სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - ვის ჰგავს ივანე და რას წერს რუსული მედია?
"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - ვის ჰგავს ივანე და რას წერს რუსული მედია?

რო­დე­საც რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ცნო­ბილ მა­მის ქა­ლიშ­ვილს ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას ხელი სთხო­ვა, ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა "უთა­ნას­წო­როდ" მი­იჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ - ნა­დეჟ­და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და მშვი­დი იყო, რეზო კი წვე­უ­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­ზი სხვა რა­მეც იყო... ქორ­წი­ლი შედ­გა, მაგ­რამ შვი­დი წლის შემ­დეგ წყვი­ლი და­შორ­და, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. 2022 წელს კი გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნა...

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი - კაცი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ჰყავ­და

ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას­თან გაც­ნო­ბის დროს რეზო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მომ­ღე­რალ ნას­ტია კო­ჩეტ­კო­ვა­ზე, რო­მელ­მაც მას ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. მაგ­რამ ამ ფაქტს ხელი არ შე­უშ­ლია წყვი­ლის­თვის. გი­გი­ნე­იშ­ვილს ნა­დია სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე შე­უყ­ვარ­და. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ქალ­მა მის გრძნო­ბებს არ უპა­სუ­ხა.

გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და კო­ჩეტ­კო­ვა

თა­ვად რეზო ნა­დი­ას გა­რე­შე ვე­ღარ ძლებ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და მისი გუ­ლის მო­გე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი ჩა­ი­შა­ლა, ეს იყო გა­მო­ფე­ნა, სა­დაც გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა მი­ხალ­კო­ვა მი­იწ­ვია - ეს მა­ინც მათი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ რეზო რუ­სუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­თან უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვი­და.

გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ჯერ კო­ჩეტ­კო­ვას და­შორ­და, შემ­დეგ კი რე­ზოს და ნა­დი­ას ქორ­წი­ლის დროც მო­ვი­და. წყვილ­მა 2010 წელს 300 სტუმ­რით გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში ერ­თმა­ნეთს სა­მუ­და­მო ერ­თგუ­ლე­ბა შეჰ­ფი­ცეს. ორი წლის შემ­დეგ კი მათ ორი შვი­ლი - ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა და ვაჟი ივა­ნე ჰყავ­დათ.

რეზო და ნა­დია

გან­ქორ­წი­ნე­ბა, მე­გობ­რო­ბა, შვი­ლე­ბი

2017 წელს ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვამ გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი რე­ჟი­სო­რის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა, ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა იყო. თა­ვად ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს გა­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. უფრო მე­ტიც, ნა­დია მი­ხალ­კო­ვამ და რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს.

მი­ხალ­კო­ვის უმ­ცროს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ მომ­ხდა­რის მი­უ­ხე­და­ვად, შვი­ლე­ბი მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ - ”... ბავ­შვებს ჰყავთ მამა და მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ უყ­ვარ­დეთ და პა­ტი­ვი სცენ მას” - ამ­ბობ­და ნა­დია. წყვი­ლი თა­ნა­ბარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ნი­ნა­სა და ივა­ნეს აღ­ზრდა­ში.

რე­ზომ მე­სა­მედ იქორ­წი­ნა, ამ­ჯე­რად ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა­ზე, მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ მა­საც და­შორ­და. ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ბავ­შვებ­ზე და სამ­სა­ხურ­ზე.

ობო­ლენ­ცე­ვას­თან ერ­თად

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა რუ­სე­თი შვილ­თან ერ­თად და­ტო­ვა

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2020 წლი­დან რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო ჭო­რე­ბი მისი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ ქსე­ნია რა­პო­პორტთან. 2022 წელს რე­ჟი­სო­რი სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­და. მე­ტიც, თან წა­იყ­ვა­ნა ვაჟი ივა­ნე.

ნა­დია შვი­ლებ­თან ერ­თად

"სამ­შობ­ლო­ში რეზო თა­ვის მემ­კვიდ­რეს ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ებს აც­ნობს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 10 წლის ივა­ნეს ფოტო გა­უ­ზი­ა­რა თა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი წერს, რომ ივა­ნე ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.

"მი­ხალ­კო­ვე­ბის გე­ნე­ბი ჩანს", – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ივან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან ერ­თად

ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის პატ­რი­ო­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის­ტია. თა­ვად ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს - "ივა­ნე და მამა სა­მუ­და­მოდ წა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ ეს დრო­ე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, - წერს მე­დია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - ვის ჰგავს ივანე და რას წერს რუსული მედია?

"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - ვის ჰგავს ივანე და რას წერს რუსული მედია?

როდესაც რეზო გიგინეიშვილმა რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ ცნობილ მამის ქალიშვილს ნადეჟდა მიხალკოვას ხელი სთხოვა, ნიკიტა მიხალკოვმა ქალიშვილის ქორწინება "უთანასწოროდ" მიიჩნია. შეიძლება იმიტომ, რომ შეყვარებულები განსხვავებული ტიპის ადამიანები იყვნენ - ნადეჟდა მოკრძალებული და მშვიდი იყო, რეზო კი წვეულებების მოყვარული, ენერგიული და კომუნიკაბელური. თუმცა რუსული მედია წერს, რომ შეიძლება მიზეზი სხვა რამეც იყო... ქორწილი შედგა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა, თუმცა ამბობენ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. 2022 წელს კი გიგინეიშვილმა შვილი საქართველოში წაიყვანა...

რეზო გიგინეიშვილი - კაცი, რომელსაც ოჯახი ჰყავდა

ნადეჟდა მიხალკოვასთან გაცნობის დროს რეზო დაქორწინებული იყო მომღერალ ნასტია კოჩეტკოვაზე, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა. მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია წყვილისთვის. გიგინეიშვილს ნადია სერიალის გადაღებებზე შეუყვარდა. თუმცა თავდაპირველად ქალმა მის გრძნობებს არ უპასუხა.

გიგინეიშვილი და კოჩეტკოვა

თავად რეზო ნადიას გარეშე ვეღარ ძლებდა. ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პაემანი ჩაიშალა, ეს იყო გამოფენა, სადაც გიგინეიშვილმა მიხალკოვა მიიწვია - ეს მაინც მათი ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ რეზო რუსული კინოს ლეგენდა ნიკიტა მიხალკოვთან უმცროსი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მივიდა.

გიგინეიშვილი ჯერ კოჩეტკოვას დაშორდა, შემდეგ კი რეზოს და ნადიას ქორწილის დროც მოვიდა. წყვილმა 2010 წელს 300 სტუმრით გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა. კახეთში, ბოდბის მონასტერში ერთმანეთს სამუდამო ერთგულება შეჰფიცეს. ორი წლის შემდეგ კი მათ ორი შვილი - ქალიშვილი ნინა და ვაჟი ივანე ჰყავდათ.

რეზო და ნადია

განქორწინება, მეგობრობა, შვილები

2017 წელს ნადეჟდა მიხალკოვამ განქორწინება მოითხოვა. რუსული მედია წერდა, რომ განქორწინების მიზეზი რეჟისორის ახალი გატაცება, ნადეჟდა ობოლენცევა იყო. თავად ყოფილ მეუღლეებს გაშორების გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ნადია მიხალკოვამ და რეზო გიგინეიშვილმა განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

მიხალკოვის უმცროსმა ქალიშვილმა აღიარა, რომ მომხდარის მიუხედავად, შვილები მამასთან ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ - ”... ბავშვებს ჰყავთ მამა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უყვარდეთ და პატივი სცენ მას” - ამბობდა ნადია. წყვილი თანაბარ მონაწილეობას იღებდა ნინასა და ივანეს აღზრდაში.

რეზომ მესამედ იქორწინა, ამჯერად ნადეჟდა ობოლენცევაზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მასაც დაშორდა. ნადეჟდა მიხალკოვა არ დაოჯახებულა, ის ორიენტირებული იყო ბავშვებზე და სამსახურზე.

ობოლენცევასთან ერთად

რეზო გიგინეიშვილმა რუსეთი შვილთან ერთად დატოვა

საინტერესოა, რომ 2020 წლიდან რეზო გიგინეიშვილი თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ იყო ჭორები მისი ურთიერთობის შესახებ მსახიობ ქსენია რაპოპორტთან. 2022 წელს რეჟისორი საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. მეტიც, თან წაიყვანა ვაჟი ივანე.

ნადია შვილებთან ერთად

"სამშობლოში რეზო თავის მემკვიდრეს ქვეყნის ტრადიციებს აცნობს", - წერს რუსული მედია. გიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში 10 წლის ივანეს ფოტო გაუზიარა თავის თაყვანისმცემლებს. გიგინეიშვილი წერს, რომ ივანე ძალიან ჰგავს დედას.

"მიხალკოვების გენები ჩანს", – წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

ივან გიგინეიშვილი ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძესთან ერთად

ნიკიტა მიხალკოვის შვილიშვილის საქართველოში გადასვლით თაყვანისმცემლები გაოცებულები არიან, განსაკუთრებულად, ცნობილი ოჯახის პატრიოტული შეხედულებების გათვალისწინებით. ნიკიტა მიხალკოვი ცნობილი პუტინისტია. თავად ნადეჟდა მიხალკოვა ამ თემაზე კომენტარს აკეთებს - "ივანე და მამა სამუდამოდ წავიდნენ საქართველოში, თუ ეს დროებითი ნაბიჯია, ამას დრო გვიჩვენებს, - წერს მედია.

წაიკითხეთ ასევე: