მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მილიარდერის შვილიშვილი, რომელიც თვითმარქვია ქართველმა თავადმა გააცურა - ბარბარა ჰატონის ტრაგიკული ისტორია, შვიდი ქორწინება და დაკარგული მილიონები
ამერიკელი მილიარდერის შვილიშვილი, რომელიც თვითმარქვია ქართველმა თავადმა გააცურა - ბარბარა ჰატონის ტრაგიკული ისტორია, შვიდი ქორწინება და დაკარგული მილიონები

ამე­რი­კე­ლი ბარ­ბა­რა ჰა­ტო­ნი თა­ვი­სი დრო­ის ოქ­როს ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. რო­გორც Woolworth-ის ქსე­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შვი­ლიშ­ვილ­მა, მან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უდი­დე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღო. მის კო­ლექ­ცი­ა­ში მოხ­ვდნენ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ჩა­ძირ­ვა სურ­დათ და მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი კა­ციც - ალექ­სი მდი­ვა­ნი.

მდი­და­რი გოგო

ბარ­ბა­რას ბა­ბუა, ფრენც ვუვ­ლორ­ტი შტა­ტებ­ში ცნო­ბი­ლი მე­წარ­მე იყო, რო­მელ­მაც სა­ვაჭ­რო იმ­პე­რია ნუ­ლი­დან შექ­მნა. მის­ტერ ვუვ­ლორ­ტი იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში და, შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ო­შიც, ვინც ფას­დაკ­ლე­ბა მო­ი­ფიქ­რა. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­და, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა სა­ქო­ნე­ლის­თვის, რო­მელ­საც ვერ ყიდ­და. გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა, და­ამ­ზა­და პა­ტა­რა ყუ­თე­ბი და ჩა­წო­ლი­ლი სა­ქო­ნე­ლი ჩა­ა­ლა­გა, ზედ კი და­ა­წე­რა "ყვე­ლა­ფე­რი ხუთ ცენ­ტად". გა­მო­სა­ვა­ლი ბრწყინ­ვა­ლე იყო.

მას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და: ედნა და ელე­ნე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ედნა გახ­და საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნი­ის E.F. Hutton & Company თა­ნამ­ფლო­ბე­ლის ცოლი. მათ მალე ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ბარ­ბა­რას და­ბა­დე­ბის დროს ბა­ბუ­ას ან­გა­რი­შებ­ზე მი­ლი­ო­ნე­ბი ჰქონ­და.

ბარ­ბა­რას მშობ­ლე­ბი იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი იყ­ვნენ, დედა - ლა­მა­ზი, მამა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა უბე­დუ­რი აღ­მოჩ­ნდა. გო­გო­ნას დე­დამ, რო­დე­საც ბავ­შვი 5 წლის იყო, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ზე­ზი ქმრის მუდ­მი­ვი ღა­ლა­ტი გახ­და. პა­ტა­რა ბარ­ბა­რამ პირ­ველ­მა იპო­ვა დე­დის უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი.

ბავ­შვო­ბის ტრავ­მამ გო­გო­ნა გა­ა­ნად­გუ­რა. ის ჩა­ი­კე­ტა, ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი გახ­და, ხში­რად ვარ­დე­ბო­და ის­ტე­რი­კა­ში. ასაკ­თან ერ­თად, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვამდყო­ფო­ში მოხ­ვდა. თუმ­ცა გა­ნი­კურ­ნა.

ბევ­რი ფული და ცოტა სიყ­ვა­რუ­ლი

ბარ­ბა­რა მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ კაც­მა შვი­ლის აღ­ზრდა ნა­თე­სა­ვებს მი­ან­დო, რომ­ლე­ბიც ვერ გა­უმკლავ­დნენ გო­გო­ნას რთულ ხა­სი­ათს და ბარ­ბა­რე რთულ, 12 წლის ასაკ­ში პან­სი­ონ­ში გაგ­ზავ­ნეს. ბავ­შვი არ­და­დე­გე­ბის დრო­საც იქ რჩე­ბო­და, რად­გან მდი­და­რი მო­ზარ­დი უბ­რა­ლოდ არა­ვის სჭირ­დე­ბო­და.

რო­დე­საც გო­გო­ნას ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, ის მა­შინ­ვე გამ­დიდ­რდა: ან­გა­რიშ­ზე 28 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჰქონ­და. მა­მამ მისი ფუ­ლით ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და რო­დე­საც ბარ­ბა­რა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქა­ლის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბევ­რს წერ­დნენ ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ქე­რა­ზე, რო­გორც ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­ზე. მას უყ­ვარ­და ლა­მა­ზად ჩაც­მა, სამ­კა­უ­ლე­ბის ტა­რე­ბა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მარ­თვა. ეს გა­საკ­ვი­რი არც იყო, რად­გან ბავ­შვო­ბა და­ხუ­რულ სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში გა­ა­ტა­რა.

18 წლის რომ გახ­და, მისი და­ბა­დე­ბის დღე 60 000 დო­ლა­რი დაჯ­და, ეს იყო ზღაპ­რუ­ლი თან­ხა დიდი დეპ­რე­სი­ის დროს. გა­ზე­თებ­მა ბარ­ბა­რა მფლან­გვე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის­გან დაღ­ლი­ლი გო­გო­ნა ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა.

პრინ­ცი სა­ქარ­თვე­ლო­დან

ბარ­ბა­რას სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ჯერ არ იცო­და, რომ ამ გზას 7-ჯერ გა­ივ­ლი­და. მი­ლი­ო­ნე­რის პირ­ვე­ლი ქმა­რი იყო თვით­მარ­ქვია ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი ალექ­სის მდი­ვა­ნი. მან ყვე­ლას უთხრა, რომ არის­ტოკ­რა­ტი იყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. რო­დე­საც ბარ­ბა­რა გა­იც­ნო, ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მაგ­რამ ალექ­სი დამ აი­ძუ­ლა, რომ ცოლს გა­შო­რე­ბო­და, რად­გან მდი­და­რი სარ­ძლოს გაშ­ვე­ბა არ უნ­დო­და.

მდი­ვა­ნი­სა და ჰა­ტო­ნის შეხ­ვედ­რა სწო­რედ მის­მა დამ მო­ა­წყო. როცა მდი­ვან­მა გუ­ლუბ­რყვი­ლო მი­ლი­ო­ნე­რი აც­დუ­ნა, მო­მა­ვალ­მა მულ­მა ისე მო­ა­წყო, რომ ქალს და­ე­მუქ­რა, მდი­ვა­ნის ცოლი თუ არ გახ­დე­ბო­და, ამას პრე­სა­ში სკან­და­ლი მოჰ­ყვე­ბო­და. ბარ­ბა­რას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ეში­ნო­და, ამი­ტომ და­თან­ხმდა. მამა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, მაგ­რამ სხვა გზა არ ჰქონ­და. გო­გო­ნამ მზით­ვად კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

ბარ­ბა­რა და ალექ­სი მდი­ვა­ნი

ქორ­წი­ნე­ბა 2 წელი გაგ­რძელ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსევ­დო-უფ­ლის­წულ­მა ცო­ლის მზით­ვი სრუ­ლად და­ხარ­ჯა. იყი­და სახ­ლი, შე­ი­ძი­ნა ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი და სამ­კა­უ­ლე­ბი. ბარ­ბა­რამ ქმარს გან­ქორ­წი­ნე­ბა მოს­თხო­ვა, რის­თვი­საც მდი­ვან­მა კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა და ყო­ფილ ცოლს ორი მი­ლი­ო­ნი გა­მოს­ძა­ლა. ერთ დღე­ში ქალი მე­ო­რედ გა­თხოვ­და.

გრა­ფი და­ნი­ი­დან

რო­გორც ჩანს, ბარ­ბა­რას მხო­ლოდ მდი­და­რი გო­გო­ნას იმი­ჯი არ მოს­წონ­და და სურ­და არის­ტოკ­რა­ტი გამ­ხდა­რი­ყო. ამი­ტომ მე­ო­რე ქმა­რი ცის­ფე­რი სის­ხლით აირ­ჩია. და­ნი­ელ გრაფ ჰა­ინ­რიხ ებერ­ჰარდ ფონ ჰარ­დენ­ბერგთან ქორ­წი­ნე­ბა ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ის ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვის­თა­ნაც შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. გრა­ფი ცოლს სას­ტი­კად სცემ­და. ერთხელ ძლი­ე­რი ცე­მი­სას ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ქმა­რი და­ი­ჭი­რეს.

ცნო­ბი­ლია, რომ სწო­რედ ამ ქორ­წი­ნე­ბის დროს და­ი­წყო ბარ­ბა­რას კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბა, კერ­ძოდ ანო­რექ­სია. სწო­რედ ამის გამო ვერ შეძ­ლო მე­ო­რედ და­ორ­სუ­ლე­ბა.

გრა­ფი მუდ­მი­ვად ეუბ­ნე­ბო­და, რომ მსუ­ქა­ნი იყო და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და. წყვი­ლი ქორ­წი­ლი­დან 3 წლის შემ­დეგ და­შორ­და. მაგ­რამ მათი ამ­ბა­ვი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა: ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა და­ი­წყეს ბრძო­ლა შვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ გრაფ­მა 1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღო.

კერი გრან­ტი

მდი­და­რი მემ­კვიდ­რის მე­სა­მე ქმა­რი იყო იმ დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი - კერი გრან­ტი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, 7-ვე ქმრი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ კერი გრანტს უყ­ვარ­და და ზრუ­ნავ­და ბარ­ბა­რა­ზე, ის გა­მუდ­მე­ბით მხარს უჭერ­და მას, აშო­რებ­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მის­გან სარ­გე­ბე­ლი სურ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, მათი ქორ­წი­ნე­ბაც დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. 3 წლის შემ­დეგ ისი­ნი და­შორ­დნენ.

კერი გრან­ტმა და­ამ­ტკი­ცა, რომ ის იყო ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი და ჯენტლმე­ნი და არც ერთი ცენ­ტი არ მო­უ­თხო­ვია ბარ­ბა­რას­თვის. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჰა­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აღა­რა­სო­დეს და­ქორ­წინ­დე­ბო­და, მაგ­რამ 3 წლის შემ­დეგ მან პი­რო­ბა და­არ­ღვია.

რუსი პრინ­ცი

ბარ­ბა­რამ მე­ო­თხე ქმა­რი ავ­ტორ­ბო­ლა­ზე გა­იც­ნო. პრინ­ცი იგორ ტრუ­ბეც­კოი, რუსი ემიგ­რან­ტი. 1948 წელს ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ, უც­ნო­ბი ღა­რი­ბი მრბო­ლე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი: ცო­ლის ფუ­ლით მან სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნე­ბი იყი­და და მუდ­მი­ვად იმარ­ჯვებ­და შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. ის ცო­ლის ფულს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იყე­ნებ­და, მაგ­რამ კარ­გი ქმა­რი იყო. ბარ­ბა­რას ვა­ჟის­თვის სა­უ­კე­თე­სო მა­მი­ნაც­ვა­ლი გახ­და, მო­ზარ­დის­თვის ის ნამ­დვი­ლი კერ­პი იყო. ლენ­სი, ბარ­ბა­რას ვაჟი, სა­ბო­ლო­ოდ, იგო­რის მსგავ­სად, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მრბო­ლე­რი გახ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტრუ­ბეც­კო­იმ მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ჰე­ტონ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. სწო­რედ მა­შინ და­არ­ქვა პრე­სამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მეტ­სა­ხე­ლი "საბ­რა­ლო პა­ტა­რა მდი­და­რი გო­გო­ნა".

დო­მი­ნი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი

პორ­ფი­რიო რუ­ბი­რო­სი, დო­მი­ნი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ბარ­ბა­რას მე­ხუ­თე ქმა­რი გახ­და. ის ასე­ვე ავ­ტორ­ბო­ლა­ზე გა­იც­ნო.

ეს იყო ძა­ლი­ან მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 54 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. თუმ­ცა რუ­ბი­რო­სამ ყო­ვე­ლი დღე სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა: მდი­და­რი მე­უღ­ლის ფუ­ლით იყი­და სტა­დი­ო­ნი, რამ­დე­ნი­მე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი და ჯი­ში­ა­ნი ცხე­ნე­ბის თავ­ლა.

შემ­დეგ კი ქმა­რი სა­სა­მარ­თლო­ში გა­იქ­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ ცოლი მას ღა­ლა­ტობ­და, რის გა­მოც, გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ჰა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რით დაღ­ლი­ლი იყო, გა­ნა­ცხა­და, რომ 2 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­იხ­დი­და, თუ ყვე­ლა­ფე­რი მალე დამ­თავ­რდე­ბო­და. მას სურ­და კი­დევ ერთი მა­თხო­ვა­რი მალე მო­ე­შო­რე­ბი­ნა თა­ვი­დან.

ჩოგ­ბურ­თე­ლი გერ­მა­ნი­ი­დან

ბარ­ბა­რას მე­ექ­ვსე ქმა­რი, გო­ტფ­რიდ ფონ კრა­მი, მი­ლი­ო­ნე­რის ძვე­ლი მე­გო­ბა­რი იყო. ისი­ნი 30-იანი წლე­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­უ­ვი­და, რად­გან მა­შინ ქალს სხვა მა­მა­კა­ცე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და. 18 წლის შემ­დეგ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ქმა­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვერ ჩა­ვი­და, რად­გან ვიზა ვერ აიღო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის სა­ერ­თოდ არ ცდი­ლობ­და წას­ვლას და რე­ა­ლუ­რად დროს საყ­ვარ­ლებ­თან ატა­რებ­და. ბარ­ბა­რა კი ალ­კოჰოლ­მა და ნარ­კო­ტი­კებ­მა გა­ი­ტა­ცა.

2 წლის შემ­დეგ ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და. დიდი ხნის მე­გო­ბარ­მა სა­სა­მარ­თლო­ში იბ­რძო­ლა, მაგ­რამ მხო­ლოდ 600 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

პრინ­ცი ლა­ო­სი­დან

ბარ­ბა­რას მეშ­ვი­დე და ბოლო ქმა­რი კი­დევ ერთი არის­ტოკ­რა­ტი, სა­ხე­ლად პიერ რა­ი­მონდ დო­ა­ნი გახ­და. მათი ქორ­წი­ნე­ბა ასე­ვე დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ორი წლის შემ­დეგ პრინცმაც მო­ი­თხო­ვა კომ­პენ­სა­ცია. რო­დე­საც ფული მი­ი­ღო, ის სა­მუ­და­მოდ გაქ­რა მისი ცხოვ­რე­ბი­დან.

სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი

ბარ­ბა­რას ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არ შე­ეძ­ლო. მან არ იცო­და ფუ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რად­გან თა­ვად არა­სო­დეს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და მას, ამი­ტომ ად­ვი­ლად იშო­რებ­და მას. ჰა­ტო­ნი ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი იყო და სი­ცო­ცხლის ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ბარ­ბა­რა ქმრებ­თან ერ­თად მი­ლი­ო­ნებს კარ­გავ­და. ასე­ვე ყი­დუ­ლობ­და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს, სა­მოსს, ჩი­ნურ ფა­ი­ფურს და ან­ტიკ­ვა­რი­ატს. და რა­ღაც მო­მენ­ტში ის პრაქ­ტი­კუ­ლად უფუ­ლოდ დარ­ჩა, ამი­ტომ ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბიც გა­ყი­და.

1972 წელს ტრა­გე­დია მოხ­და: მისი შვი­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა, რა­მაც ქა­ლის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მუ­და­მოდ შე­არ­ყია და უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო. მა­გა­ლი­თად, მან ამე­რი­კის მთავ­რო­ბას შეს­წი­რა თა­ვი­სი სახ­ლი რე­ჯენტ პარკში.

ჰა­ტონ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი ლოს-ან­ჯე­ლე­სის სას­ტუმ­რო ბე­ვერ­ლი უილ­შირ­ში გა­ა­ტა­რა. 1979 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კი გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ის 66 წლის იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ამერიკელი მილიარდერის შვილიშვილი, რომელიც თვითმარქვია ქართველმა თავადმა გააცურა - ბარბარა ჰატონის ტრაგიკული ისტორია, შვიდი ქორწინება და დაკარგული მილიონები

ამერიკელი მილიარდერის შვილიშვილი, რომელიც თვითმარქვია ქართველმა თავადმა გააცურა - ბარბარა ჰატონის ტრაგიკული ისტორია, შვიდი ქორწინება და დაკარგული მილიონები

ამერიკელი ბარბარა ჰატონი თავისი დროის ოქროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო. როგორც Woolworth-ის ქსელის დამფუძნებლების შვილიშვილმა, მან ადრეული ასაკიდან უდიდესი მემკვიდრეობა მიიღო. მის კოლექციაში მოხვდნენ მამაკაცები, რომლებსაც ფუფუნებაში ჩაძირვა სურდათ და მათ შორის აღმოჩნდა ქართველი კაციც - ალექსი მდივანი.

მდიდარი გოგო

ბარბარას ბაბუა, ფრენც ვუვლორტი შტატებში ცნობილი მეწარმე იყო, რომელმაც სავაჭრო იმპერია ნულიდან შექმნა. მისტერ ვუვლორტი იყო პირველი ქვეყანაში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც, ვინც ფასდაკლება მოიფიქრა. ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა საქონელისთვის, რომელსაც ვერ ყიდდა. გამოსავალი იპოვა, დაამზადა პატარა ყუთები და ჩაწოლილი საქონელი ჩაალაგა, ზედ კი დააწერა "ყველაფერი ხუთ ცენტად". გამოსავალი ბრწყინვალე იყო.

მას ორი ქალიშვილი ჰყავდა: ედნა და ელენე. მოგვიანებით ედნა გახდა საბროკერო კომპანიის E.F. Hutton & Company თანამფლობელის ცოლი. მათ მალე ქალიშვილი შეეძინათ. ბარბარას დაბადების დროს ბაბუას ანგარიშებზე მილიონები ჰქონდა.

ბარბარას მშობლები იდეალური წყვილი იყვნენ, დედა - ლამაზი, მამა ძალიან ჭკვიანი. მაგრამ ქორწინება უბედური აღმოჩნდა. გოგონას დედამ, როდესაც ბავშვი 5 წლის იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჭორების მიხედვით, მიზეზი ქმრის მუდმივი ღალატი გახდა. პატარა ბარბარამ პირველმა იპოვა დედის უსიცოცხლო სხეული.

ბავშვობის ტრავმამ გოგონა გაანადგურა. ის ჩაიკეტა, ზედმეტად ემოციური გახდა, ხშირად ვარდებოდა ისტერიკაში. ასაკთან ერთად, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ფსიქიატრიულ საავამდყოფოში მოხვდა. თუმცა განიკურნა.

ბევრი ფული და ცოტა სიყვარული

ბარბარა მამას ძალიან უყვარდა, მაგრამ კაცმა შვილის აღზრდა ნათესავებს მიანდო, რომლებიც ვერ გაუმკლავდნენ გოგონას რთულ ხასიათს და ბარბარე რთულ, 12 წლის ასაკში პანსიონში გაგზავნეს. ბავშვი არდადეგების დროსაც იქ რჩებოდა, რადგან მდიდარი მოზარდი უბრალოდ არავის სჭირდებოდა.

როდესაც გოგონას ბებია გარდაიცვალა, ის მაშინვე გამდიდრდა: ანგარიშზე 28 მილიონი დოლარი ჰქონდა. მამამ მისი ფულით ინვესტირება განახორციელა და როდესაც ბარბარა სრულწლოვანი გახდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის ტიტული მიიღო.

ჟურნალისტები ბევრს წერდნენ ცისფერთვალება ქერაზე, როგორც ფუფუნების მოყვარულზე. მას უყვარდა ლამაზად ჩაცმა, სამკაულების ტარება და ძვირადღირებული მანქანების მართვა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ბავშვობა დახურულ სკოლა-ინტერნატში გაატარა.

18 წლის რომ გახდა, მისი დაბადების დღე 60 000 დოლარი დაჯდა, ეს იყო ზღაპრული თანხა დიდი დეპრესიის დროს. გაზეთებმა ბარბარა მფლანგველობაში დაადანაშაულეს. პრესის ყურადღებისგან დაღლილი გოგონა ევროპაში გაიქცა.

პრინცი საქართველოდან

ბარბარას სიყვარულის ძიება მისი პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ამ გზას 7-ჯერ გაივლიდა. მილიონერის პირველი ქმარი იყო თვითმარქვია ქართველი თავადი ალექსის მდივანი. მან ყველას უთხრა, რომ არისტოკრატი იყო და იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო. როდესაც ბარბარა გაიცნო, ჯერ კიდევ ოფიციალურად დაქორწინებული იყო. მაგრამ ალექსი დამ აიძულა, რომ ცოლს გაშორებოდა, რადგან მდიდარი სარძლოს გაშვება არ უნდოდა.

მდივანისა და ჰატონის შეხვედრა სწორედ მისმა დამ მოაწყო. როცა მდივანმა გულუბრყვილო მილიონერი აცდუნა, მომავალმა მულმა ისე მოაწყო, რომ ქალს დაემუქრა, მდივანის ცოლი თუ არ გახდებოდა, ამას პრესაში სკანდალი მოჰყვებოდა. ბარბარას ჟურნალისტების ეშინოდა, ამიტომ დათანხმდა. მამა უკმაყოფილო იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გოგონამ მზითვად კიდევ 1 მილიონი მიიღო.

ბარბარა და ალექსი მდივანი

ქორწინება 2 წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ფსევდო-უფლისწულმა ცოლის მზითვი სრულად დახარჯა. იყიდა სახლი, შეიძინა ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმები და სამკაულები. ბარბარამ ქმარს განქორწინება მოსთხოვა, რისთვისაც მდივანმა კომპენსაცია მოითხოვა და ყოფილ ცოლს ორი მილიონი გამოსძალა. ერთ დღეში ქალი მეორედ გათხოვდა.

გრაფი დანიიდან

როგორც ჩანს, ბარბარას მხოლოდ მდიდარი გოგონას იმიჯი არ მოსწონდა და სურდა არისტოკრატი გამხდარიყო. ამიტომ მეორე ქმარი ცისფერი სისხლით აირჩია. დანიელ გრაფ ჰაინრიხ ებერჰარდ ფონ ჰარდენბერგთან ქორწინება ყველაზე უბედური აღმოჩნდა. თუმცა ის ერთადერთი კაცია, ვისთანაც შვილი გააჩინა. გრაფი ცოლს სასტიკად სცემდა. ერთხელ ძლიერი ცემისას ქალი საავადმყოფოში მოხვდა და ქმარი დაიჭირეს.

ცნობილია, რომ სწორედ ამ ქორწინების დროს დაიწყო ბარბარას კვებითი აშლილობა, კერძოდ ანორექსია. სწორედ ამის გამო ვერ შეძლო მეორედ დაორსულება.

გრაფი მუდმივად ეუბნებოდა, რომ მსუქანი იყო და წონაში დაკლება სჭირდებოდა. წყვილი ქორწილიდან 3 წლის შემდეგ დაშორდა. მაგრამ მათი ამბავი ამით არ დასრულებულა: ყოფილმა მეუღლეებმა დაიწყეს ბრძოლა შვილის მეურვეობისთვის, სასამართლო პროცესები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ გრაფმა 1,5 მილიონი დოლარი კომპენსაცია მიიღო.

კერი გრანტი

მდიდარი მემკვიდრის მესამე ქმარი იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასურველი მსახიობი - კერი გრანტი. სინამდვილეში, 7-ვე ქმრიდან ყველაზე მეტად სწორედ კერი გრანტს უყვარდა და ზრუნავდა ბარბარაზე, ის გამუდმებით მხარს უჭერდა მას, აშორებდა ადამიანებს, რომლებსაც მისგან სარგებელი სურდათ. სამწუხაროდ, მათი ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელებულა. 3 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.

კერი გრანტმა დაამტკიცა, რომ ის იყო ნამდვილი მამაკაცი და ჯენტლმენი და არც ერთი ცენტი არ მოუთხოვია ბარბარასთვის. განქორწინების შემდეგ ჰატონმა განაცხადა, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მან პირობა დაარღვია.

რუსი პრინცი

ბარბარამ მეოთხე ქმარი ავტორბოლაზე გაიცნო. პრინცი იგორ ტრუბეცკოი, რუსი ემიგრანტი. 1948 წელს ისინი დაქორწინდნენ, უცნობი ღარიბი მრბოლელი მოულოდნელად გახდა ცნობილი სპორტსმენი: ცოლის ფულით მან საუკეთესო მანქანები იყიდა და მუდმივად იმარჯვებდა შეჯიბრებებში. ის ცოლის ფულს მიზნის მისაღწევად იყენებდა, მაგრამ კარგი ქმარი იყო. ბარბარას ვაჟისთვის საუკეთესო მამინაცვალი გახდა, მოზარდისთვის ის ნამდვილი კერპი იყო. ლენსი, ბარბარას ვაჟი, საბოლოოდ, იგორის მსგავსად, საკმაოდ წარმატებული მრბოლერი გახდა.

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ტრუბეცკოიმ მიიღო, რის შემდეგაც ჰეტონმა თვითმკვლელობა სცადა. სწორედ მაშინ დაარქვა პრესამ შეურაცხმყოფელი მეტსახელი "საბრალო პატარა მდიდარი გოგონა".

დომინიკელი დიპლომატი

პორფირიო რუბიროსი, დომინიკელი დიპლომატი, ბარბარას მეხუთე ქმარი გახდა. ის ასევე ავტორბოლაზე გაიცნო.

ეს იყო ძალიან მოკლე ქორწინება, რომელიც 54 დღის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა რუბიროსამ ყოველი დღე სრულად გამოიყენა: მდიდარი მეუღლის ფულით იყიდა სტადიონი, რამდენიმე კერძო თვითმფრინავი და ჯიშიანი ცხენების თავლა.

შემდეგ კი ქმარი სასამართლოში გაიქცა და განაცხადა, რომ ცოლი მას ღალატობდა, რის გამოც, განქორწინება მოითხოვა.

ჰატონმა, რომელიც ყველაფრით დაღლილი იყო, განაცხადა, რომ 2 მილიონ დოლარს გაიხდიდა, თუ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. მას სურდა კიდევ ერთი მათხოვარი მალე მოეშორებინა თავიდან.

ჩოგბურთელი გერმანიიდან

ბარბარას მეექვსე ქმარი, გოტფრიდ ფონ კრამი, მილიონერის ძველი მეგობარი იყო. ისინი 30-იანი წლებიდან მეგობრობდნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გამოუვიდა, რადგან მაშინ ქალს სხვა მამაკაცები აინტერესებდა. 18 წლის შემდეგ ძველი მეგობრები დაქორწინდნენ. ისინი სხვადასხვა ქვეყანებში ცხოვრობდნენ. ქმარი ამტკიცებდა, რომ შეერთებულ შტატებში ვერ ჩავიდა, რადგან ვიზა ვერ აიღო. სინამდვილეში, ის საერთოდ არ ცდილობდა წასვლას და რეალურად დროს საყვარლებთან ატარებდა. ბარბარა კი ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა გაიტაცა.

2 წლის შემდეგ ქორწინება დასრულდა. დიდი ხნის მეგობარმა სასამართლოში იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ 600 000 დოლარი მიიღო.

პრინცი ლაოსიდან

ბარბარას მეშვიდე და ბოლო ქმარი კიდევ ერთი არისტოკრატი, სახელად პიერ რაიმონდ დოანი გახდა. მათი ქორწინება ასევე დიდხანს არ გაგრძელებულა. ორი წლის შემდეგ პრინცმაც მოითხოვა კომპენსაცია. როდესაც ფული მიიღო, ის სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან.

სევდიანი დასასრული

ბარბარას ყოველთვის უყვარდა მდიდრულად ცხოვრება, სხვანაირად არ შეეძლო. მან არ იცოდა ფულის ღირებულება, რადგან თავად არასოდეს გამოიმუშავებდა მას, ამიტომ ადვილად იშორებდა მას. ჰატონი ძალიან გულუხვი იყო და სიცოცხლის ბოლოს გაირკვა, რომ ბარბარა ქმრებთან ერთად მილიონებს კარგავდა. ასევე ყიდულობდა ძვირადღირებულ სამკაულებს, სამოსს, ჩინურ ფაიფურს და ანტიკვარიატს. და რაღაც მომენტში ის პრაქტიკულად უფულოდ დარჩა, ამიტომ ფასიანი ქაღალდებიც გაყიდა.

1972 წელს ტრაგედია მოხდა: მისი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რამაც ქალის ემოციური მდგომარეობა სამუდამოდ შეარყია და უცნაური რაღაცების კეთება დაიწყო. მაგალითად, მან ამერიკის მთავრობას შესწირა თავისი სახლი რეჯენტ პარკში.

ჰატონმა სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესის სასტუმრო ბევერლი უილშირში გაატარა. 1979 წლის გაზაფხულზე კი გულის შეტევა დაემართა, რამაც მისი სიცოცხლე შეიწირა. ის 66 წლის იყო.