მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი დინასტიის მემკვიდრე სასამართლოს მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ტაილანდის პრემიერი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მცირე გამოცდილებითა და რთული ამოცანებით
დიდი დინასტიის მემკვიდრე სასამართლოს მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ტაილანდის პრემიერი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მცირე გამოცდილებითა და რთული ამოცანებით

37 წლის პე­ტონგტარნ ში­ნა­ვატ­რა თა­ვი­სი ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რია, რო­მე­ლიც ტა­ი­ლან­დს უდ­გას სა­თა­ვე­ში, თუმ­ცა მას ისე­თი ქვეყ­ნის მარ­თვა უწევს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა მა­მი­მი­სის ეპო­ქის­გან.

პე­ტონგტარნ ში­ნა­ვატ­რა ტა­ი­ლან­დის პო­ლი­ტი­კა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ოჯა­ხი­და­ნაა. მა­მა­მი­სი თაქ­სი­ნი ერთ დროს არ­ჩევ­ნებ­ში და­უ­მარ­ცხებ­ლად ით­ვლე­ბო­და, პე­ტონგტარ­ნი კი ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მარ­თავს.

  • თუმ­ცა, მა­მა­მი­სის პო­პუ­ლა­რო­ბის პი­კის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა და ტა­ი­ლან­დის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მძი­მე ბრძო­ლა მო­უ­წევს.

ში­ნა­ვატ­რას პარ­ტია Pheu Thai გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ხოლო პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი უფრო ახა­ლი პარ­ტია, Move Forward ამომ­რჩე­ველს დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებს დაჰ­პირ­და. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, Pheu Thai-მ სამ­ხედ­რო-რო­ი­ა­ლის­ტურ ის­ტებ­ლიშ­მენ­ტში თა­ვის ყო­ფილ მტრებ­თან სა­კა­მა­თო გა­რი­გე­ბა დადო.

ამ შე­თან­ხმე­ბამ თაქ­სინს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო 15-წლი­ა­ნი დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­საც ის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებ­და, და Move Forward-ი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ეს­რო­ლა. თუმ­ცა, ბევ­რმა ამომ­რჩე­ველ­მა ეს ღა­ლა­ტად აღიქ­ვა; Pheu Thai იმ პარ­ტი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლებ­თან, მათ შო­რის, ფი­გუ­რებ­თან, რომ­ლებ­მაც თაქ­სი­ნის და, იინ­გლუქ ში­ნა­ვატ­რა 2014 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს.

ახლა პე­ტონგტარნს, რო­მელ­საც არას­დროს უმ­სა­ხუ­რია მთავ­რო­ბა­ში, ასე­თი უჩ­ვე­უ­ლო კო­ა­ლი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და პარ­ტი­ის იმი­ჯის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა უწევს.

პე­ტონგტარ­ნის მამა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2001 წელს მო­ვი­და და ჩრდი­ლო­ე­თი­სა და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ერ­თგუ­ლი მიმ­დევ­რე­ბი ისე­თი პო­ლი­ტი­კის შე­თა­ვა­ზე­ბით შე­ი­ძი­ნა, რო­გო­რი­ცაა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯან­დაც­ვა. თუმ­ცა, მას ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბო­და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და სძულ­და ტა­ი­ლან­დის სამ­ხედ­რო ელი­ტას.

პე­ტონგტარ­ნი ბანგკო­კის ჩუ­ლა­ლონგკორ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო, ელი­ტურ კონ­სერ­ვა­ტი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­დე­საც 2006 წელს მა­მი­მი­სის პრე­მი­ე­რო­ბა კრი­ზის­მა მო­იც­ვა და ქვე­ყა­ნა გაყო. ლექ­ცი­ებ­ზე პრო­ფე­სო­რე­ბი მა­მი­მი­სის მი­მართ თა­ვი­ანთ ან­ტი­პა­თი­ას არ მა­ლავ­დნენ. კამ­პუს­ზე სტუ­დენ­ტე­ბი პლა­კა­ტებს თაქ­სი­ნის გა­და­ხა­ზუ­ლი სა­ხით აკ­რავ­დნენ; მისი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, სხვა გზით წა­ეყ­ვა­ნათ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის გვერ­დზე არ ჩა­ევ­ლო.

იმა­ვე წლის 19 სექ­ტემ­ბერს პე­ტონგტარ­ნის დე­დამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი იდგა. სახ­ლში ვერ წა­ვი­დო­და, პირ­და­პირ უსაფრ­თხო ად­გი­ლას უნდა წა­სუ­ლი­ყო; მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე და­სას­წრე­ბად სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იყო. "ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ჯერ კი­დევ ფორ­მა მეც­ვა", - უთხრა პე­ტონგტარნ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტა­ი­ლან­დურ მე­დი­ას.

თაქ­სი­ნის ცო­ლისძმა, სომ­ჩაი ვონგსა­ვა­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 2008 წელს, მოკ­ლე ხნით იყო, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

2014 წელს პე­ტონგტარ­ნის დე­ი­და იინ­გლა­კი ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ა­ყე­ნეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან - და შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებ­მა კვლავ ჩა­იგ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პე­ტონგტარნ­მა სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტი ინ­გლის­ში, სა­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლა, შემ­დეგ ტა­ი­ლან­დში დაბ­რუნ­და, რათა თა­ვი­სი ოჯა­ხის ბიზ­ნეს იმ­პე­რი­ა­ში ემუ­შა­ვა. 2021 წელს ის Pheu Thai-ს მთა­ვარ მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტი­ის სამი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი­დან ერთ-ერთი იყო.

ის Pheu Thai-ს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წინა ხაზ­ზე იდგა, რო­დე­საც პარ­ტია მა­მი­მი­სის ერ­თგულ ამომ­რჩევ­ლებ­ში მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდას ცდი­ლობ­და. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ფეხ­მძი­მედ იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ვერ ახერ­ხებ­და, აქ­ცი­ებ­ზე ვი­დეო კავ­ში­რით ერ­თვე­ბო­და. ბავ­შვი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე გა­ა­ჩი­ნა.

თუმ­ცა, გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­მა ხაზი გა­უს­ვა იმას, თუ რო­გორ შემ­ცირ­და თაქ­სი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა. მძი­მე­წო­ნო­სა­ნი Pheu Thai ახალ­გაზ­რდუ­ლი Move Forward-ის წი­ნა­შე ჩრდილ­ში მო­ექ­ცა, რო­მელ­მაც რე­ფორ­მე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კა­ში დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის ციკ­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბის და­პი­რე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღო.

Pheu Thai-ს გა­რი­გე­ბამ სამ­ხედ­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პარ­ტი­ებ­თან, რა­მაც Move Forward ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ის­რო­ლა, ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­აბ­რა­ზა, მათ შო­რის - თაქ­სი­ნის ზო­გი­ერ­თი ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რიც. პარ­ტი­ის ქმე­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი პიტ­ნის არო­მა­ტი­ა­ნი შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნის ბო­ი­კოტ­ზეც კი, რო­მე­ლიც პე­ტონგტარ­ნის საყ­ვა­რელ დე­სერ­ტად ით­ვლე­ბა.

პე­ტონგტარ­ნი სა­ბო­ლო­ოდ, გა­სულ წელს პარ­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი არ გამ­ხდა­რა. თუმ­ცა, ოთხშა­ბათს მო­უ­ლოდ­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რო­მელ­მაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სრე­ტა თა­ვი­ზინს ეთი­კის დარ­ღვე­ვე­ბის გამო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა, პარ­ტი­ას მცი­რე არ­ჩე­ვა­ნი და­უ­ტო­ვა.

პე­ტონგტარნს მცი­რე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ახლა ტა­ი­ლან­დის მღელ­ვა­რე პო­ლი­ტი­კის მარ­თვა და ქვეყ­ნის და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის აღ­დგე­ნა მო­უ­წევს. და მა­შინ, როცა თაქ­სინ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი ოდეს­ღაც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი ახლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა­გან უნდა ეძე­ბონ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დიდი დინასტიის მემკვიდრე სასამართლოს მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ტაილანდის პრემიერი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მცირე გამოცდილებითა და რთული ამოცანებით

დიდი დინასტიის მემკვიდრე სასამართლოს მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ტაილანდის პრემიერი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მცირე გამოცდილებითა და რთული ამოცანებით

37 წლის პეტონგტარნ შინავატრა თავისი ოჯახის მეოთხე წევრია, რომელიც ტაილანდს უდგას სათავეში, თუმცა მას ისეთი ქვეყნის მართვა უწევს, რომელიც ძალიან განსხვავდება მამიმისის ეპოქისგან.

პეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ოჯახიდანაა. მამამისი თაქსინი ერთ დროს არჩევნებში დაუმარცხებლად ითვლებოდა, პეტონგტარნი კი ოჯახის მეოთხე წევრია, რომელიც ქვეყანას მართავს.

  • თუმცა, მამამისის პოპულარობის პიკის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ტაილანდის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს სავარაუდოდ, თანამდებობაზე ყოფნისას მძიმე ბრძოლა მოუწევს.

შინავატრას პარტია Pheu Thai გასული წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პირველ ადგილზე გასული უფრო ახალი პარტია, Move Forward ამომრჩეველს დემოკრატიულ რეფორმებს დაჰპირდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად, Pheu Thai-მ სამხედრო-როიალისტურ ისტებლიშმენტში თავის ყოფილ მტრებთან საკამათო გარიგება დადო.

ამ შეთანხმებამ თაქსინს საშუალება მისცა, სამშობლოში დაბრუნებულიყო 15-წლიანი დევნილობის შემდეგ, რომელსაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, და Move Forward-ი ოპოზიციაში გადაესროლა. თუმცა, ბევრმა ამომრჩეველმა ეს ღალატად აღიქვა; Pheu Thai იმ პარტიებთან თანამშრომლობდა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ მათ წინააღმდეგ მებრძოლებთან, მათ შორის, ფიგურებთან, რომლებმაც თაქსინის და, იინგლუქ შინავატრა 2014 წელს თანამდებობიდან გადააყენეს.

ახლა პეტონგტარნს, რომელსაც არასდროს უმსახურია მთავრობაში, ასეთი უჩვეულო კოალიციის შენარჩუნება და პარტიის იმიჯის აღდგენის მცდელობა უწევს.

პეტონგტარნის მამა ხელისუფლებაში 2001 წელს მოვიდა და ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის სოფლის მოსახლეობაში ერთგული მიმდევრები ისეთი პოლიტიკის შეთავაზებით შეიძინა, როგორიცაა უნივერსალური ჯანდაცვა. თუმცა, მას ასევე ბრალად ედებოდა კორუმპირებულობა და ადამიანის უფლებების დარღვევა და სძულდა ტაილანდის სამხედრო ელიტას.

პეტონგტარნი ბანგკოკის ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ელიტურ კონსერვატიულ დაწესებულებაში, როდესაც 2006 წელს მამიმისის პრემიერობა კრიზისმა მოიცვა და ქვეყანა გაყო. ლექციებზე პროფესორები მამიმისის მიმართ თავიანთ ანტიპათიას არ მალავდნენ. კამპუსზე სტუდენტები პლაკატებს თაქსინის გადახაზული სახით აკრავდნენ; მისი მეგობრები ცდილობდნენ, სხვა გზით წაეყვანათ, რომ ამ ყველაფრისთვის გვერდზე არ ჩაევლო.

იმავე წლის 19 სექტემბერს პეტონგტარნის დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ქუჩებში ტანკები იდგა. სახლში ვერ წავიდოდა, პირდაპირ უსაფრთხო ადგილას უნდა წასულიყო; მამამისი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად საზღვარგარეთ იმყოფებოდა, გადაყენებული იყო. "ძალიან შემეშინდა. ჯერ კიდევ ფორმა მეცვა", - უთხრა პეტონგტარნმა მოგვიანებით ტაილანდურ მედიას.

თაქსინის ცოლისძმა, სომჩაი ვონგსავატი პრემიერ-მინისტრი 2008 წელს, მოკლე ხნით იყო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

2014 წელს პეტონგტარნის დეიდა იინგლაკი ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით გადააყენეს თანამდებობიდან - და შემდეგ სამხედროებმა კვლავ ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პეტონგტარნმა სასტუმროს მენეჯმენტი ინგლისში, სარის უნივერსიტეტში შეისწავლა, შემდეგ ტაილანდში დაბრუნდა, რათა თავისი ოჯახის ბიზნეს იმპერიაში ემუშავა. 2021 წელს ის Pheu Thai-ს მთავარ მრჩევლად დაინიშნა მონაწილეობისა და ინოვაციების საკითხებში და გასული წლის არჩევნებზე პარტიის სამი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო.

ის Pheu Thai-ს საარჩევნო კამპანიის წინა ხაზზე იდგა, როდესაც პარტია მამიმისის ერთგულ ამომრჩევლებში მხარდაჭერის გაზრდას ცდილობდა. საარჩევნო კამპანიის დროს ფეხმძიმედ იყო, მაგრამ როდესაც ქვეყანაში მოგზაურობას ვერ ახერხებდა, აქციებზე ვიდეო კავშირით ერთვებოდა. ბავშვი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გააჩინა.

თუმცა, გასული წლის არჩევნებმა ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ შემცირდა თაქსინის პოპულარობა. მძიმეწონოსანი Pheu Thai ახალგაზრდული Move Forward-ის წინაშე ჩრდილში მოექცა, რომელმაც რეფორმებისა და პოლიტიკაში დომინირებული სამხედრო გადატრიალებების ციკლიდან თავის დაღწევის მცდელობის დაპირებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

Pheu Thai-ს გარიგებამ სამხედროებთან დაკავშირებულ პარტიებთან, რამაც Move Forward ოპოზიციაში გადაისროლა, ბევრი ამომრჩეველი გააბრაზა, მათ შორის - თაქსინის ზოგიერთი ერთგული მხარდამჭერიც. პარტიის ქმედებების საწინააღმდეგო პროტესტის ნიშნად ონლაინ სივრცეში გაჩნდა მოწოდებები პიტნის არომატიანი შოკოლადის ნაყინის ბოიკოტზეც კი, რომელიც პეტონგტარნის საყვარელ დესერტად ითვლება.

პეტონგტარნი საბოლოოდ, გასულ წელს პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ გამხდარა. თუმცა, ოთხშაბათს მოულოდნელმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, რომელმაც პრემიერ-მინისტრ სრეტა თავიზინს ეთიკის დარღვევების გამო თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, პარტიას მცირე არჩევანი დაუტოვა.

პეტონგტარნს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მაგრამ ახლა ტაილანდის მღელვარე პოლიტიკის მართვა და ქვეყნის დაბალი ეკონომიკური ზრდის აღდგენა მოუწევს. და მაშინ, როცა თაქსინთან დაკავშირებული პარტიები ოდესღაც ყველაზე პოპულარული იყო, ბევრი ამომრჩეველი ახლა დარწმუნებულია, რომ ცვლილებები სხვაგან უნდა ეძებონ.

წყარო