საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაფიის ყოფილი ბოსის შვილის პოსტი, რომელმაც სიცილიური ქალაქი კორლეონე აღაშფოთა - " ეს არის ბოროტი თავდასხმა სახელმწიფოზე"
მაფიის ყოფილი ბოსის შვილის პოსტი, რომელმაც სიცილიური ქალაქი კორლეონე აღაშფოთა - " ეს არის ბოროტი თავდასხმა სახელმწიფოზე"

"კოზა ნოს­ტრას" ცნო­ბი­ლი ბო­სის შვილ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით სი­ცი­ლი­ის ქა­ლაქ კორ­ლე­ო­ნე­ში დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. გზავ­ნი­ლი დაგ­მეს, რო­გორც იტა­ლი­ის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ "ბო­რო­ტი თავ­დას­ხმა".

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღეს, იტა­ლი­ის საყ­ვა­რელ ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­მე­ლიც 15 აგ­ვის­ტოს აღი­ნიშ­ნე­ბა, "სალ­ვუ­ჩიო" ჯუ­ზე­პე სალ­ვა­ტო­რე რი­ნამ, სალ­ვა­ტო­რე "ტოტო" რი­ნას შვილ­მა, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვის მიმ­დევ­რებს "ბედ­ნი­ე­რი დღე­სას­წა­უ­ლი" უსურ­ვა მი­სა­მარ­თი­დან: "ვია სკორ­სო­ნე­ზეს ქუჩა, 24, კორ­ლე­ო­ნე, იტა­ლია".

ეს მი­სა­მარ­თი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­ნას ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ 2018 წელს ქუ­ჩის სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და ვია ტე­რა­ნო­ვა გახ­და, რაც მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი მო­სა­მარ­თლის, ჩე­ზა­რე ტე­რა­ნო­ვას­თვის პა­ტი­ვის მი­გე­ბის ნიშ­ნად მოხ­და. ტე­რა­ნო­ვა კორ­ლე­ო­ნეს მა­ფი­ის ბო­სის, ლუ­ჩი­ა­ნო ლი­ჯი­ოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩა­საფ­რე­ბის შე­დე­გად, 1979 წელს მოკ­ლეს.

უოლ­ტერ რა, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში კორ­ლე­ო­ნეს მე­რად აირ­ჩი­ეს, ამ პოსტს "ლაჩ­რუ­ლად" მო­იხ­სე­ნი­ებს და ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლაქ­მა თა­ვი­სი ბნე­ლი ის­ტო­რია და­მარ­ცხა და და­ში­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა. "ჩვენ მათ ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ," - უთხრა მან იტა­ლი­ურ მე­დი­ას, - "ჩვენ ეს გვერ­დი გა­დავ­შა­ლეთ, ვე­რა­ვინ გვა­ი­ძუ­ლებს უკან დაბ­რუ­ნე­ბას."

სალ­ვუ­ჩიო რი­ნამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი შეც­ვა­ლა და ამო­ი­ღო მი­ნიშ­ნე­ბა "ვია სკორ­სო­ნე­ზე".

ტოტო რინა 2017 წელს, ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მეტ­სა­ხე­ლად "მხე­ცი", სა­ვა­რა­უ­დოდ, 150-ზე მეტი მკვლე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მია, მათ შო­რის - 3 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის, რო­მე­ლიც მჟა­ვა­ში და­ად­ნეს. მან ასე­ვე გას­ცა ბრძა­ნე­ბა ან­ტი­მა­ფი­ო­ზუ­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, ჯო­ვა­ნი ფალ­კო­ნე­სა და პა­ო­ლო ბორ­სე­ლი­ნოს მკვლე­ლო­ბა­ზე, 1992 წელს.

მისი მე­სა­მე შვი­ლი, სალ­ვუ­ჩიო, კორ­ლე­ო­ნე­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2023 წელს დაბ­რუნ­და, მას შემ­დეგ, რაც თით­ქმის ცხრა წელი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში მა­ფი­ას­თან კავ­ში­რის, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და გა­მო­ძალ­ვის­თვის, შემ­დეგ ვე­ნე­ტო­სა და აბ­რუ­ცოს შო­რის გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სა­დაც ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სქე­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. კორ­ლე­ო­ნეს ყო­ფილ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მისი გა­ძე­ვე­ბა სცა­და, რათა ქა­ლა­ქი "რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის­გან" და­ეც­ვა.

ქა­ლა­ქის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ლი­დე­რებ­მა სალ­ვუ­ჩიო რი­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დეს:

"მტკი­ცედ ვე­მიჯ­ნე­ბით ასეთ გან­ცხა­დე­ბებს და ვგმობთ ასეთ თავ­ხე­დო­ბას, რო­მე­ლიც არის ბო­რო­ტი თავ­დას­ხმა სა­ხელ­მწი­ფო­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რინა უმ­ცრო­სის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს კორ­ლე­ო­ნე­ზე უარ­ყო­ფით და და­მა­ხინ­ჯე­ბულ ხედ­ვას, ჩრდი­ლავს რა იმ ძა­ლის­ხმე­ვას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს, რათა თავი და­აღ­წი­ოს მა­ფი­ა­სა და და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­პუ­ტა­ცი­ას. კორ­ლე­ო­ნე არ არის მა­ფია. კორ­ლე­ო­ნე არის ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კორ­ლე­ო­ნე კა­ნო­ნი­ე­რე­ბაა, ყვე­ლა ის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მელ­საც ასე­თი სა­ეჭ­ვო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ვე­რას­დროს შე­არ­ყე­ვენ".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სალ­ვუ­ჩიო რი­ნამ ივ­ნის­ში ეს­პა­ნეთ­ში, თა­ვის ეს­პა­ნელ პარტნი­ორ­ზე იქორ­წი­ნა და ქორ­წი­ლის შემ­დგო­მი წვე­უ­ლე­ბა, სა­ი­დუმ­ლოდ კორ­ლე­ო­ნეს რეს­ტო­რან­ში გა­მარ­თა, რო­მე­ლიც 200 სტუ­მარს იტევს. 2016 წელს მან და­წე­რა სა­კა­მა­თო წიგ­ნი, "რი­ნას ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა", რომ­ლის გა­ყიდ­ვა­ზეც წიგ­ნის ბევ­რმა მა­ღა­ზი­ამ უარი თქვა.

სალ­ვუ­ჩი­ოს გარ­და, ტოტო რი­ნას სამი შვი­ლი ჰყავ­და: მა­რია კონ­ჩე­ტა, ჯო­ვა­ნი ფრან­ჩეს­კო და ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი - ლუ­ჩია. ჯო­ვა­ნი რი­ნას, ასე­ვე "კოზა ნოს­ტრას" მა­ფი­ოზს, 1996 წელს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. 2019 წელს ლუ­ჩია რი­ნამ პა­რიზ­ში, ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის მახ­ლობ­ლად რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, სა­ხელ­წო­დე­ბით, "კორ­ლე­ო­ნე", მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ და­ხუ­რა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მაფიის ყოფილი ბოსის შვილის პოსტი, რომელმაც სიცილიური ქალაქი კორლეონე აღაშფოთა - " ეს არის ბოროტი თავდასხმა სახელმწიფოზე"

მაფიის ყოფილი ბოსის შვილის პოსტი, რომელმაც სიცილიური ქალაქი კორლეონე აღაშფოთა - " ეს არის ბოროტი თავდასხმა სახელმწიფოზე"

"კოზა ნოსტრას" ცნობილი ბოსის შვილმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით სიცილიის ქალაქ კორლეონეში დიდი აღშფოთება გამოიწვია. გზავნილი დაგმეს, როგორც იტალიის სახელმწიფოს წინააღმდეგ "ბოროტი თავდასხმა".

ღვთისმშობლის მიძინების დღეს, იტალიის საყვარელ ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც 15 აგვისტოს აღინიშნება, "სალვუჩიო" ჯუზეპე სალვატორე რინამ, სალვატორე "ტოტო" რინას შვილმა, სოციალურ მედიაში თავის მიმდევრებს "ბედნიერი დღესასწაული" უსურვა მისამართიდან: "ვია სკორსონეზეს ქუჩა, 24, კორლეონე, იტალია".

ეს მისამართი წლების განმავლობაში რინას ოჯახის საცხოვრებელი იყო, მაგრამ 2018 წელს ქუჩის სახელი შეიცვალა და ვია ტერანოვა გახდა, რაც მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი მოსამართლის, ჩეზარე ტერანოვასთვის პატივის მიგების ნიშნად მოხდა. ტერანოვა კორლეონეს მაფიის ბოსის, ლუჩიანო ლიჯიოს მიერ ორგანიზებული ჩასაფრების შედეგად, 1979 წელს მოკლეს.

უოლტერ რა, რომელიც ივნისში კორლეონეს მერად აირჩიეს, ამ პოსტს "ლაჩრულად" მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ქალაქმა თავისი ბნელი ისტორია დამარცხა და დაშინებას არ დაემორჩილება. "ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ," - უთხრა მან იტალიურ მედიას, - "ჩვენ ეს გვერდი გადავშალეთ, ვერავინ გვაიძულებს უკან დაბრუნებას."

სალვუჩიო რინამ მოგვიანებით პოსტი შეცვალა და ამოიღო მინიშნება "ვია სკორსონეზე".

ტოტო რინა 2017 წელს, ციხეში გარდაიცვალა. მეტსახელად "მხეცი", სავარაუდოდ, 150-ზე მეტი მკვლელობის ბრძანების გამცემია, მათ შორის - 3 წლის ბიჭის მკვლელობის, რომელიც მჟავაში დაადნეს. მან ასევე გასცა ბრძანება ანტიმაფიოზური მოსამართლეების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობაზე, 1992 წელს.

მისი მესამე შვილი, სალვუჩიო, კორლეონეში საცხოვრებლად 2023 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ცხრა წელი გაატარა ციხეში მაფიასთან კავშირის, ფულის გათეთრებისა და გამოძალვისთვის, შემდეგ ვენეტოსა და აბრუცოს შორის გადაადგილდებოდა, სადაც ის სოციალური სამსახურების სქემაში იყო ჩართული. კორლეონეს ყოფილმა ადმინისტრაციამ მისი გაძევება სცადა, რათა ქალაქი "რეპუტაციული ზიანისგან" დაეცვა.

ქალაქის ამჟამინდელმა ლიდერებმა სალვუჩიო რინას სოციალური მედიის პოსტთან დაკავშირებით განაცხადეს:

"მტკიცედ ვემიჯნებით ასეთ განცხადებებს და ვგმობთ ასეთ თავხედობას, რომელიც არის ბოროტი თავდასხმა სახელმწიფოსა და ინსტიტუტების წინააღმდეგ. რინა უმცროსის გამონათქვამები მხოლოდ აძლიერებს კორლეონეზე უარყოფით და დამახინჯებულ ხედვას, ჩრდილავს რა იმ ძალისხმევას, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ახორციელებს, რათა თავი დააღწიოს მაფიასა და დანაშაულთან დაკავშირებულ რეპუტაციას. კორლეონე არ არის მაფია. კორლეონე არის ისტორია, კულტურა, თავისუფლება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, კორლეონე კანონიერებაა, ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ასეთი საეჭვო პერსონაჟები ვერასდროს შეარყევენ".

გავრცელებული ინფორმაციით, სალვუჩიო რინამ ივნისში ესპანეთში, თავის ესპანელ პარტნიორზე იქორწინა და ქორწილის შემდგომი წვეულება, საიდუმლოდ კორლეონეს რესტორანში გამართა, რომელიც 200 სტუმარს იტევს. 2016 წელს მან დაწერა საკამათო წიგნი, "რინას ოჯახური ცხოვრება", რომლის გაყიდვაზეც წიგნის ბევრმა მაღაზიამ უარი თქვა.

სალვუჩიოს გარდა, ტოტო რინას სამი შვილი ჰყავდა: მარია კონჩეტა, ჯოვანი ფრანჩესკო და ყველაზე უმცროსი - ლუჩია. ჯოვანი რინას, ასევე "კოზა ნოსტრას" მაფიოზს, 1996 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2019 წელს ლუჩია რინამ პარიზში, ტრიუმფალური თაღის მახლობლად რესტორანი გახსნა, სახელწოდებით, "კორლეონე", მაგრამ ერთი წლის შემდეგ დახურა.

წყარო