საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტემპერატურის მატების გამო, მოქალაქეებს მიმართავს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტემპერატურის მატების გამო, მოქალაქეებს მიმართავს

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, რომ არ და­ან­თონ ცე­ცხლი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებ­ზე, ტყის ან ვე­ლის სი­ახ­ლო­ვეს და ცე­ცხლის კე­რე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვონ.

ისი­ნი ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის ან ცე­ცხლის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ „112“-ში დარ­ე­კონ.

„გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა. რის გა­მოც, იზ­რდე­ბა ტყი­სა და მინ­დვ­რის ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­ან­თოთ ცე­ცხლი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებ­ზე, ტყის ან ვე­ლის სი­ახ­ლო­ვეს და არ და­ტო­ვოთ ცე­ცხლის კე­რე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ.

ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებს თვი­თა­ა­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად ნუ და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებთ გა­რე­მოს.

დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის ან ცე­ცხლის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­რე­კეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტემპერატურის მატების გამო, მოქალაქეებს მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტემპერატურის მატების გამო, მოქალაქეებს მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.

ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.