წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტსაბჭოს სხდომა ყრილობის მოწვევად და ნაყოფიას ახალი პოზიცია - კიდევ ვინ შეიძლება შეუერთდეს "ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო ერთობას?
პოლიტსაბჭოს სხდომა ყრილობის მოწვევად და ნაყოფიას ახალი პოზიცია - კიდევ ვინ შეიძლება შეუერთდეს "ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო ერთობას?

პო­ლიტ­საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ყრი­ლო­ბის მოწ­ვე­ვას, სა­დაც უნდა ავირ­ჩი­ოთ ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­დაც პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ტი­ას წარ­მო­უდ­გი­ნა კობა ნა­ყო­ფია - პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ დროს ყო­ველ­თვის იყო “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სი­ა­ში, - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მისი თქმით, პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იყო "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი პარტნი­ო­რის და­მა­ტე­ბის სა­კი­თხი.

"პო­ლიტ­საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი. ერთი ეხე­ბა "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­ფარ­თო­ე­ბას და კო­ა­ლი­ცი­უ­რი პარტნი­ო­რის და­მა­ტე­ბას ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბა­ში, ხოლო მე­ო­რე ეხე­ბა ყრი­ლო­ბის მოწ­ვე­ვას, სა­დაც უნდა ავირ­ჩი­ოთ ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­დაც პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ტი­ას წარ­მო­უდ­გი­ნა კობა ნა­ყო­ფია - პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ დროს ყო­ველ­თვის იყო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სი­ა­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბა. ჩვენ ორი­ვე სა­კი­თხი დღე­ვან­დელ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე და­ვამ­ტკი­ცეთ, ხოლო უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­ზეც ყრი­ლო­ბა მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ორი­ვე სა­კი­თხზე", - აღ­ნიშ­ნა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

"კობა ნა­ყო­ფია პარ­ტი­ა­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, რად­გან ის არც წა­სუ­ლა. რჩე­ბო­და რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რად, ისე ფრაქ­ცი­ის წევ­რად", - ამის შე­სა­ხებ კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბეჟაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია კობა ნა­ყო­ფი­ა­სათ­ვის ახა­ლი პო­ზი­ცი­ის შექ­მნა­ზე წეს­დე­ბით და პარ­ტი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც მას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­სი რე­სურ­სი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ერ­თი­ა­ნო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ა­ლი­ცია აგ­რძე­ლებს სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­თან და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი დაკ­ვე­თის აღ­სრუ­ლე­ბა, მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ ხალ­ხმა გა­ი­მარ­ჯვოს ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ამ მიზ­ნით ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც”, სხვა პარ­ტი­ებ­თან, სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან და ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა სა­ბო­ლო­ოდ დიდი ერ­თი­ა­ნო­ბის შექ­მნამ­დე. ბუ­ნებ­რი­ვია, ხვალ იქ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა და პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გაჟ­ღერ­დე­ბა ის კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ხარ­ჯზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­თან და, მათ შო­რის, "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან” და­კავ­ში­რე­ბით, ხვალ გაჟ­ღერ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ეტაპ­ზე გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მა­ნამ­დეც, ეს პრო­ცე­სი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან, ცალ­კე­ულ ლი­დე­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ამი­ტომ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და კი­დევ უფრო დიდ მას­შტაბს მი­ი­ღებს.

უნდა და­ვა­ზუს­ტოთ, რომ კობა ნა­ყო­ფია პარ­ტი­ა­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, იმი­ტომ რომ კობა ნა­ყო­ფია პარ­ტი­ი­დან არც წა­სუ­ლა. ის რჩე­ბო­და რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რად, ისე ფრაქ­ცი­ის წევ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი არის კობა ნა­ყო­ფი­ა­სათ­ვის ახა­ლი პო­ზი­ცი­ის შექ­მნა წეს­დე­ბით და პარ­ტი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც მას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­სი რე­სურ­სი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ი­ყე­ნოს. ის იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ერთ-ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს პარ­ტი­ა­ში ახა­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის და პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის სურ­ვი­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის პლატ­ფორ­მის შექ­მნას. ამ მხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ის აწარ­მო­ებს და კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­საც და­ნიშ­ნავს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბით და ეს პო­ზი­ცია წეს­დე­ბა­ში იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი. პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცებს ამ წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს და მის არ­ჩე­ვა­საც მო­ახ­დენს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პოლიტსაბჭოს სხდომა ყრილობის მოწვევად და ნაყოფიას ახალი პოზიცია - კიდევ ვინ შეიძლება შეუერთდეს "ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო ერთობას?

პოლიტსაბჭოს სხდომა ყრილობის მოწვევად და ნაყოფიას ახალი პოზიცია - კიდევ ვინ შეიძლება შეუერთდეს "ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო ერთობას?

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე ასევე განხილული იყო "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებისა და კოალიციური პარტნიორის დამატების საკითხი.

"პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი ეხება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე", - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

"კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად", - ამის შესახებ კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, საუბარია კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნაზე წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს.

"ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისათვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "ევროპულ საქართველოსთანაც”, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. ბუნებრივია, ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და, მათ შორის, "ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით, ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, იმიტომ რომ კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნა წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.