მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აიძულა ნენსი პელოსიმ ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა? - "ულტიმატუმი, რომელმაც 50-წლიანი მეგობრობა დააზიანა"
როგორ აიძულა ნენსი პელოსიმ ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა? - "ულტიმატუმი, რომელმაც 50-წლიანი მეგობრობა დააზიანა"

ზუს­ტი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნა გა­მო­იწ­ვია, კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხა­რე გან­ხილ­ვე­ბის თემა იყო.

  • მას შემ­დეგ, რაც ბა­ი­დენ­მა 21 ივ­ნისს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ Twitter-ზე ციფ­რუ­ლად ხელ­მო­წე­რი­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თეთ­რი სახ­ლის პო­ზი­ცია ნა­თე­ლი იყო: "პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლა არ მო­უხ­დე­ნი­ათ. ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო".

თუმ­ცა, Daily Mail-ის ინ­სა­ი­დე­რებ­მა პრე­ზი­დენ­ტის უქ­მე­ე­ბი აღ­წე­რეს - რო­დე­საც მას ახ­ლა­ხან და­უდ­გინ­და კო­ვი­დი და მე­უღ­ლე ჯილ­თან და რამ­დე­ნი­მე სან­დო თა­ნა­შემ­წეს­თან ერ­თად ბა­ი­დე­ნე­ბის ოჯა­ხურ სახ­ლში, დე­ლა­ვე­რის შტატ­ში იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ბა­ი­დენ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ცე­ბის ფონ­ზე, რომ კენ­ჭს კვლავ იყ­რი­და, რა­ღაც "შე­იც­ვა­ლა". პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის უახ­ლო­ეს მრჩევ­ლებს სთხო­ვა, წე­რი­ლის შედ­გე­ნა და­ე­წყოთ. უცებ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა.

ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თა­ლია. მაგ­რამ ამ ინ­სა­ი­დე­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­მორ­ჩე­ნი­ათ, რო­მე­ლიც ხსნის, თუ რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ბა­ი­დე­ნის აზრი ასე სწრა­ფად და რო­მე­ლიც Mail-მა ახლა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

  • რო­დე­საც ბა­ი­დე­ნი იმ შა­ბათს კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძო­და, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის ყო­ფილ­მა სპი­კერ­მა, ნენ­სი პე­ლო­სიმ პრე­ზი­დენტს გა­და­უ­დე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა: იგი მზად იყო, სა­ჯა­როდ გა­მო­ეთ­ქვა თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბა­ი­დენს ნო­ემ­ბერ­ში დო­ნალდ ტრამ­პის და­მარ­ცხე­ბა არ შე­ეძ­ლო.

ულ­ტი­მა­ტუ­მი ნა­თე­ლი იყო: “გა­მო­ე­თი­შე ახლა”, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პე­ლო­სი თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მო­კავ­ში­რეს და 50 წელ­ზე მეტი ხნის მე­გო­ბარს გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე გა­აკ­რი­ტი­კებ­და.

ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე ოთხმა წყა­რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ­სე­ბობ­და, ერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ კი თქვა, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, რომ­ლის დრო­საც პე­ლო­სიმ ბა­ი­დენს უთხრა, რომ იგი თა­ვი­სი აზ­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად რე­ი­ტინ­გე­ბის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მისი მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყო წე­რი­ლის შედ­გე­ნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შე­სა­ხებ.

პე­ლო­სის ოფის­მაც და თეთრმა სახ­ლმაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყვეს, რომ მათ ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს.

ეს სენ­სა­ცი­უ­რი ახა­ლი ამ­ბა­ვი იმის ფონ­ზე გავ­რცელ­და, რომ პე­ლო­სი­სა და ბა­ი­დე­ნის სა­ჯა­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, სულ უფრო და უფრო სე­რი­ო­ზულ ფორ­მებს იღებს.

პე­ლო­სიმ თა­ვი­სი ახა­ლი მე­მუ­ა­რე­ბი გა­მოს­ცა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ინ­ტერ­ვი­უ­ებს ატა­რებს და ცდი­ლობს, პრე­ზი­დენ­ტთან მისი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვებს თავი აა­რი­დოს.

4 აგ­ვის­ტოს, CBS-ის წამ­ყვან­მა, ლეს­ლი შტალ­მა ყო­ფილ სპი­კერს კი­თხვე­ბი და­უს­ვა:

"ბევ­რს წერ­დნენ იმა­ზე, რომ თქვენ ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ის ლი­დე­რი იყა­ვით (რათა ბა­ი­დე­ნი გვერ­დზე გად­გო­მა­ში და­გერ­წმუ­ნე­ბი­ნათ)?" - ჰკი­თხა შტალ­მა.

  • "არა, არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლის ლი­დე­რი არ ვი­ყა­ვი", - უპა­სუ­ხა პე­ლო­სიმ, - "მო­დით, ვთქვათ ის, რაც არ გა­მი­კე­თე­ბია: არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის არ და­მი­რე­კავს".

გა­სულ კვი­რას, New Yorker-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, პე­ლო­სიმ აღი­ა­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტთან გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გამო უძი­ლო­ბა დას­ჩემ­და და "ლო­ცუ­ლობ­და", მათი მე­გობ­რო­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

"მან იცის, რომ მიყ­ვარს," - უთხრა მან CNN-ს გა­სულ ხუთ­შა­ბათს.

თა­ვის მხრივ, ბა­ი­დე­ნი კვლავ გაბ­რა­ზე­ბუ­ლია იმის გამო, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი.

"ის უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო იმით, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც მას მო­უ­წო­დებ­დნენ, კან­დი­და­ტუ­რა მო­ეხ­სნა, მაგ­რამ ამა­ზე ბევრ ფიქ­რში დროს არ ატა­რებს", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა წყა­რომ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ აიძულა ნენსი პელოსიმ ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა? - "ულტიმატუმი, რომელმაც 50-წლიანი მეგობრობა დააზიანა"

როგორ აიძულა ნენსი პელოსიმ ბაიდენი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა? - "ულტიმატუმი, რომელმაც 50-წლიანი მეგობრობა დააზიანა"

ზუსტი გარემოებები, რომლებმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნა გამოიწვია, კვირების განმავლობაში ცხარე განხილვების თემა იყო.

  • მას შემდეგ, რაც ბაიდენმა 21 ივნისს თავისი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ზე ციფრულად ხელმოწერილი წერილი გამოაქვეყნა, თეთრი სახლის პოზიცია ნათელი იყო: "პრეზიდენტზე ზეწოლა არ მოუხდენიათ. ეს მისი არჩევანი იყო".

თუმცა, Daily Mail-ის ინსაიდერებმა პრეზიდენტის უქმეები აღწერეს - როდესაც მას ახლახან დაუდგინდა კოვიდი და მეუღლე ჯილთან და რამდენიმე სანდო თანაშემწესთან ერთად ბაიდენების ოჯახურ სახლში, დელავერის შტატში იზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც ბაიდენთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, კვირების განმავლობაში მტკიცების ფონზე, რომ კენჭს კვლავ იყრიდა, რაღაც "შეიცვალა". პრეზიდენტმა თავის უახლოეს მრჩევლებს სთხოვა, წერილის შედგენა დაეწყოთ. უცებ ყველაფერი დამთავრდა.

ეს შეიძლება მართალია. მაგრამ ამ ინსაიდერებს მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩენიათ, რომელიც ხსნის, თუ რატომ შეიცვალა ბაიდენის აზრი ასე სწრაფად და რომელიც Mail-მა ახლა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

  • როდესაც ბაიდენი იმ შაბათს კოვიდ ინფექციას ებრძოდა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს გადაუდებელი შეტყობინება გაუგზავნა: იგი მზად იყო, საჯაროდ გამოეთქვა თავისი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ბაიდენს ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხება არ შეეძლო.

ულტიმატუმი ნათელი იყო: “გამოეთიშე ახლა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, პელოსი თავის პოლიტიკურ მოკავშირეს და 50 წელზე მეტი ხნის მეგობარს გლობალურ არენაზე გააკრიტიკებდა.

ვითარების შესახებ ინფორმაციის მქონე ოთხმა წყარომ დამოუკიდებლად განაცხადა, რომ ასეთი შეტყობინება არსებობდა, ერთმა განსაკუთრებით კარგად ინფორმირებულმა წყარომ კი თქვა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პელოსიმ ბაიდენს უთხრა, რომ იგი თავისი აზრის გასამყარებლად რეიტინგების გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა იმდენად ძლიერი იყო, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო წერილის შედგენა თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

პელოსის ოფისმაც და თეთრმა სახლმაც ოფიციალურად უარყვეს, რომ მათ ტელეფონით ისაუბრეს.

ეს სენსაციური ახალი ამბავი იმის ფონზე გავრცელდა, რომ პელოსისა და ბაიდენის საჯარო დაპირისპირება, სულ უფრო და უფრო სერიოზულ ფორმებს იღებს.

პელოსიმ თავისი ახალი მემუარები გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ინტერვიუებს ატარებს და ცდილობს, პრეზიდენტთან მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ კითხვებს თავი აარიდოს.

4 აგვისტოს, CBS-ის წამყვანმა, ლესლი შტალმა ყოფილ სპიკერს კითხვები დაუსვა:

"ბევრს წერდნენ იმაზე, რომ თქვენ ზეწოლის კამპანიის ლიდერი იყავით (რათა ბაიდენი გვერდზე გადგომაში დაგერწმუნებინათ)?" - ჰკითხა შტალმა.

  • "არა, არანაირი ზეწოლის ლიდერი არ ვიყავი", - უპასუხა პელოსიმ, - "მოდით, ვთქვათ ის, რაც არ გამიკეთებია: არცერთი ადამიანისთვის არ დამირეკავს".

გასულ კვირას, New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პელოსიმ აღიარა, რომ პრეზიდენტთან განხეთქილების გამო უძილობა დასჩემდა და "ლოცულობდა", მათი მეგობრობა გადარჩენილიყო.

"მან იცის, რომ მიყვარს," - უთხრა მან CNN-ს გასულ ხუთშაბათს.

თავის მხრივ, ბაიდენი კვლავ გაბრაზებულია იმის გამო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

"ის უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ წარიმართა ყველაფერი, როდესაც მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა, მაგრამ ამაზე ბევრ ფიქრში დროს არ ატარებს", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

წყარო