი­თა­რე­ბას უკვე მოჰ­ყვა რე­ზო­ნან­სი, რა­ზეც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე (და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩეჩ­ნუ­რი ახ­მა­ტის რაზ­მის მე­თა­უ­რი) აპტი ალა­უ­დი­ნო­ვი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"არ არის სა­ჭი­რო 18 წლის წვე­ვამ­დე­ლე­ბის ბავ­შვე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა, ისი­ნი ისე­თი­ვე მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­იც­ვან სამ­შობ­ლო..." - გა­ნა­ცხა­და მან. ფაქ­ტია, რომ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ან სა­კონ­ტრაქ­ტო ჯა­რის­კა­ცე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს კურსკის რე­გი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვთ. სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი­დან გა­დას­რო­ლი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აშ­კა­რაა, რომ უცებ ვერ მოვ­ლენ სრუ­ლად საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში, ამას დრო სჭირ­დე­ბა, რაც მოს­კოვს აშ­კა­რად ცოტა აქვს...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შე­ა­ნე­ლეს შე­ტე­ვის ტემ­პი, ხი­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა ჰგავს გლუშ­კოვ­სკის რე­გი­ონ­ში შე­ტე­ვა­ზე გა­ნა­ცხადს...

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

უკრაინის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ რაიონს ემუქრებიან - რა ძალებით ცდილობს რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაცვას, რომელთა შორის საჰაერო-კოსმოსური პოლკი გამოჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ რაიონს ემუქრებიან - რა ძალებით ცდილობს რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაცვას, რომელთა შორის საჰაერო-კოსმოსური პოლკი გამოჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო გარღვევის შეჩერება.

მეტიც, უკრაინის ჯარები არა მხოლოდ იჭრებიან და აფართოებენ დაკავებულ ტერიტორიას, აგროვებენ რეზერვებს, არამედ, რაც მთავარია, ისინი, სავარაუდოდ, ამზადებენ საბრძოლო მოქმედებების ახალ არეალს, წყვეტენ რა რუსეთის საკომუნიკაციო და მომარაგების ხაზებს კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში.

უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

“უსაფრთხოების ზონის შექმნისა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტის, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრების მიზნით, თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ.

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებულ პუნქტზე”, - განაცხადა მან.

დაკავებული ტერიტორიის ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში შეიჭრნენ სოლისებურად, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმული იყო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზონით, რაც პოტენციურად არახელსაყრელი იყო უკრაინელებისთვის, რადგან ეს სოლი სამი მხრიდან შეიძლება გამხდარიყო არტილერიის სამიზნე.

ორკვირიანი ბრძოლების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი არ გააღრმავეს გარღვევა, არამედ გააფართოვეს იგი, შეუტიეს რა ფლანგებს. შედეგად, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია აღარ არის რუსეთის ტერიტორიაზე "ჩაძირული" სოლი, არამედ ეს არის საკმაოდ ფართო ზონა, რომელიც გადაჭიმულია უკრაინის საზღვრის გასწვრივ.

ამავდროულად, კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის დაწყებიდან პირველი დღეებისთვის დამახასიათებელმა სწრაფმა წინსვლამ ადგილი დაუთმო შეტევას, რომლის ტემპი შესამჩნევად ნელი იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიის დადგენა საკმაოდ რთულია, პირველ რიგში, ე.წ. ომის ნისლის გამო, ანუ საბრძოლო ზონიდან ინფორმაცია ან გვიან მოდის ან ძნელია მისი გადამოწმება.

მეორეც, სოფელში მცირე რაზმის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს მასზე კონტროლს - უკრაინულ სადაზვერვო რაზმებს შეუძლიათ შორს წავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე კონტროლია დამყარებული.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილების ყოფნაზე შეიძლება ვიმსჯელოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიდან, რომელიც იუწყება ბრძოლებისა და დაბომბვის შესახებ.

ორშაბათ დილით, თავის მოხსენებაში უწყებამ დაასახელა კურსკის ოლქის დასახლებები, რომლებზეც რუსული არმია დარტყმებს ახორციელებდა: ბორკი, ბოგდანოვკა, ვიშნევკა, ვიქტოროვკა, კოსიცა, ლიუბიმოვკა, მელოვოი, სნაგოსტი.

ამ დასახლებების ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს ამჟამად მათ, არ არსებობს. ის ფაქტი, რომ ისინი მოხსენიებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, ადასტურებს უკრაინულ წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას: უკრაინის კონტროლის ქვეშ არის ტერიტორია, რომელიც ვრცელდება ბორკიდან კორენევოს გარეუბნებამდე (მათ შორის თითქმის 50 კილომეტრია) და ასევე სიღრმეში მარტინოვკასა და კოსიცამდე (საზღვრის უახლოეს პუნქტამდე 15 კილომეტრია).

ბორკი მდებარეობს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მარჯვენა ფლანგზე, კორენევო - მარცხნივ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში ასევე შედის სოფლები: ვიშნევკა, სნაგოსტი და ვიქტოროვკა. ის ფაქტი, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ამ დასახლებებთან ახლოს, მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გასწვრივ დასავლეთისკენ - სუჯას რაიონიდან გლუშკოვსკის სიღრმეში გადასვლას ცდილობენ.

საზღვრის გასწვრივ მოძრაობა მოსახერხებელია, რადგან ის საშუალებას აძლევთ ზედმეტი არ გაიჭიმოს მიწოდების ხაზები.

ძნელი სათქმელია, რა იყო უკრაინის ჯარების მოძრაობის მიმართულების შეცვლა: ერთის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მომგებიანია ტერიტორიის გაფართოება, ფლანგების დაცვა, მეორე მხრივ, რუსეთმა მოახერხა რეზერვების ამოქმედება და უკრაინული გარღვევის ცენტრში მათი უფრო ღრმად შესვლის შეჩერება

ბრძოლები, მაგალითად, სოფელ მარტინოვკას მიდამოებში უკრაინის შემოჭრის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. ეს სოფელი სუჯიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად წინსვლა საკმაოდ სწრაფად შეჩერდა.

ამიტომ უცნობია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ზონის გაფართოების მიზეზები. ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ქმედებების შედეგი, ან წინასწარ მომზადებული გეგმის ნაწილი.

  • სამი ხიდი

16 აგვისტოს უკრაინულმა ავიაციამ გლუშკოვოში, ადრე დაზიანებული ხიდი გაანადგურა. ორი დღის შემდეგ უკრაინელებმა ზვანნოის მეორე ხიდს დაარტყეს. ის არ ჩამოინგრა, მაგრამ დიდი ალბათობით შეუძლებელია მასზე მძიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილება.

ორშაბათს დილით გავრცელდა ინფორმაცია მესამე ხიდზე დარტყმის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია დამოუკიდებელმა წყაროებმა არ დაადასტურა. ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ხიდსაც დაარტყეს.

თუ ეს ხიდი ასევე განადგურებულია, მაშინ გლუშკოვსკის რეგიონში რუსული ჯარების მომარაგება უკიდურესად გართულდება - თუმცა მდინარის გასწვრივ პანტონური გადასასვლელები შეიძლება სწრაფად დადგან, თუმცა ისინი ძალიან დაუცველები არიან სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შემთხვევაში.

ამავდროულად, რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა, როგორც ჩანს, დაიწყეს GMLRS რაკეტების გამშვები საშუალებების ძებნა, რომლებიც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ხიდებსა და პანტონურ გადასასვლელებზე სროლისთვის.

რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მოახერხა HIMARS-ის მინიმუმ ერთი ინსტალაციის განადგურება. Oryx-ის კვლევითმა პროექტმა, რომელიც აკონტროლებს რუსეთისა და უკრაინის დანაკარგებს ღია წყაროების საშუალებით, ეს დანაკარგი შეიტანა განადგურებული და დაზიანებული HIMARS-ების სიაში.

  • წინააღმდეგობა

კარგად მომზადებული ფორმირებებით კურსკის რეგიონში მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ტაქტიკური წარმატების მიღწევა.

ახლა, როდესაც პირველი დარტყმის შოკი გავიდა, რუსეთი ცდილობს კურსკის რეგიონში თავდაცვის ხაზი შექმნას.

ლაპარაკი არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აქტიურ უკან დახევაზე, რადგან ეს, ცხადია, მოითხოვს რუსული დანაყოფების გაყვანას ფრონტის სხვა სექტორებიდან.

თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ როგორ აგროვებს რუსეთი ჯარებს კურსკის რეგიონის დასაცავად, მას აშკარად არ სურს უკრაინაში ფრონტის ქვედანაყოფების შესუსტება.

რუსულმა დამოუკიდებელმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისეთი საკმაოდ ეგზოტიკური დანაყოფებიც კი, როგორიცაა საჰაერო-კოსმოსური ძალების მოტომსროლელი პოლკი, სასწრაფოდ გადაიყვანეს კურსკის რეგიონში. მათ შორის არის მრავალი დანაყოფი ჩრდილოეთ ჯგუფის რეზერვიდან, რომელიც მდებარეობს ბელგოროდის რეგიონში, გეოგრაფიულად ახლოს კურსკის მახლობლად, ანუ ბრძოლების ადგილებთან.

როგორც უკრაინელი სამხედრო ბლოგერი კონსტანტინე მაშოვეცი წერს, რუსეთი მე-14 არმიის კორპუსიდან "ხუთ-ექვს ბატალიონს“ აგზავნის კურსკის რეგიონის ფრონტზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 810-ე და 155-ე საზღვაო ბრიგადების ქვედანაყოფების ხერსონიდან კურსკში გადაყვანის შესახებ.

  • "18 წლის კაცები"

გარდა ამისა, რუსულ სოციალურ ქსელებსა და დამოუკიდებელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვევამდელი ჯარისკაცები კურსკში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, უკრაინელთა შეჭრისას, წვევამდელები სასაზღვრო რაიონებში ბრძოლებში მონაწილეობდნენ, ბევრი ტყვედ ჩავარდა, ნაწილი კი დაიღუპა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ სახელდება.

ამ ვითარებას უკვე მოჰყვა რეზონანსი, რაზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე (და პარალელურად ჩეჩნური ახმატის რაზმის მეთაური) აპტი ალაუდინოვი გამოეხმაურა.

"არ არის საჭირო 18 წლის წვევამდელების ბავშვებად გამოცხადება, ისინი ისეთივე მამაკაცები არიან, როგორც ჩვენ და ვალდებულები არიან დაიცვან სამშობლო..." - განაცხადა მან. ფაქტია, რომ მობილიზებული ან საკონტრაქტო ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფებს კურსკის რეგიონში უამრავი პრობლემა აქვთ. სხვადასხვა ნაწილიდან გადასროლილი სამხედროები აშკარაა, რომ უცებ ვერ მოვლენ სრულად საბრძოლო მზადყოფნაში, ამას დრო სჭირდება, რაც მოსკოვს აშკარად ცოტა აქვს...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეანელეს შეტევის ტემპი, ხიდების განადგურების მცდელობა ჰგავს გლუშკოვსკის რეგიონში შეტევაზე განაცხადს...

იხილეთ ასევე: