კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღამით რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს - თუმცა, უკრაინა კურსკში წინ მიიწევს: დრამატული ცვლილებები რუსეთ - უკრაინის ომში
ღამით რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს - თუმცა, უკრაინა კურსკში წინ მიიწევს: დრამატული ცვლილებები რუსეთ - უკრაინის ომში

უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნა ამ­ჟა­მად რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის 1250 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე მეტ­სა და 92 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლებს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

“რამ­დე­ნი­მე თვის წინ რომ გა­ე­გოთ, ჩვენ ვგეგ­მავ­დით ოპე­რა­ცი­ას, კურსკის ოლ­ქში ოპე­რა­ცი­ის მსგავსს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იტყო­და, რომ ეს არა­რე­ა­ლუ­რი იყო და ყვე­ლა­ზე წი­თელ ხაზს კვეთ­და იმ წი­თელ ხა­ზებს შო­რის, რო­მე­ლიც რუ­სეთს აქვს. რუ­სე­თის ე.წ. წი­თე­ლი ხა­ზე­ბის ყვე­ლა ცნე­ბა ამ დღე­ებ­ში სა­დღაც სუ­ჯას მახ­ლობ­ლად და­ინ­გრა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, “რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­თე­ლი ხა­ზე­ბის კონ­ცეფ­ცია სუ­ჯას დროს და­ინ­გრა“.

“მსოფ­ლიო ხე­დავს, რომ ამ ომში ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ გამ­ბე­და­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ჩვენს გამ­ბე­და­ო­ბა­ზე, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის გამ­ბე­და­ო­ბა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი სინ­ქრო­ნიზ­დნენ ჩვენ­თან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და მა­შინ რუ­სეთს არ დარ­ჩე­ბა სხვა ნა­ბი­ჯი, გარ­და სა­მარ­თლი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

თუმ­ცა, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რუ­სეთ­მა კი­ევს რა­კე­ტე­ბი­თა და თვითმფრი­ნა­ვე­ბით და­არ­ტყა.

  • უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქს ღა­მით დრო­ნე­ბით შე­უ­ტი­ეს, დი­ლით კი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს.

“უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის პე­რი­მეტრზე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი მოქ­მე­დებ­და“,- გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი პო­პ­კომ. “რე­გი­ონ­ში, კი­ე­ვის მი­სად­გო­მებ­ზე, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მოქ­მე­დებს. დარ­ჩით თავ­შე­საფ­რებ­ში, სა­ნამ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გაფრ­თხი­ლე­ბა არ გაქ­რე­ბა“, - წერს ის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მტერ­მა ქა­ლაქს ჩრდი­ლო­ე­თი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­კან­დერ-K საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტე­ბით და­არ­ტყა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად დე­და­ქა­ლაქ­ში მსხვერ­პლი და ნგრე­ვა არ ყო­ფი­ლა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი 25 დრო­ნი და 3 რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იყო 41-ე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გაფრ­თხი­ლე­ბა კი­ე­ვის­თვის და მე­ხუ­თე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან.

  • რუ­სეთ უკ­რა­ი­ნის ომი - 20 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბი

უკ­რა­ი­ნის უმე­ტეს რე­გი­ონ­ში ღა­მით სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და.

მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შე­საფ­რებ­ში და­მალ­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ ჩერ­ნი­გო­ვის, პოლ­ტა­ვას, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, ვი­ნი­ცის რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ვი­ნი­ცი­სა და ხმელ­ნიც­კის რე­გი­ო­ნე­ბის სა­ზღვარ­ზე.

სა­ყო­ველ­თაო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და კი­ე­ვის რე­გი­ონ­შიც. აფეთ­ქე­ბე­ბი იყო ხმელ­ნიც­კის რა­ი­ონ­ში.

  • ვი­თა­რე­ბა კურსკის რე­გი­ონ­ში

კურსკის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­დაც 6 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ, მეტ­ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რია.

  • “ჩვენ ჯერ არ ვა­პი­რებთ კურსკის რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბას. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რომ The Washington Post- თან, სა­დაც მას “ბოქ­სი­ო­რად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

კურსკი­სა და სუ­მის რე­გი­ო­ნებს შო­რის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "სუჯა" თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია, ხალ­ხი მა­ღა­ზი­ა­ში მშვი­დად ყი­დუ­ლობს სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებს.

"ჩვენ გვი­თხრეს, რომ არ შეგ­ვა­წუ­ხე­ბენ - იცხოვ­რეთ მშვი­დად, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა" - გა­ნუ­ცხა­დეს სუ­ჯას მცხოვ­რებ­ლებ­მა უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ღამით რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს - თუმცა, უკრაინა კურსკში წინ მიიწევს: დრამატული ცვლილებები რუსეთ - უკრაინის ომში

ღამით რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს - თუმცა, უკრაინა კურსკში წინ მიიწევს: დრამატული ცვლილებები რუსეთ - უკრაინის ომში

უახლესი მონაცემებით, უკრაინა ამჟამად რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტსა და 92 დასახლებას აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩებთან შეხვედრისას, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ, ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, კურსკის ოლქში ოპერაციის მსგავსს, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, “რუსეთთან დაკავშირებით წითელი ხაზების კონცეფცია სუჯას დროს დაინგრა“.

“მსოფლიო ხედავს, რომ ამ ომში ყველაფერი მხოლოდ გამბედაობაზეა დამოკიდებული - ჩვენს გამბედაობაზე, ჩვენი პარტნიორების გამბედაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სინქრონიზდნენ ჩვენთან ამ გადაწყვეტილებაში და მაშინ რუსეთს არ დარჩება სხვა ნაბიჯი, გარდა სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, ღამის განმავლობაში უკრაინაში ვითარება დაიძაბა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთმა კიევს რაკეტებითა და თვითმფრინავებით დაარტყა.

  • უკრაინის დედაქალაქს ღამით დრონებით შეუტიეს, დილით კი უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

“უკრაინის დედაქალაქის პერიმეტრზე საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა“,- განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ. “რეგიონში, კიევის მისადგომებზე, საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. დარჩით თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება არ გაქრება“, - წერს ის.

არსებული ინფორმაციით, მტერმა ქალაქს ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ, ისკანდერ-K საკრუიზო რაკეტებით დაარტყა. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მთლიანობაში, ღამის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი და 3 რაკეტა გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო 41-ე საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება კიევისთვის და მეხუთე სარაკეტო შეტევა აგვისტოს დასაწყისიდან.

  • რუსეთ უკრაინის ომი - 20 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის უმეტეს რეგიონში ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მოსახლეობას თავშესაფრებში დამალვისკენ მოუწოდებდნენ ჩერნიგოვის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის რაიონებში, ასევე ვინიცისა და ხმელნიცკის რეგიონების საზღვარზე.

საყოველთაო განგაში გამოცხადდა კიევის რეგიონშიც. აფეთქებები იყო ხმელნიცკის რაიონში.

  • ვითარება კურსკის რეგიონში

კურსკის რეგიონში არსებულ მდგომარეობა, სადაც 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ, მეტნაკლებად სტაბილურია.

  • “ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ კურსკის რეგიონის დატოვებას. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დროებითია, ომის დასრულებამდე“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრომ The Washington Post- თან, სადაც მას “ბოქსიორად“ მოიხსენიებენ.

კურსკისა და სუმის რეგიონებს შორის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სუჯა" თითქმის განადგურებულია, მაგრამ ქალაქის ცენტრი ხელუხლებელია, ხალხი მაღაზიაში მშვიდად ყიდულობს სასურსათო პროდუქტებს.

"ჩვენ გვითხრეს, რომ არ შეგვაწუხებენ - იცხოვრეთ მშვიდად, ყველაფერი კარგადაა" - განუცხადეს სუჯას მცხოვრებლებმა უკრაინელ ჟურნალისტებს.

წყარო

იხილეთ ასევე: