კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ფონდში 51 დოლარის გადარიცხვის გამო ქალს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა - რუსეთის სასამართლოში განხილული საქმის დეტალები
უკრაინის ფონდში 51 დოლარის გადარიცხვის გამო ქალს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა - რუსეთის სასამართლოში განხილული საქმის დეტალები

სვერდლოვ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე (რუ­სე­თი­სა და აშშ-ის) ქსე­ნია ხა­ვა­ნა უკ­რა­ი­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში 51,8 დო­ლა­რის გა­და­რი­ცხვის გამო “სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის“ მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლა და ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

საქ­მის გან­ხილ­ვა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქსე­ნი­ას 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. სას­ჯელს ზო­გა­დი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში მო­იხ­დის.

რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რა­ტუ­რა ხა­ვა­ნას­თვის 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და.

საქ­მე მო­სა­მარ­თლე ან­დრეი მი­ნე­ევ­მა გა­ნი­ხი­ლა, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე აშშ-ის კი­დევ ერთ მო­ქა­ლა­ქეს, ჟურ­ნა­ლისტ ევან გერშკო­ვიჩს ჯა­შუ­შო­ბის­თვის 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

  • FSB-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ქსე­ნია ხა­ვა­ნამ (კა­რე­ლი­ნა მისი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რია) “2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან (...) პრო­აქ­ტი­უ­ლად გა­და­რი­ცხა თან­ხე­ბი ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ტაქ­ტი­კუ­რი ნივ­თე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს“.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა 51,8 დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა აშშ-ში და­არ­სე­ბულ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ფონდს Razom for Ukraine. ამავდრო­უ­ლად, გა­მო­ცე­მა RBC გო­გო­ნას ად­ვო­კატ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ქსე­ნი­ამ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

რუ­სეთ-ამე­რი­კის 32 წლის მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ 2024 წლის 20 თე­ბერ­ვალს გახ­და ცნო­ბი­ლი. ეს მოხ­და ეკა­ტე­რინ­ბურ­გში, სა­დაც იგი ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გაფ­რინ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­ვა­ნამ აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2021 წლის ბო­ლოს მი­ი­ღო.

  • Razom for Ukraine

რო­გორც ვებ­სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, Razom for Ukraine ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შექ­მნეს. ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრირ­და აშშ-ში 2014 წლის და­სა­წყის­ში. ფონ­დი "მი­ის­წრაფ­ვის მხა­რი და­უ­ჭი­როს ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის (მა­ი­და­ნის) პრინ­ცი­პებს და აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს უსაფრ­თხო, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკ­რა­ი­ნის შექ­მნა­ში“.

ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში ფონდმა 130 ათას დო­ლარ­ზე მეტი შე­აგ­რო­ვა, ასე­ვე გა­უგ­ზავ­ნეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნულ ლტოლ­ვილ­თა ცენ­ტრებს, ბავ­შვთა სახ­ლებს, მო­ა­წყვეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აშშ-ში...

  • ვინ არის ქსე­ნია ხა­ვა­ნა?

VKontakte-ზე ქსე­ნია ხა­ვა­ნას გვერ­დზე ნათ­ქვა­მია, რომ იგი სწავ­ლობ­და ეკა­ტე­რინ­ბურ­გში სერ­გეი დი­ა­გი­ლე­ვის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ლი­ცე­უმ­ში და და­ამ­თავ­რა ურა­ლის ფე­დე­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 2013 წელს. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მან 2021 წელს მი­ი­ღო.

მე­დი­ის ცნო­ბით, ხა­ვა­ნა ბალ­ტი­მო­რის მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და, ბო­ლოს კი ცხოვ­რობ­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და მუ­შა­ობ­და Ciel Spa-ში, სას­ტუმ­რო ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

უკრაინის ფონდში 51 დოლარის გადარიცხვის გამო ქალს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა - რუსეთის სასამართლოში განხილული საქმის დეტალები

უკრაინის ფონდში 51 დოლარის გადარიცხვის გამო ქალს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა - რუსეთის სასამართლოში განხილული საქმის დეტალები

სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე (რუსეთისა და აშშ-ის) ქსენია ხავანა უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 51,8 დოლარის გადარიცხვის გამო “სამშობლოს ღალატის“ მუხლით გაასამართლა და ის დამნაშავედ ცნო.

საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. რაიონული სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ქსენიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, სახელმწიფო პროკურატურა ხავანასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

საქმე მოსამართლე ანდრეი მინეევმა განიხილა, რომელმაც მანამდე აშშ-ის კიდევ ერთ მოქალაქეს, ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • FSB-ის გამოძიების თანახმად, ქსენია ხავანამ (კარელინა მისი ქალიშვილობის გვარია) “2022 წლის თებერვლიდან (...) პროაქტიულად გადარიცხა თანხები ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტაქტიკური ნივთების, მედიკამენტების, აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად გამოიყენეს“.

უფლებადამცველების თქმით, ბრალდებულმა 51,8 დოლარი გადაურიცხა აშშ-ში დაარსებულ ჰუმანიტარული დახმარების ფონდს Razom for Ukraine. ამავდროულად, გამოცემა RBC გოგონას ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქსენიამ აღიარა დანაშაული.

რუსეთ-ამერიკის 32 წლის მოქალაქის დაკავების შესახებ 2024 წლის 20 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს მოხდა ეკატერინბურგში, სადაც იგი ლოს-ანჯელესიდან ნათესავების მოსანახულებლად გაფრინდა. სავარაუდოდ, ხავანამ აშშ-ს მოქალაქეობა 2021 წლის ბოლოს მიიღო.

  • Razom for Ukraine

როგორც ვებსაიტზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Razom for Ukraine ამერიკაში მცხოვრებმა უკრაინელებმა შექმნეს. ის ოფიციალურად დარეგისტრირდა აშშ-ში 2014 წლის დასაწყისში. ფონდი "მიისწრაფვის მხარი დაუჭიროს ღირსების რევოლუციის (მაიდანის) პრინციპებს და აქტიური წვლილი შეიტანოს უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული უკრაინის შექმნაში“.

ფუნქციონირების პირველ თვეებში ფონდმა 130 ათას დოლარზე მეტი შეაგროვა, ასევე გაუგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინულ ლტოლვილთა ცენტრებს, ბავშვთა სახლებს, მოაწყვეს საგანმანათლებლო ღონისძიებები აშშ-ში...

  • ვინ არის ქსენია ხავანა?

VKontakte-ზე ქსენია ხავანას გვერდზე ნათქვამია, რომ იგი სწავლობდა ეკატერინბურგში სერგეი დიაგილევის ქორეოგრაფიულ ლიცეუმში და დაამთავრა ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, 2013 წელს. ამერიკის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.

მედიის ცნობით, ხავანა ბალტიმორის მერილენდის უნივერსიტეტშიც სწავლობდა, ბოლოს კი ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და მუშაობდა Ciel Spa-ში, სასტუმრო ბევერლი ჰილზში.

წყარო

იხილეთ ასევე: