მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები
სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ქსელ­თან მი­ერ­თე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვის გამო სს „თე­ლა­სი“ და­ა­ჯა­რი­მა. კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა სე­მე­კის მიერ გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ფხვრა და და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის - 5000 ლა­რის გა­დახ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში.

კერ­ძოდ, სს „თე­ლას­მა“ მო­მარ­თა სე­მეკს და მო­ი­თხო­ვა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­და­ხედ­ვა. კომ­პა­ნი­ის მიერ მი­ერ­თე­ბის­თვის გა­სა­წე­ვი ხარ­ჯე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, სე­მეკ­მა და­ი­წყო სს „თე­ლა­სის“ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­ერ­თე­ბის და უკვე მი­ერ­თე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სიმ­ძლავ­რის გაზ­რდის პრო­ექ­ტე­ბის შეს­წავ­ლა. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სს „თე­ლა­სის“ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი იყო მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე აღე­მა­ტე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ ზედა ზღვარს - 500 კი­ლო­ვატს, ასე­ვე დარ­ღვე­უ­ლი იყო ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით კომ­პა­ნი­ას მი­ე­ცა მი­თი­თე­ბა, თუმ­ცა გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ დარ­ღვე­ვა არ იყო გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე სე­მე­კის მიერ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი დარ­ღვე­უ­ლი იყო სხვა მი­ერ­თე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით სე­მე­კის მიერ და­ნერ­გი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს შე­უძ­ლია ფლობ­დეს მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გურს და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის (მზე, ქარი, წყა­ლი) გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მი­ა­წო­დოს გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსელს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 500 კი­ლო­ვატს. ელექტრო­სად­გუ­რის მფლო­ბე­ლი/ სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბე­ლი ან სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი მი­ა­ერ­თოს გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან და წარ­მო­ე­ბუ­ლი ჭარ­ბი ელექტრო­ე­ნერ­გია მო­იხ­მა­როს ან მი­ა­წო­დოს იმა­ვე გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ში ჩარ­თულ ობი­ექტს. და­უშ­ვე­ბე­ლია მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა სე­მე­კის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით. სე­მე­კი მო­უ­წო­დებს გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­სა და მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლებს/მომ­ხმა­რებ­ლებს სრუ­ლად და­იც­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ნორ­მე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს - 500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები.

აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით კომპანიას მიეცა მითითება, თუმცა განმეორებითი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დარღვევა არ იყო გამოსწორებული, ამასთანავე სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები დარღვეული იყო სხვა მიერთების შემთხვევაშიც. განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ფლობდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და მისი საშუალებით ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. ელექტროსადგურის მფლობელი/ საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს გამანაწილებელ ქსელთან და წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია მოიხმაროს ან მიაწოდოს იმავე გამანაწილებელ ქსელში ჩართულ ობიექტს. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება სემეკის მოთხოვნების დარღვევით. სემეკი მოუწოდებს გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს/მომხმარებლებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

NS