სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობას“ - ფინანსთა სამინისტრო სესხის აღების პირობებსა და დეტალებს ასაჯაროებს
“ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობას“ - ფინანსთა სამინისტრო სესხის აღების პირობებსა და დეტალებს ასაჯაროებს

საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლია და დად­გე­ნი­ლი წე­სით რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა, გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მას საკ­რე­დი­ტო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბის მიზ­ნით, რაც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფორ­მა­ლურ პრო­ცე­დუ­რას.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს არა­ერთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექტს საგ­ზაო, ენერ­გე­ტი­კის, წყლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის­თვის სა­სეს­ხო შე­თან­ხმე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად ხდე­ბა და მო­ი­ცავს მთელ რიგ პრო­ცე­დუ­რებს რო­გორც დო­ნო­რის მხრი­დან, ისე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, რო­გო­რი­ცაა ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე და მათ და­სა­ფი­ნან­სებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე ბუ­ნებ­რი­ვია გრძელ­დე­ბა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ორ­მხრივ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

  • ხა­შუ­რის წყლის პრო­ექ­ტის­თვის სა­სეს­ხო შე­თან­ხმე­ბას საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან (AFD) („ქა­ლაქ ხა­შუ­რის და მიმ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა) ხელი მო­ე­წე­რა 2020 წლის 31 ივ­ლისს და მო­ი­ცავს 58 მლნ ევ­როს ოდე­ნო­ბის სესხს, სა­ი­და­ნაც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩა­მო­რი­ცხუ­ლია 21.4 მლნ ევრო.

ამ­ჟა­მად ხელ­მო­სა­წე­რად მომ­ზად­და მე­ო­რე ეტა­პის­თვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი, რა­ზეც მუ­შა­ო­ბა საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან (AFD) და­ი­წყო 2023 წლი­დან (სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2023 წლის 21 ნო­ემ­ბრის N2072 გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე) ორი­ვე მხა­რის მიერ დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­ო­რე ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას 30 მლნ ევ­როს ოდე­ნო­ბის სეს­ხით.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2024 წლის 15 აგ­ვის­ტოს გან­კარ­გუ­ლე­ბა, გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მას საკ­რე­დი­ტო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბის მიზ­ნით, რაც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფორ­მა­ლურ პრო­ცე­დუ­რას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა მხა­რე­ებს შო­რის მიღ­წე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მამ­დე და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლია ორი­ვე მხა­რის მიერ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

“ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობას“ - ფინანსთა სამინისტრო სესხის აღების პირობებსა და დეტალებს ასაჯაროებს

“ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობას“ - ფინანსთა სამინისტრო სესხის აღების პირობებსა და დეტალებს ასაჯაროებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.

„საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ.

საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე ბუნებრივია გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის, საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

  • ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო.

ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.

აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.