სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია "ფედერალისტები“ წარადგინეს და 27 სექტემბერს აქცია დააანონსეს
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია "ფედერალისტები“ წარადგინეს და 27 სექტემბერს აქცია დააანონსეს

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ წა­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, გიგა ბო­კე­რია და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ახალ პარ­ტი­ას აფუძ­ნე­ბენ.

პარ­ტია "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ პრე­ზენ­ტა­ცია თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა გახ­სნა, რო­მელ­მაც აუ­დი­ტო­რი­ას პარ­ტი­ის ახა­ლი ლოგო წა­რუდ­გი­ნა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ესა­უბ­რა.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის შერ­ჩე­ვის მი­ზეზ­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში გა­ე­ცე­მა. ასე­ვე, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბაც სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"ზუს­ტად ვი­ცით, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, ზუს­ტად ვი­ცით, რამ იმუ­შა­ვა იქ, რა­მაც თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ჩვენ­კენ მო­ა­პყრო და ზუს­ტად ვი­ცით, ეს ყუ­რა­დღე­ბა რო­გორ გავ­ზარ­დოთ და გა­ვა­ფარ­თო­ოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის სა­ხელს, რა­ტომ "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი“ - ორი დღის წინ ზუგ­დიდ­ში ორი ბავ­შვი და­იწ­ვა და ეს ერ­თდღი­ა­ნი ფე­ის­ბუკ-მოთ­ქმა ვნა­ხეთ და ეს ახა­სი­ა­თებს, ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, რომ რა­ღაც დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, ერთი დღე ხალ­ხი ინერ­ვი­უ­ლებს და მერე ისევ რა­ღაც დიდი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერთი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს სი­ნამ­დვი­ლე­ში - ბუ­ნებ­რი­ვია, ტრა­გე­დი­ებს თა­ვი­დან ვე­რა­ვინ აი­ცი­ლებს, ტრა­გე­დი­ე­ბი ყო­ველ­თვის მოხ­დე­ბა, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი მი­ე­ცეს, იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლონ თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ სწრაფ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა, სა­ჭი­როა, ეს თავს მოხ­ვე­უ­ლი თავ­კომ­ბა­ლა სა­ხელ­მწი­ფო და­ი­შა­ლოს და აე­წყოს ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძლი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ის პრა­ი­მე­რი­ზიც. ეს არის სწო­რი სის­ტე­მა, რო­გორც უნდა ვი­მუ­შა­ოთ და სწო­რედ ამი­ტომ, ფე­დე­რა­ლიზ­მი. ფე­დე­რა­ლიზ­მი არ არის სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბა, ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ძა­ლის ისეთ გა­წო­ნას­წო­რე­ბას წარ­მოქ­მნის, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს, მის უნა­რებს, მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფასი ედე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის გარ­შე­მო დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხებს სექ­ტემ­ბერ­ში გავ­ცემთ. მინ­და გთხო­ვოთ, თუ კი თქვე­ნი ნდო­ბა გვაქვს, ეს ერთი თვეც მინ­და გთხო­ვოთ ნდო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ვი­მოქ­მე­დებთ, პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და შემ­დეგ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რაც გუ­ლის­ხმობს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის შეც­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.ა.

რო­გორც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქუ­ჩის აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა ისე­თი გა­რან­ტი­ე­ბით, რომ მან ამ გა­მარ­ჯვე­ბის მო­პარ­ვა ვერ შეძ­ლოს.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ დღეს პრო­ცე­სი რო­გორც მი­დის, ეს პრო­ცე­სი არ ეყო­ფა რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბას. მე მგო­ნია, რომ რა­ღაც მე­ტია სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ რე­ჟი­მი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად და­მარ­ცხდეს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ მა­ნამ­დე მივ­ხვდეთ, რომ რე­ჟი­მი და­მარ­ცხე­ბუ­ლია. ქარ­თველ ხალ­ხს არ­ჩევ­ნებ­ში სა­ნამ შევა, მა­ნამ­დე უნდა ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ რე­ჟიმს ამარ­ცხებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქუ­ჩა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა არ­სე­ბობ­დეს. ჩვენ თუ კვლე­ვებს ავი­ღებთ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ "ქო­ცე­ბი“ უფრო ცო­ტა­ნი არი­ან, მაგ­რამ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ვე­ლი ასე არ გრძნობს თავს, შე­და­რე­ბით უფრო დაბ­ნე­უ­ლია. სა­ჭი­როა ისე­თი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ქუ­ჩა­ში, რო­გო­რიც გვქონ­და აპ­რილ­სა და მა­ის­ში. ჩვენ რაც არ უნდა მო­ვინ­დო­მოთ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ გეგ­მა­ვენ ასეთ აქ­ცი­ებს, ასე­თი აქ­ცი­ე­ბი თა­ვი­სით ეწყო­ბა, რო­გორც წესი, მაგ­რამ ჩვენ რაც შეგ­ვიძ­ლია უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ქუ­ჩას თუ აქვს რე­სურ­სი ერ­თგვა­რი აფეთ­ქე­ბის, ეს მოხ­დეს.

სწო­რედ ამი­ტომ 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, ჩვენ ვნიშ­ნავთ აქ­ცი­ას. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი 27 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­ვამ­ზა­დებთ ამ აქ­ცი­ას. ვიდრე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში რას ვშვრე­ბით, ჩვე­ნი კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა ზუს­ტად ეს. ეს სა­უ­კე­თე­სოდ პა­სუ­ხობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­დას და ამას­თან, ქუ­ჩა­ში ხალ­ხის აქ­ტი­უ­რო­ბის გა­რე­შე ძნე­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა ისე­თი გა­რან­ტი­ე­ბით, რომ მან ამ გა­მარ­ჯვე­ბის მო­პარ­ვა ვერ შეძ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია "ფედერალისტები“ წარადგინეს და 27 სექტემბერს აქცია დააანონსეს

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია "ფედერალისტები“ წარადგინეს და 27 სექტემბერს აქცია დააანონსეს

"ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ.

პარტია "ფედერალისტების“ პრეზენტაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.

"ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რამ იმუშავა იქ, რამაც თქვენი ყურადღება ჩვენკენ მოაპყრო და ზუსტად ვიცით, ეს ყურადღება როგორ გავზარდოთ და გავაფართოოთ.

რაც შეეხება პარტიის სახელს, რატომ "ფედერალისტები“ - ორი დღის წინ ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა და ეს ერთდღიანი ფეისბუკ-მოთქმა ვნახეთ და ეს ახასიათებს, ზოგადად, სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ რაღაც დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში - ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერავინ აიცილებს, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისი სიცოცხლის უფლებისკენ, თავისუფლებისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვის რეალიზება, საჭიროა, ეს თავს მოხვეული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ის პრაიმერიზიც. ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება.

არჩევნების გარშემო დასმულ კითხვებს პასუხებს სექტემბერში გავცემთ. მინდა გთხოვოთ, თუ კი თქვენი ნდობა გვაქვს, ეს ერთი თვეც მინდა გთხოვოთ ნდობის გამოჩენა. ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, რაც გულისხმობს რუსული რეჟიმის შეცვლას“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.ა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ქუჩის აქტივობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს.

"მიგვაჩნია, რომ დღეს პროცესი როგორც მიდის, ეს პროცესი არ ეყოფა რეჟიმის დამარცხებას. მე მგონია, რომ რაღაც მეტია საჭირო იმისათვის, რომ რეჟიმი გარანტირებულად დამარცხდეს. ჩვენ გვჭირდება, რომ მანამდე მივხვდეთ, რომ რეჟიმი დამარცხებულია. ქართველ ხალხს არჩევნებში სანამ შევა, მანამდე უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში აქტიურობა არსებობდეს. ჩვენ თუ კვლევებს ავიღებთ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ "ქოცები“ უფრო ცოტანი არიან, მაგრამ მოტივირებულები არიან, ოპოზიციის ამომრჩეველი ასე არ გრძნობს თავს, შედარებით უფრო დაბნეულია. საჭიროა ისეთი მორალური უპირატესობის მოპოვება ქუჩაში, როგორიც გვქონდა აპრილსა და მაისში. ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, პოლიტიკოსები არ გეგმავენ ასეთ აქციებს, ასეთი აქციები თავისით ეწყობა, როგორც წესი, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუჩას თუ აქვს რესურსი ერთგვარი აფეთქების, ეს მოხდეს.

სწორედ ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას. მთელი ეს პერიოდი 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში რას ვშვრებით, ჩვენი კამპანია იქნება ზუსტად ეს. ეს საუკეთესოდ პასუხობს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამასთან, ქუჩაში ხალხის აქტიურობის გარეშე ძნელად წარმოგვიდგენია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.