საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის მართლება, რომ სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის მცდელობაა" - "ოცნება" OCCRP-ის ინფორმაციაზე
"თავის მართლება, რომ სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის მცდელობაა" - "ოცნება" OCCRP-ის ინფორმაციაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ექ­ტის" (OCCRP) მიერ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კი­დევ ერთხელ ვეხ­მა­უ­რე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ექ­ტის" (OCCRP) მიერ, ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა ტყუ­ი­ლი, თით­ქოს, ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­მა, თვე­ე­ბის წინ მოს­კოვ­ში ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 1998 წლის შემ­დეგ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს და მისი ოჯა­ხის წევ­რებს, რუ­სეთ­ში არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არ შე­უ­ძე­ნი­ათ და უფრო მე­ტიც, ამ ქვე­ყა­ნა­ში არ გამ­გზავ­რე­ბუ­ლან, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბით მარ­ტი­ვად ვამ­ხი­ლეთ.

  • ჩანს, გარ­კვე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე მე­დი­ას დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნა სიც­რუ­ე­ში მხი­ლე­ბის გამო და თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად მო­რი­გი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. OCCRP წერს, რომ მათი სტა­ტია არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არა­მედ მის მე­უღ­ლეს, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს ეხე­ბო­და. რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ფლო­ბა, რა­საც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ სკან­და­ლად" გა­სა­ღე­ბას ცდი­ლობ­და, პირ­ვე­ლად სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­და სა­ჯა­რო, რო­დე­საც 2013 წელს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მათ შო­რის, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბიც მი­უ­თი­თა.

ამას­თა­ნა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მელ­საც პრე­ტენ­ზია აქვს "სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე", უნდა იცო­დეს, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის ფორ­მას იმი­ტომ აქვს ოჯა­ხის წევ­რე­ბის გრა­ფა, რომ ის სა­ერ­თო ქო­ნე­ბად ით­ვლე­ბა და მათი თა­ვის მარ­თლე­ბა, თით­ქოს სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი იყო მხო­ლოდ ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე­ზე და არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, სიც­რუ­ის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნის უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბაა.

გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, ოფ­შო­რე­ბის ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნის თემა შე­მო­ე­ტა­ნა დღის წეს­რიგ­ში, მაგ­რამ ამ სა­კი­თხში ჩა­ყო­ლას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს. კა­ნო­ნი რომ გა­მარ­თუ­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვად დახ­ვე­წი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მხო­ლოდ სი­კე­თის მომ­ტა­ნია, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მოხ­სე­ნე­ბა. ხოლო მე­დი­ას­თან, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ის მარ­ტივ წე­სებ­ში ვერ ერ­კვე­ვა, ოფ­შო­რის რთულ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე სა­უ­ბარს არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს.

კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბით, რომ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც თავი შე­ვი­კა­ვეთ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­გან. იმედს ვი­ტო­ვებთ, სხვა დროს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სტა­ტი­ე­ბი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლურ სტან­დარტს მა­ინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თავის მართლება, რომ სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის მცდელობაა" - "ოცნება" OCCRP-ის ინფორმაციაზე

"თავის მართლება, რომ სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის მცდელობაა" - "ოცნება" OCCRP-ის ინფორმაციაზე

"ქართული ოცნების" პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) მიერ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.

  • ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია "ახლად აღმოჩენილ სკანდალად" გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.

ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს "საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე", უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.