სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსის სიმპტომებს" - პენიტენციური სამსახური
"ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსის სიმპტომებს" - პენიტენციური სამსახური

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი პა­ტიმ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

საქ­მე ეხე­ბა ქუ­თა­ი­სის N2 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­თაც ენ­ტე­რო ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქუ­თა­ი­სის N2 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 აგ­ვის­ტოს N2 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა შო­რის გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჩი­ვი­ლე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა შე­საძ­ლო ენ­ტე­რო ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მებს. მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა ნა­წი­ლი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში.

ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა მიერ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფა­სე­ბულ იქნა რო­გორც სტა­ბი­ლუ­რი, მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის დარ­ღვე­ვე­ბით. პა­ცი­ენ­ტებს გა­ე­წი­ათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ჩა­უ­ტარ­დათ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და დაბ­რუნ­დე­ბი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის ად­გი­ლას.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსის სიმპტომებს" - პენიტენციური სამსახური

"ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსის სიმპტომებს" - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ეხება ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდადებულის მდგომარეობას, რომელთაც ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდადებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდადებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში.