მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ“ - პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობაზე“
“ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ“ - პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობაზე“

“ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა და ევ­რო­საბ­ჭოს დო­კუ­მენ­ტი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს იმ ღა­ლატს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჩა­ი­დი­ნა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბას და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა და ევ­რო­საბ­ჭოს დო­კუ­მენ­ტი უშუ­ა­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

“რე­ა­ლუ­რად, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ უფრო ცხა­დი გახ­დე­ბა ის, რომ ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მკა­ფიო გეგ­მე­ბი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არ არის ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­სა­მარ­თლე­ბა არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ის­ვე­ნოს ქვე­ყა­ნამ, არ იყოს ერ­თგვარ რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სრულ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის როლს, რა თქმა უნდა, რო­გორც ერთი (ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა), ისე მე­ო­რე ევ­რო­საბ­ჭოს დო­კუ­მენ­ტი უშუ­ა­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ერთ შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პირ მხა­რი და­უ­ჭი­რა ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“, ამით მათ აღი­ა­რეს ომის და­წყე­ბა. ეს ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა მათ მიერ ჩა­დე­ნილ ღა­ლატ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნას, ხელ­მო­წე­რას რო­გორც ასე­თი პრო­ცე­დუ­რა არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მაგ­რამ და­ე­თან­ხმნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და დას­კვნებს, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა და ევ­რო­საბ­ჭოს დო­კუ­მენ­ტი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს იმ ღა­ლატს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჩა­ი­დი­ნა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“, სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა რე­ჟიმ­მა. ამის მიღ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა იმის­თვის, რომ ცხა­დად აღ­სრულ­დეს სა­მარ­თა­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნას 2008 წელს“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ“ - პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობაზე“

“ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ“ - პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობაზე“

“ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას და "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა.

“რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში დოკუმენტების როლს, რა თქმა უნდა, როგორც ერთი (ტალიავინის დასკვნა), ისე მეორე ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა. ერთ შემთხვევაში პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. ეს ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულებაა მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ხელმოწერას როგორც ასეთი პროცედურა არ ითვალისწინებდა, მაგრამ დაეთანხმნენ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა იმისთვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას 2008 წელს“,- აღნიშნა კობახიძემ.