სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ღაზის სექტორიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა - სამხედრო ოპერაციის დეტალები
ისრაელმა ღაზის სექტორიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა - სამხედრო ოპერაციის დეტალები

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ღა­ზის სექ­ტო­რი­დან 6 მძევ­ლის ცხე­და­რი და­იბ­რუ­ნა, რომ­ლე­ბიც 7 ოქ­ტომ­ბერს, ჰა­მა­სის ბო­ე­ვი­კებ­მა და­ა­ტყვე­ვეს.

IDF-ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ია­გევ ბუხსტა­ბის, ალექ­სან­დრე დან­ცი­გის, აბ­რა­ამ მუნ­დე­რის, იო­რამ მეტ­ცგე­რის, ნა­დავ პოპლვე­ლი­სა და ჩაიმ პე­რის ცხედ­რე­ბი ორ­შა­ბათს ხან იუ­ნი­სის რა­ი­ონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

დან­ცი­გი­სა და ბუხსტა­ბის და­ღუპ­ვა ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ხუ­თი­ვე მძე­ვა­ლი 2024 წლის და­სა­წყის­ში, ხან იუ­ნის­ში მოკ­ლეს. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი უც­ნო­ბია.

79 წლის აბ­რა­ამ მუნ­დე­რი ადრე ცო­ცხლად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ სამ­შა­ბათს კი­ბუც­ში მცხოვ­რებ­მა ნირ ოზმა (სა­დაც ის 7 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და) მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

რო­გორც BBC წერს, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მძევ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის ფო­რუმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ჩე­ნი­ლი 109 მძევ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ღა­ზი­დან "მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი".

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას დო­ჰა­ში და­ი­წყო, კა­ი­რო­ში გრძელ­დე­ბა.

ეგ­ვიპ­ტე, ყა­ტა­რი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ის­რა­ელ­სა და ჰა­მასს ცე­ცხლი შე­წყვი­ტონ, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ან­ტო­ნი ბლინ­კენ­მა, რო­მე­ლიც სამ­შა­ბათს კა­ი­რო­ში ჩა­ვი­და, თქვა, რომ ის­რა­ელ­მა მი­ი­ღო აშშ-ის შე­თა­ვა­ზე­ბა და მო­უ­წო­და ჰა­მასს იგი­ვე გა­ა­კე­თოს.

ის­რა­ელ­მა სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია ღა­ზა­ში 7 ოქ­ტომ­ბერს სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის ბო­ე­ვი­კე­ბის თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ და­ი­წყო, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 251 მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

ჰა­მა­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით კი, მას შემ­დეგ ღა­ზა­ში 40 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ისრაელმა ღაზის სექტორიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა - სამხედრო ოპერაციის დეტალები

ისრაელმა ღაზის სექტორიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა - სამხედრო ოპერაციის დეტალები

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორიდან 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც 7 ოქტომბერს, ჰამასის ბოევიკებმა დაატყვევეს.

IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ იაგევ ბუხსტაბის, ალექსანდრე დანციგის, აბრაამ მუნდერის, იორამ მეტცგერის, ნადავ პოპლველისა და ჩაიმ პერის ცხედრები ორშაბათს ხან იუნისის რაიონში აღმოაჩინეს.

დანციგისა და ბუხსტაბის დაღუპვა ივლისის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს. არსებული ინფორმაციით ხუთივე მძევალი 2024 წლის დასაწყისში, ხან იუნისში მოკლეს. მათი გარდაცვალების გარემოებები უცნობია.

79 წლის აბრაამ მუნდერი ადრე ცოცხლად ითვლებოდა, მაგრამ სამშაბათს კიბუცში მცხოვრებმა ნირ ოზმა (სადაც ის 7 ოქტომბრის მოვლენებამდე ცხოვრობდა) მისი გარდაცვალება დაადასტურა.

როგორც BBC წერს, სამაშველო ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად განახორციელეს. მძევლების ოჯახების ფორუმმა განაცხადა, რომ დარჩენილი 109 მძევლის დაბრუნება ღაზიდან "მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი".

  • მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც გასულ კვირას დოჰაში დაიწყო, კაიროში გრძელდება.

ეგვიპტე, ყატარი და შეერთებული შტატები მოუწოდებენ ისრაელსა და ჰამასს ცეცხლი შეწყვიტონ, რის შემდეგაც მოხდება დარჩენილი მძევლების გათავისუფლება, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა, რომელიც სამშაბათს კაიროში ჩავიდა, თქვა, რომ ისრაელმა მიიღო აშშ-ის შეთავაზება და მოუწოდა ჰამასს იგივე გააკეთოს.

ისრაელმა სამხედრო კამპანია ღაზაში 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის ბოევიკების თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო, რა დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, მას შემდეგ ღაზაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წყარო

იხილეთ ასევე: