სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს
"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლია. რუს­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მას არა­ერ­თი მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­ფიქ­რეს, რო­გო­რე­ბი­ცაა: "აღ­მო­სავ­ლუ­რი მუ­სი­კის მეფე", "მთე­ბის რა­ინ­დი". ის არას­დროს მა­ლავ­და, რომ ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა მისი გუ­ლის სა­მუ­და­მოდ მო­გე­ბა - ეს ირი­ნა პატ­ლა­ხია, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ის მის­თვის სა­ი­მე­დო მხარ­და­ჭე­რი და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გახ­და, ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი მის სი­ახ­ლო­ვეს რჩე­ბო­და. 2024 წლის 29 ივ­ნისს პავ­ლი­აშ­ვილს 60 წელი შე­უს­რულ­და და მან უკვე შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი.

მე­ვი­ო­ლი­ნე­დან ვო­კა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლამ­დე

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი 1964 წლის 29 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ექ­ვსი წლის ასაკ­ში ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა შე­ის­წავ­ლა და სწრა­ფად მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. ის თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებ­თან სწავ­ლობ­და. გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო და გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჯარ­ში წა­ვი­და, სა­დაც ესტრა­დით და­ინ­ტე­რეს­და. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ვი­ო­ლი­ნო დადო და სიმ­ღე­რა და­ი­წყო. გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მის კა­რი­ე­რა­ში 1988 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე გახ­და, სა­დაც ქა­ლაქ კალ­გა­რი­ში, სცე­ნა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „სუ­ლი­კო“ შე­ას­რუ­ლა, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია 50 000-იან აუ­დი­ტო­რი­ა­ში. მისი ავ­ტოგ­რა­ფის­თვის ასო­ბით ადა­მი­ა­ნი რიგ­ში იდგა.

1989 წელს პავ­ლი­აშ­ვილ­მა იურ­მა­ლა­ში, „ახალ ტალ­ღა­ზე“ გრან პრი მო­ი­გო. ამის შემ­დეგ კი ხელი მო­ა­წე­რა რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქტს და და­ი­წყო გას­ტრო­ლე­ბი დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა სოლო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, 1993 წელს კი გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს პავ­ლი­აშ­ვი­ლი სულ უფრო ხში­რად გა­მო­დი­ო­და რუ­სეთ­ში და სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მე­ქალ­თა­ნე­ო­ბი­სა და გულ­თამ­პყრო­ბე­ლის რე­პუ­ტა­ცია აქვს, ერთხელ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ათა­სამ­დე ქალი ჰყავ­და. ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ცოლი ნინო უჩა­ნე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­იც­ნო. ნი­ნომ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი სი­კე­თით, ემო­ცი­უ­რო­ბით, ინ­ტე­ლექ­ტი­თა და იუ­მო­რის გრძნო­ბით გა­ა­ო­ცა. ჯარ­ში ყოფ­ნი­სას ისი­ნი ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს წერ­დნენ, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ქორ­წინ­დნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნათ.

მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა შე­არ­ყია, შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, ნინო კი სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩა ავად­მყო­ფი დე­დის მო­სავ­ლე­ლად. მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლის მო­ტყუ­ე­ბა და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ნა­ნობ­და იმ ტკი­ვილს, რაც ქალს მი­ა­ყე­ნა. 90-იან წლებ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ირი­ნა პო­ნა­როვ­სკა­ი­ას შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი ჩა­წე­რა. მარ­თა­ლია, სოსო მომ­ღე­რალ­თან რო­მანს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რებ­და, მაგ­რამ მის მი­მართ სიყ­ვა­რულს არ მა­ლავ­და.

რო­დე­საც ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვილს 15 წელი შე­უს­რულ­და, მშობ­ლებ­მა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ ვერ გა­უძ­ლო დის­ტან­ცი­ას. პავ­ლი­აშ­ვილ­მა შვი­ლი მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბიჭ­მა სუ­ვო­რო­ვის სამ­ხედ­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ლე­ვანს სიმ­ღე­რა სურ­და, მაგ­რამ სოსო თა­ვი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. დღეს ის სცე­ნა­ზე მა­მას­თან ერ­თად გა­მო­დის და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს მე­ნე­ჯე­რად მა­მა­მი­სის კუთ­ვნილ რეს­ტო­რან­ში.

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­მაც ის ეპი­ლეფ­სი­ის­გან გან­კურ­ნა

პავ­ლი­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამ­ქვეყ­ნად შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. 1996 წელს თბი­ლის­ში სა­ში­ნელ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მისი მე­გო­ბა­რი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ჭეს­თან იჯდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სო­სომ თავი და­არ­ტყა, გო­ნე­ბა და­კარ­გა და როცა გონს მო­ვი­და, გა­ი­გო: "სოსო მოკ­ლეს“.

ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჭრი­ლო­ბე­ბი გა­უ­კე­რეს, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მომ­ღე­რალ­მა მძი­მე ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ პოსტტრავ­მუ­ლი ეპი­ლეფ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ყო­ველ ღამე ეწყე­ბო­და კრუნ­ჩხვე­ბი და მე­ო­რე დი­ლით მომ­ხდარს ვერ იხ­სე­ნებ­და.

მა­შინ პავ­ლი­აშ­ვი­ლი კონ­ცერ­ტებ­ზე ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­მო­დი­ო­და. მე­გობ­რე­ბის­გან ბინა იქი­რა­ვა და ხში­რად მარ­ტო რჩე­ბო­და, ოჯა­ხის­გან, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან შორს. მას ეგო­ნა, რომ კვდე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექი­მებ­მა ტრე­პა­ნა­ცია შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ სო­სომ ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი თქვა.

მისი თქმით, გა­დარ­ჩე­ნა­ში მისი პი­რა­დი „მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი“, ირი­ნა პატ­ლა­ხი და­ეხ­მა­რა. სოსო მას ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში შეხ­ვდა, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და. იმ დროს გო­გო­ნა 16 წლის იყო და ასა­კობ­რივ­მა სხვა­ო­ბამ თა­ვი­დან მომ­ღე­რა­ლი და­აბ­ნია. ის დიდ­ხანს ვერ ბე­დავ­და ირი­ნას მი­მართ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. მათი პლა­ტო­ნუ­რი რო­მა­ნი ირი­ნას ზრდას­რულ ასა­კამ­დე გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო.

სო­სოს სჯე­რა, რომ ირი­ნა ღმერ­თმა გა­მო­უგ­ზავ­ნა. ქალ­მა 2004 წელს ლიზა გა­ა­ჩი­ნა და მომ­ღერ­ლის შე­ტე­ვე­ბი დას­რულ­და. ის მუდ­მი­ვად მად­ლო­ბას უხ­დის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს იმ უზარ­მა­ზა­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც მან გა­უ­წია. 2008 წელს მომ­ღე­რალს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი სან­დრა შე­ე­ძი­ნა.

სოსო და ირი­ნა 17 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში, 2014 წელს კი მომ­ღე­რალ­მა მას სცე­ნი­დან და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ 2020 წლის ბო­ლოს იქორ­წი­ნეს.

ან­დერ­ძი 60 წლის იუ­ბი­ლე­ზე

ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი, სა­დაც თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ნა­თე­სა­ვებს და­უ­რი­გა. ან­დერ­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მან 60 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­ში გა­ამ­ხი­ლა.

გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ირი­ნა პატ­ლახ­მა თქვა, რომ ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მი­ი­ღებს თა­ვის წილს: ის, ბავ­შვე­ბი და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი. ამ­რი­გად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პატ­ლა­ხი არ გრძნობს რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას.

თუმ­ცა, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავს ახალ­გაზ­რდად თვლის. "60 წლის ასაკ­ში უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, უსა­ზღვროდ ძლი­ე­რი და უსა­ზღვროდ ახალ­გაზ­რდა, რად­გან ვი­ღა­ცას ვჭირ­დე­ბი. როცა ვინ­მეს სჭირ­დე­ბი, ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდა ხარ“, - წერს პავ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს

"თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია" - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს

სოსო პავლიაშვილი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის მომღერალია. რუსმა თაყვანისმცემლებმა მას არაერთი მეტსახელი მოუფიქრეს, როგორებიცაა: "აღმოსავლური მუსიკის მეფე", "მთების რაინდი". ის არასდროს მალავდა, რომ ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მოახერხა მისი გულის სამუდამოდ მოგება - ეს ირინა პატლახია, - წერს რუსული მედია. ის მისთვის საიმედო მხარდაჭერი და მფარველი ანგელოზი გახდა, ყველაზე რთულ დროსაც კი მის სიახლოვეს რჩებოდა. 2024 წლის 29 ივნისს პავლიაშვილს 60 წელი შეუსრულდა და მან უკვე შეადგინა ანდერძი.

მევიოლინედან ვოკალის შემსრულებლამდე

სოსო პავლიაშვილი 1964 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრა შეისწავლა და სწრაფად მიაღწია წარმატებას. ის თბილისის კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა და საქართველოს საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა. გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურსდამთავრებული კონსერვატორიის ისტორიაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ პავლიაშვილი ჯარში წავიდა, სადაც ესტრადით დაინტერესდა. დასრულების შემდეგ კი ვიოლინო დადო და სიმღერა დაიწყო. გარდამტეხი მომენტი მის კარიერაში 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გახდა, სადაც ქალაქ კალგარიში, სცენაზე ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა, რომელმაც ნამდვილი სენსაცია გამოიწვია 50 000-იან აუდიტორიაში. მისი ავტოგრაფისთვის ასობით ადამიანი რიგში იდგა.

1989 წელს პავლიაშვილმა იურმალაში, „ახალ ტალღაზე“ გრან პრი მოიგო. ამის შემდეგ კი ხელი მოაწერა რამდენიმე კონტრაქტს და დაიწყო გასტროლები დსთ-ს ქვეყნებში. პარალელურად ჩაწერა სოლო კომპოზიციები, 1993 წელს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი, რომელმაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 90-იანი წლების ბოლოს პავლიაშვილი სულ უფრო ხშირად გამოდიოდა რუსეთში და საბოლოოდ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

პირველი ქორწინება

სოსო პავლიაშვილს მექალთანეობისა და გულთამპყრობელის რეპუტაცია აქვს, ერთხელ მედიასთან განაცხადა, რომ ათასამდე ქალი ჰყავდა. ცნობილი მომღერლის პირველი ცოლი ნინო უჩანეიშვილი გახლდათ, რომელიც კონსერვატორიაში გაიცნო. ნინომ მომავალი ქმარი სიკეთით, ემოციურობით, ინტელექტითა და იუმორის გრძნობით გააოცა. ჯარში ყოფნისას ისინი ერთმანეთს წერილებს წერდნენ, დაბრუნების შემდეგ კი დაქორწინდნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი ლევანი შეეძინათ.

მათი ბედნიერება საქართველოში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა შეარყია, შემდეგ პავლიაშვილი მოსკოვში გაემგზავრა, ნინო კი სამშობლოში დარჩა ავადმყოფი დედის მოსავლელად. მოსკოვში მცხოვრებმა მომღერალმა მეუღლის მოტყუება დაიწყო, მოგვიანებით ძალიან ნანობდა იმ ტკივილს, რაც ქალს მიაყენა. 90-იან წლებში დაქორწინებული მუსიკოსი ირინა პონაროვსკაიას შეხვდა, რომელთანაც რამდენიმე დუეტი ჩაწერა. მართალია, სოსო მომღერალთან რომანს ოფიციალურად არ ადასტურებდა, მაგრამ მის მიმართ სიყვარულს არ მალავდა.

როდესაც ლევან პავლიაშვილს 15 წელი შეუსრულდა, მშობლებმა დაშორება გადაწყვიტეს. მათმა ურთიერთობამ ვერ გაუძლო დისტანციას. პავლიაშვილმა შვილი მოსკოვში წაიყვანა, სადაც ბიჭმა სუვოროვის სამხედრო სკოლა დაამთავრა. ლევანს სიმღერა სურდა, მაგრამ სოსო თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დღეს ის სცენაზე მამასთან ერთად გამოდის და წარმატებით მუშაობს მენეჯერად მამამისის კუთვნილ რესტორანში.

მფარველი ანგელოზი, რომელმაც ის ეპილეფსიისგან განკურნა

პავლიაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. 1996 წელს თბილისში საშინელ ავარიაში მოყვა. მისი მეგობარი ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან იჯდა. შემთხვევის შედეგად სოსომ თავი დაარტყა, გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა, გაიგო: "სოსო მოკლეს“.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჭრილობები გაუკერეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემები არ დასრულებულა. მომღერალმა მძიმე ტვინის შერყევა მიიღო, რამაც საბოლოოდ პოსტტრავმული ეპილეფსიის განვითარება გამოიწვია. მას ყოველ ღამე ეწყებოდა კრუნჩხვები და მეორე დილით მომხდარს ვერ იხსენებდა.

მაშინ პავლიაშვილი კონცერტებზე ფიზიკურად ვერ გამოდიოდა. მეგობრებისგან ბინა იქირავა და ხშირად მარტო რჩებოდა, ოჯახისგან, ახლობლებისა და მეგობრებისგან შორს. მას ეგონა, რომ კვდებოდა. მოგვიანებით ექიმებმა ტრეპანაცია შესთავაზეს, მაგრამ სოსომ ოპერაციაზე უარი თქვა.

მისი თქმით, გადარჩენაში მისი პირადი „მფარველი ანგელოზი“, ირინა პატლახი დაეხმარა. სოსო მას ხმის ჩამწერ სტუდიაში შეხვდა, სადაც სამუშაოდ მივიდა. იმ დროს გოგონა 16 წლის იყო და ასაკობრივმა სხვაობამ თავიდან მომღერალი დააბნია. ის დიდხანს ვერ ბედავდა ირინას მიმართ გრძნობების გამოხატვას. მათი პლატონური რომანი ირინას ზრდასრულ ასაკამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც სერიოზული ურთიერთობა დაიწყო.

სოსოს სჯერა, რომ ირინა ღმერთმა გამოუგზავნა. ქალმა 2004 წელს ლიზა გააჩინა და მომღერლის შეტევები დასრულდა. ის მუდმივად მადლობას უხდის საყვარელ ადამიანს იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გაუწია. 2008 წელს მომღერალს მეორე ქალიშვილი სანდრა შეეძინა.

სოსო და ირინა 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ სამოქალაქო ქორწინებაში, 2014 წელს კი მომღერალმა მას სცენიდან დაქორწინება შესთავაზა. თუმცა საბოლოოდ 2020 წლის ბოლოს იქორწინეს.

ანდერძი 60 წლის იუბილეზე

ცნობილმა მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ მან შეადგინა ანდერძი, სადაც თავისი ქონება ნათესავებს დაურიგა. ანდერძის შესახებ ინფორმაცია მან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გადაცემაში გაამხილა.

გადაცემის მსვლელობისას ირინა პატლახმა თქვა, რომ ოჯახის თითოეული წევრი მიიღებს თავის წილს: ის, ბავშვები და უახლოესი ნათესავები. ამრიგად, ოფიციალური ქორწინების არარსებობის მიუხედავად, პატლახი არ გრძნობს რაიმე დისკომფორტს და გაურკვევლობას.

თუმცა, სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ თავს ახალგაზრდად თვლის. "60 წლის ასაკში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, უსაზღვროდ ძლიერი და უსაზღვროდ ახალგაზრდა, რადგან ვიღაცას ვჭირდები. როცა ვინმეს სჭირდები, ყოველთვის ახალგაზრდა ხარ“, - წერს პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.