წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ კურსკში უკრაინის შეტევას აიარაღებენ: ტანკები, დრონები და ა.შ. - "უნდა ვიამაყოთ, ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას"
ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ კურსკში უკრაინის შეტევას აიარაღებენ: ტანკები, დრონები და ა.შ. - "უნდა ვიამაყოთ, ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას"

Sunday Times -ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი პრე­მი­ე­რის კირ სტარ­მე­რის მთავ­რო­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში.

სტარ­მერ­მა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯონ ჰი­ლიმ გა­სულ კვი­რას გა­და­წყვი­ტეს არა იმ­დე­ნად შე­ეც­ვა­ლათ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კა, არა­მედ შე­ეც­ვა­ლათ ტონი და ღიად ეღი­ა­რე­ბი­ნათ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჩარ­თუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვა­ში. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კურსკის ოლ­ქში ბრი­ტა­ნე­თის მი­წო­დე­ბულ Challenger 2 - ის ტი­პის ტან­კებს იყე­ნე­ბენ.

"არა­ვი­თარ უხერ­ხუ­ლო­ბას არ ვგრძნობთ იმის გამო, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არ გვინ­და იყოს რა­ი­მე გა­ურ­კვევ­ლო­ბა ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში. ჩვენ უნდა ვი­ა­მა­ყოთ, რომ ჩვენ მი­ვე­ცით ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას თა­ვის დაც­ვა­ში“, - ცი­ტი­რებს გა­ზე­თი წყა­როს ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბი­დან.

ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს და­არ­წმუ­ნებს მო­კავ­ში­რე­ებს, რომ უფრო მე­ტად და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნას, ხოლო ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას - რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბრძო­ლის ველ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

ტან­კე­ბი არ არის ერ­თა­დერ­თი ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იყე­ნე­ბენ კურსკის რე­გი­ონ­ში.

The Sunday Times ასე­ვე ახ­სე­ნებს დრო­ნებს, მაგ­რამ არ აკონ­კრე­ტებს მათ ტიპს. ამ დრომ­დე ცნო­ბი­ლი იყო Malloy-ს ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს არ არის საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბი, ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია ჯა­რე­ბის­თვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­წო­დე­ბის, ან, მა­გა­ლი­თად, დაჭ­რი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის.

The Sunday Times, ზო­გი­ერ­თი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას სურს უკ­რა­ი­ნას მის­ცეს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს Storm Shadow-ს ტი­პის რა­კე­ტე­ბი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სიღ­რმე­ში, მაგ­რამ ამას ხელს უშ­ლის პარტნი­ო­რე­ბის - საფ­რან­გე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცია.

ბრი­ტა­ნე­ლი მი­ნის­ტრე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ მო­კავ­ში­რე­ებს ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ "ეს­კა­ლა­ცი­ის" და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ.

თა­ვა­დაც მათ არ სჯე­რათ, რომ რუ­სე­თი ატო­მურ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს, თუნ­დაც ტაქ­ტი­კურს და მოს­კოვ­ში მოს­მე­ნილ რი­ტო­რი­კას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

"რუ­სე­ბი გა­მუდ­მე­ბით აფ­რქვე­ვენ ცე­ცხლს და გო­გირდს“, - ცი­ტი­რებს Sunday Times ანო­ნი­მურ ბრი­ტა­ნულ სამ­ხედ­რო წყა­როს.

"შე­მიძ­ლია დაგ­პირ­დეთ, რომ ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­დად­გმუ­ლა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ამას მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბით, რად­გან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ტაქ­ტი­კუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მრა­ვალ ეტაპს მო­ი­ცავს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, ხდე­ბა ბევ­რი რა­კე­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა“.

გა­ზე­თის წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნეთ­მა რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბას და­უ­კავ­ში­რა. გარ­და ამი­სა, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა გა­აფრ­თხი­ლეს მოს­კო­ვი, რომ თუ ის ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს, ისი­ნი პირ­და­პირ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ომში და ბრძო­ლის ველ­ზე გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ რუ­სულ ჯარს. - ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2022 წელს თქვა CIA-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დე­ვიდ პეტ­რე­უს­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ კურსკში უკრაინის შეტევას აიარაღებენ: ტანკები, დრონები და ა.შ. - "უნდა ვიამაყოთ, ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას"

ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ კურსკში უკრაინის შეტევას აიარაღებენ: ტანკები, დრონები და ა.შ. - "უნდა ვიამაყოთ, ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას"

Sunday Times -ში გამოქვეყნდა სტატია ბრიტანეთის ახალი პრემიერის კირ სტარმერის მთავრობის რეაქციაზე უკრაინის შეტევის თაობაზე რუსეთის კურსკის ოლქში.

სტარმერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ გასულ კვირას გადაწყვიტეს არა იმდენად შეეცვალათ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა, არამედ შეეცვალათ ტონი და ღიად ეღიარებინათ დიდი ბრიტანეთის ჩართულობა უკრაინის შეტევაში. მათ განაცხადეს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში ბრიტანეთის მიწოდებულ Challenger 2 - ის ტიპის ტანკებს იყენებენ.

"არავითარ უხერხულობას არ ვგრძნობთ იმის გამო, რომ ბრიტანული იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე. არ გვინდა იყოს რაიმე გაურკვევლობა ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ამ კრიტიკულ მომენტში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში“, - ციტირებს გაზეთი წყაროს ბრიტანეთის მთავრობიდან.

ბრიტანელი პოლიტიკოსების აზრით, ეს დაარწმუნებს მოკავშირეებს, რომ უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას, ხოლო ბრიტანეთის საზოგადოებას - რომ ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე.

ტანკები არ არის ერთადერთი ბრიტანული იარაღი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ კურსკის რეგიონში.

The Sunday Times ასევე ახსენებს დრონებს, მაგრამ არ აკონკრეტებს მათ ტიპს. ამ დრომდე ცნობილი იყო Malloy-ს ტიპის საფრენი აპარატების შესახებ, მაგრამ ეს არ არის საბრძოლო მანქანები, ისინი განკუთვნილია ჯარებისთვის აღჭურვილობის მიწოდების, ან, მაგალითად, დაჭრილების ევაკუაციისთვის.

The Sunday Times, ზოგიერთი სხვა მედიასაშუალებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს უკრაინას მისცეს უფლება გამოიყენოს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის სიღრმეში, მაგრამ ამას ხელს უშლის პარტნიორების - საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პოზიცია.

ბრიტანელი მინისტრები მიიჩნევენ, რომ მათ მოკავშირეებს ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ "ესკალაციის" და არცთუ უსაფუძვლოდ.

თავადაც მათ არ სჯერათ, რომ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს, თუნდაც ტაქტიკურს და მოსკოვში მოსმენილ რიტორიკას ყურადღებას არ აქცევენ.

"რუსები გამუდმებით აფრქვევენ ცეცხლს და გოგირდს“, - ციტირებს Sunday Times ანონიმურ ბრიტანულ სამხედრო წყაროს.

"შემიძლია დაგპირდეთ, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ბირთვული იარაღის გამოყენების მიმართულებით. ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით, რადგან ბირთვული იარაღის ტაქტიკური გამოყენება მრავალ ეტაპს მოიცავს. ბევრი ადამიანია ჩართული, ხდება ბევრი რაკეტის გადაადგილება“.

გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა ბირთვული იარაღის გამოუყენებლობას დაუკავშირა. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებმა გააფრთხილეს მოსკოვი, რომ თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ისინი პირდაპირ ჩაერთვებიან ომში და ბრძოლის ველზე გაანადგურებენ რუსულ ჯარს. - ამის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წელს თქვა CIA-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა.

იხილეთ ასევე: