მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხელი ღამე ყირიმში, პუტინის ტაქტიკური ცვლილება კურსკის რეგიონში და უკრაინის წინსვლა - რა მდგომარეობაა 16 აგვისტოს მონაცემებით?
ცხელი ღამე ყირიმში, პუტინის ტაქტიკური ცვლილება კურსკის რეგიონში და უკრაინის წინსვლა - რა მდგომარეობაა 16 აგვისტოს მონაცემებით?

უკ­რი­ა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კურსკის ოლ­ქში შეჭ­რის შემ­დეგ წინსვლას გა­ნაგ­რძო­ბენ. ჯერ კი­დევ გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 6 აგ­ვის­ტოს, კურსკის რა­ი­ონ­ში შე­ტე­ვის და­წყე­ბი­დან, 9 დღის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 82 და­სახ­ლე­ბა აი­ღეს და 1150 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ალექ­სან­დრე სირსკიმ კი გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნამ კურსკის ოლ­ქის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­და­ტუ­რა - სამ­ხედ­რო სა­მე­თა­უ­რო ოფი­სი შექ­მნა. მისი თქმით, კო­მენ­და­ტუ­რის უფ­რო­სად გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ედუ­არდ მოს­კა­ლე­ვი და­ი­ნიშ­ნა.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა 16 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით?

  • რუ­სულ­მა “შა­ჰედ­მა“ კი­ე­ვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე გა­დაკ­ვე­თა

ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, რუ­სულ­მა “შა­ჰედ­მა“ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, კი­ე­ვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე გა­დაკ­ვე­თა, რაც ამ ბოლო დროს იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა.

უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და­სავ­ლე­თით, ბუ­ჩა­სა და გოს­ტო­მე­ლის­კენ გაფ­რინ­და.

  • ღა­მით სე­ვას­ტო­პოლს უკ­რა­ი­ნულ­მა დრო­ნებ­მა შე­უ­ტი­ეს

რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სე­ვას­ტო­პოლ­ში, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ უკ­რა­ი­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის იე­რი­ში მო­ი­გე­რია.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნულ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხა­ილ რაზ­ვოჟა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე გა­მო­ცხად­და

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე კუ­რენ­კოვ­მა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“გთა­ვა­ზობთ, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნილ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას ფე­დე­რა­ლუ­რი დო­ნის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ვა­ნი­ჭოთ და რე­ა­გი­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი დონე და­ვა­წე­სოთ“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კუ­რენ­კოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა კვლავ მძი­მე და და­ძა­ბუ­ლია.

  • რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ მო­ი­გე­რია თავ­დას­ხმის სე­რია ყი­რი­მის ხიდ­ზე და სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლელ­ზე

რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ბოლო ერთი სა­ა­თი ყი­რი­მის ხიდ­ზე და რუ­სეთ­სა და ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმს შო­რის სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლელ­ზე თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ში გა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას წარ­მო­ად­გენ­და.

რუ­სუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო არხი Prigranichye ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ყი­რი­მის ხიდ­ზე რვა რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი არხი, Radar Crimea, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ქერჩზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ცე­ცხლი უკვე ჩაქ­რა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან ქერჩში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმი­სა და ყი­რი­მის ხი­დის და­კეტვის შე­სა­ხებ.

  • CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა კურსკის რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნა, თუმ­ცა ფრონ­ტი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნას არ გეგ­მავს

“რუ­სეთ­მა კურსკის რე­გი­ონ­ში, უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვის მო­სა­გე­რი­ებ­ლად რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­და გა­ნა­ლა­გა, მაგ­რამ ჯერ არ გა­მო­უყ­ვა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი­დან“,- წერს CNN.

კი­დევ ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­მა, უკ­რა­ი­ნის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და, კურსკის რე­გი­ონ­ში გაგ­ზავ­ნა პერ­სო­ნა­ლი ლე­ნინ­გრა­დის სამ­ხედ­რო ოლ­ქი­დან და კა­ლი­ნინ­გრა­დი­დან.

  • ღა­მით ყი­რიმ­თან ხუთი უპი­ლო­ტო და ორი სა­ზღვაო დრო­ნი გა­ნად­გურ­და - რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ხუთი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი და ორი უპი­ლო­ტო ნავი გა­ნად­გურ­და ღა­მით ყი­რი­მის სა­ნა­პი­როს­თან ზღვა­ში.

სა­მი­ნის­ტროს ჯერ არა­ფე­რი უთ­ქვამს ყი­რი­მის ხი­დი­სა და სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლის მი­და­მო­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­სა­ხებ.

  • ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ

მან უმაღ­ლეს რა­დას მო­უ­წო­და, შე­იკ­რი­ბოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს “უკ­რა­ი­ნის­თვის თავ­დაც­ვით სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს”, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კურსკის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრას, უცხო­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მას და სხვა სა­კი­თხებს.

“პირ­ვე­ლი - მკა­ფი­ოდ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სწო­რედ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე, რომ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, კურსკის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, და აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩვენს სხვა ქმე­დე­ბებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­ი­ღე­ბენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გა­და­სა­ხადსა და პრე­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ფრონ­ტის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ეს სწო­რედ კა­ნო­ნით უნდა გა­კეთ­დეს, რათა ჩვე­ნი ხალ­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს, რომ სა­ხელ­მწი­ფო იმუ­შა­ვებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.

მე­ო­რე - ყო­ვე­ლი მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს იცავს, ჩვენს ხალ­ხს იცავს, ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას იცავს, იმ­სა­ხუ­რებს აღი­ა­რე­ბა­სა და მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას. ეს ეხე­ბა, კერ­ძოდ, ჩვენს იმ მებ­რძო­ლებს - უკ­რა­ი­ნელ ლე­გი­ო­ნე­რებს, - რომ­ლებ­საც ახლა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის ჯერ არა. ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ იყ­ვნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, შე­სა­ბა­მის პა­ტი­ვის­ცე­მას უნდა იღებ­დნენ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ასე­ვე სა­მარ­თლი­ა­ნია ამის გავ­რცე­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­ზე, ჩვე­ნი გმი­რე­ბის ნა­თე­სა­ვებ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში 6 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­რე­ნევ­სკის, სუ­ჯანსკი­სა და ბე­ლოვ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში. კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა 12 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მის რე­გი­ონ­ში 28 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი მათ 82 და­სახ­ლე­ბა აი­ღეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცხელი ღამე ყირიმში, პუტინის ტაქტიკური ცვლილება კურსკის რეგიონში და უკრაინის წინსვლა - რა მდგომარეობაა 16 აგვისტოს მონაცემებით?

ცხელი ღამე ყირიმში, პუტინის ტაქტიკური ცვლილება კურსკის რეგიონში და უკრაინის წინსვლა - რა მდგომარეობაა 16 აგვისტოს მონაცემებით?

უკრიანის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ წინსვლას განაგრძობენ. ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, რომ 6 აგვისტოს, კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან, 9 დღის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 82 დასახლება აიღეს და 1150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი კომენდატურა - სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა. მისი თქმით, კომენდატურის უფროსად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.

რა მდგომარეობაა 16 აგვისტოს მონაცემებით?

  • რუსულმა “შაჰედმა“ კიევის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რუსულმა “შაჰედმა“ უკრაინის დედაქალაქის, კიევის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რაც ამ ბოლო დროს იშვიათი მოვლენაა.

უპილოტო საფრენი აპარატი დასავლეთით, ბუჩასა და გოსტომელისკენ გაფრინდა.

  • ღამით სევასტოპოლს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში, საჰაერო თავდაცვამ უკრაინული თვითმფრინავების იერიში მოიგერია.

ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.

  • ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა

ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

“გთავაზობთ, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ საგანგებო მდგომარეობას ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მივანიჭოთ და რეაგირების ფედერალური დონე დავაწესოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კურენკოვმა.

მისივე თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია.

  • რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია თავდასხმის სერია ყირიმის ხიდზე და საბორნე გადასასვლელზე

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ბოლო ერთი საათი ყირიმის ხიდზე და რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის საბორნე გადასასვლელზე თავდასხმის მოგერიებაში გაატარა, რომელიც, სავარაუდოდ, სარაკეტო თავდასხმას წარმოადგენდა.

რუსული სადამკვირვებლო არხი Prigranichye ირწმუნება, რომ ყირიმის ხიდზე რვა რაკეტა ჩამოაგდეს.

კიდევ ერთი რუსული არხი, Radar Crimea, ავრცელებს ინფორმაციას ქერჩზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ცეცხლი უკვე ჩაქრა.

ოფიციალური რუსული წყაროები იტყობინებიან ქერჩში საჰაერო თავდასხმისა და ყირიმის ხიდის დაკეტვის შესახებ.

  • CNN-ის ინფორმაციით, რუსეთმა კურსკის რეგიონში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, თუმცა ფრონტიდან სერიოზული ძალების გაყვანას არ გეგმავს

“რუსეთმა კურსკის რეგიონში, უკრაინის შეტევის მოსაგერიებლად რამდენიმე ბრიგადა განალაგა, მაგრამ ჯერ არ გამოუყვანია სერიოზული ძალები უკრაინის ფრონტიდან“,- წერს CNN.

კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, მედიასთან განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა, უკრაინის ქვედანაყოფების გარდა, კურსკის რეგიონში გაგზავნა პერსონალი ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან და კალინინგრადიდან.

  • ღამით ყირიმთან ხუთი უპილოტო და ორი საზღვაო დრონი განადგურდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხუთი უკრაინული დრონი და ორი უპილოტო ნავი განადგურდა ღამით ყირიმის სანაპიროსთან ზღვაში.

სამინისტროს ჯერ არაფერი უთქვამს ყირიმის ხიდისა და საბორნე გადასასვლელის მიდამოში უკრაინული სარაკეტო დარტყმის შესახებ.

  • ვითარება შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

მან უმაღლეს რადას მოუწოდა, შეიკრიბოს და მხარი დაუჭიროს “უკრაინისთვის თავდაცვით საკანონმდებლო პაკეტს”, რომელიც მოიცავს კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების სტატუსის განსაზღვრას, უცხოელი მებრძოლებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემას და სხვა საკითხებს.

“პირველი - მკაფიოდ გარანტირებული უნდა იყოს სწორედ საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი მებრძოლები, რომლებიც, მაგალითად, კურსკის ოპერაციაში მონაწილეობენ, და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ჩვენს სხვა ქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ აბსოლუტურად ყველა გადასახადსა და პრეფერენციას, რომელიც ფრონტისთვისაა განკუთვნილი. ეს სწორედ კანონით უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ხალხი დარწმუნებული იყოს, რომ სახელმწიფო იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა.

მეორე - ყოველი მებრძოლი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს იცავს, ჩვენს ხალხს იცავს, ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, იმსახურებს აღიარებასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას. ეს ეხება, კერძოდ, ჩვენს იმ მებრძოლებს - უკრაინელ ლეგიონერებს, - რომლებსაც ახლა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ უკრაინის ჯერ არა. ისინი იმსახურებენ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, უკრაინის მოქალაქეები, შესაბამის პატივისცემას უნდა იღებდნენ უკრაინის სახელმწიფოსგან. ასევე სამართლიანია ამის გავრცელება ნათესავებზე, ჩვენი გმირების ნათესავებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კი მათ 82 დასახლება აიღეს.

წყარო

იხილეთ ასევე: