კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს: უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკები გაიფიცნენ
ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს: უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკები გაიფიცნენ

ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 9 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, 31 წლის სტა­ჟი­ო­რი ექი­მი მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სე­მი­ნა­რე­ბის ოთახ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად წა­ვი­და. ამის შემ­დეგ ის ცო­ცხა­ლი აღა­რა­ვის უნა­ხავს...

მე­ო­რე დი­ლით, მის­მა კო­ლე­გებ­მა მისი ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. პო­ლი­ცი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­ხა­ლი­სე მუ­შა­კი და­ა­კა­ვა. საქ­მე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბე­ბით აღიძ­რა.

კოლ­კა­ტა­ში და მთელ და­სავ­ლეთ ბენ­გალ­ში ათი ათა­სო­ბით ქალი დღეს შუ­ა­ღა­მი­სას, "ღა­მის დაბ­რუ­ნე­ბის" მარშში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მათი მო­თხოვ­ნა "თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ში­შის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა" იქ­ნე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ინ­დო­ე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის წინა დღეს ტარ­დე­ბა. რო­გორც ქა­ლაქ­ში, ისე მთელ ინ­დო­ეთ­ში, ექი­მე­ბი გა­ი­ფიც­ნენ და ისი­ნი ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა და­სა­ცა­ვად მკაცრ ფე­დე­რა­ლურ კა­ნონს მო­ი­თხო­ვენ.

ტრა­გი­კულ­მა ინ­ცი­დენ­ტმა ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს კვლავ მი­ა­პყრო ყუ­რა­დღე­ბა.

ქა­ლე­ბი ინ­დო­ე­თის ექი­მე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30%-სა და სა­ექთ­ნო პერ­სო­ნა­ლის 80%-ს შე­ად­გე­ნენ. ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით დიდი საფრ­თხის ქვეშ არი­ან, ვიდ­რე მათი მა­მა­კა­ცი კო­ლე­გე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი 2022 წელს ქალ­თა მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის შე­მაშ­ფო­თე­ბელ, 4%-იან ზრდას ცხად­ყოფს, ამ სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის 20%-ზე მეტი კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და თავ­დას­ხმას მო­ი­ცავს. გა­სულ კვი­რას კოლ­კა­ტას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდარ­მა და­ნა­შა­ულ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­გან­გა­შო რის­კე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, რომ­ლებ­საც ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ინ­დო­ე­თის მრა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აწყდე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად 3 500-ზე მეტ პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა, გა­დატ­ვირ­თულ სტა­ჟი­ორ ექი­მებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი უწყვე­ტად, 36 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, არ ჰქონ­დათ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, რაც აი­ძუ­ლებ­დათ, მე­სა­მე სარ­თულ­ზე, სე­მი­ნა­რე­ბის ოთახ­ში მო­ეს­ვე­ნათ.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ მო­ხა­ლი­სეს პრობ­ლე­მუ­რი წარ­სუ­ლით, კლი­ნი­კა­ში შეს­ვლის შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა ჰქონ­და. პო­ლი­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ მო­ხა­ლი­სე­ზე არა­ნა­ი­რი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

"სა­ა­ვად­მყო­ფო ყო­ველ­თვის ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი სახ­ლი იყო; შინ მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვართ. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ის ასე­თი სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ", - ამ­ბობს კოლ­კა­ტას ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის უმ­ცრო­სი ექი­მი, მად­ჰუ­პარ­ნა ნან­დი.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ის მეან-გი­ნე­კო­ლო­გი­ის რე­ზი­დენ­ტია, ქალი ექი­მე­ბის­თვის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი და ცალ­კე ტუ­ა­ლე­ტე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი არ არის.

"პა­ცი­ენ­ტე­ბის ან ექთ­ნე­ბის ტუ­ა­ლე­ტებს ვი­ყე­ნებ, თუ ამის ნე­ბას დამ­რთა­ვენ. რო­დე­საც გვი­ან ვმუ­შა­ობ, ზოგ­ჯერ პა­ლა­ტა­ში, პა­ცი­ენ­ტის ცა­რი­ელ სა­წოლ­ზე ან ვიწ­რო მო­საც­დელ ოთახ­ში მძი­ნავს", - აღ­ნიშ­ნა დოქ­ტორ­მა ნან­დიმ BBC-სთან სა­უბ­რის დროს.

მისი თქმით, 2021 წელს, რო­დე­საც კო­ვიდ პან­დე­მია პიკ­ში იყო, ღა­მით მის ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და, ის შე­ხე­ბით გა­აღ­ვი­ძეს და მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი ენა­ხათ.

"ამ ინ­ცი­დენ­ტით შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ საქ­მე იქამ­დე მი­ვი­დო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მი გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნათ ან მო­ეკ­ლათ", - აღ­ნიშ­ნავს დოქ­ტო­რი ნან­დი.

ის, რაც პა­რას­კევს მოხ­და, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი მუმ­ბა­ის ცნო­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექთ­ნის, არუ­ნა შან­ბა­უ­გის შემ­თხვე­ვა იყო, რო­მე­ლიც მუდ­მივ ვე­გე­ტა­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩა მას შემ­დეგ, რაც 1973 წელს პა­ლა­ტის მომ­ვლელ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მისი დახ­რჩო­ბა სცა­და. შან­ბა­უ­გი 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბი­თა და პა­რა­ლი­ზე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ. უფრო ახ­ლა­ხან, 2023 წელს, კე­რა­ლა­ში, 23 წლის სტა­ჟი­ო­რი, ვან­და­ნა დასი ნას­ვამ­მა პა­ცი­ენ­ტმა ქი­რურ­გი­უ­ლი მაკ­რატ­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა.

ინ­დო­ეთს ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა და­სა­ცა­ვად მკაც­რი ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი არ აქვს. ზო­გი­ერ­თმა შტატ­მა, რო­გო­რიც ჰა­რი­ა­ნაა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად კერ­ძო დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ნა­თავ­სა. 2022 წელს ფე­დე­რა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ შტა­ტებს მო­უ­წო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გაწ­ვრთნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ, და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ კა­მე­რე­ბი, შე­ექ­მნათ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი, "არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის" შეს­ვლა შე­ე­ზღუ­დათ და დამ­ნა­შა­ვე­თა წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რე­ბი შე­ე­ტა­ნათ. თუმ­ცა, აქე­დან ბევ­რი რამ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

გა­ფი­ცუ­ლი ექი­მე­ბიც იმედ­გა­და­წუ­რულ­ნი არი­ან.

"არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა... მო­ლო­დი­ნი იქ­ნე­ბა, რომ ექი­მებ­მა დღე და ღამე უნდა იმუ­შა­ონ და შე­ვიწ­რო­ვე­ბა ისე აი­ტა­ნონ, თით­ქოს ეს ნორ­მაა", - ამ­ბობს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს: უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკები გაიფიცნენ

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს: უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკები გაიფიცნენ

ინდოეთის ერთ-ერთ უძველეს საავადმყოფოში, 9 აგვისტოს, დილით, 31 წლის სტაჟიორი ექიმი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სემინარების ოთახში დასაძინებლად წავიდა. ამის შემდეგ ის ცოცხალი აღარავის უნახავს...

მეორე დილით, მისმა კოლეგებმა მისი ნახევრად შიშველი სხეული აღმოაჩინეს, რომელსაც მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა. პოლიციამ მოგვიანებით საავადმყოფოს მოხალისე მუშაკი დააკავა. საქმე გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებებით აღიძრა.

კოლკატაში და მთელ დასავლეთ ბენგალში ათი ათასობით ქალი დღეს შუაღამისას, "ღამის დაბრუნების" მარშში მიიღებს მონაწილეობას. მათი მოთხოვნა "თავისუფლებასა და შიშის გარეშე ცხოვრების უფლება" იქნება. საპროტესტო აქცია ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ტარდება. როგორც ქალაქში, ისე მთელ ინდოეთში, ექიმები გაიფიცნენ და ისინი ჯანდაცვის მუშაკთა დასაცავად მკაცრ ფედერალურ კანონს მოითხოვენ.

ტრაგიკულმა ინციდენტმა ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს კვლავ მიაპყრო ყურადღება.

ქალები ინდოეთის ექიმების დაახლოებით 30%-სა და საექთნო პერსონალის 80%-ს შეადგენენ. ისინი გაცილებით დიდი საფრთხის ქვეშ არიან, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები. ოფიციალური მონაცემები 2022 წელს ქალთა მიმართ დანაშაულის შემაშფოთებელ, 4%-იან ზრდას ცხადყოფს, ამ სახის დანაშაულის 20%-ზე მეტი კი გაუპატიურებასა და თავდასხმას მოიცავს. გასულ კვირას კოლკატას საავადმყოფოში მომხდარმა დანაშაულმა უსაფრთხოების საგანგაშო რისკები გამოააშკარავა, რომლებსაც ქალი თანამშრომლები ინდოეთის მრავალ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში აწყდებიან.

აღნიშნულ საავადმყოფოში, რომელიც ყოველდღიურად 3 500-ზე მეტ პაციენტს ემსახურება, გადატვირთულ სტაჟიორ ექიმებს, რომელთაგან ზოგიერთი უწყვეტად, 36 საათამდე მუშაობდა, არ ჰქონდათ დასასვენებელი ოთახები, რაც აიძულებდათ, მესამე სართულზე, სემინარების ოთახში მოესვენათ.

გამოძიების თანახმად, დაკავებულ ბრალდებულ მოხალისეს პრობლემური წარსულით, კლინიკაში შესვლის შეუზღუდავი უფლება ჰქონდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ მოხალისეზე არანაირი ბიოგრაფიული შემოწმება არ ჩატარებულა.

"საავადმყოფო ყოველთვის ჩვენი უპირველესი სახლი იყო; შინ მხოლოდ დასასვენებლად მივდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის ასეთი საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ინციდენტის შემდეგ, თავზარდაცემულები ვართ", - ამბობს კოლკატას ეროვნული სამედიცინო კოლეჯის უმცროსი ექიმი, მადჰუპარნა ნანდი.

საავადმყოფოში, სადაც ის მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტია, ქალი ექიმებისთვის დასასვენებელი ოთახები და ცალკე ტუალეტები გამოყოფილი არ არის.

"პაციენტების ან ექთნების ტუალეტებს ვიყენებ, თუ ამის ნებას დამრთავენ. როდესაც გვიან ვმუშაობ, ზოგჯერ პალატაში, პაციენტის ცარიელ საწოლზე ან ვიწრო მოსაცდელ ოთახში მძინავს", - აღნიშნა დოქტორმა ნანდიმ BBC-სთან საუბრის დროს.

მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც კოვიდ პანდემია პიკში იყო, ღამით მის ოთახში რამდენიმე მამაკაცი შევარდა, ის შეხებით გააღვიძეს და მოითხოვდნენ, რომ ერთ-ერთი პაციენტი ენახათ.

"ამ ინციდენტით შოკირებული ვიყავი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ საქმე იქამდე მივიდოდა, რომ შეიძლებოდა, საავადმყოფოში ექიმი გაეუპატიურებინათ ან მოეკლათ", - აღნიშნავს დოქტორი ნანდი.

ის, რაც პარასკევს მოხდა, ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ყველაზე შოკისმომგვრელი მუმბაის ცნობილი საავადმყოფოს ექთნის, არუნა შანბაუგის შემთხვევა იყო, რომელიც მუდმივ ვეგეტატიურ მდგომარეობაში დარჩა მას შემდეგ, რაც 1973 წელს პალატის მომვლელმა გააუპატიურა და მისი დახრჩობა სცადა. შანბაუგი 2015 წელს გარდაიცვალა, 42 წლის განმავლობაში მძიმე ტვინის დაზიანებითა და პარალიზებულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ. უფრო ახლახან, 2023 წელს, კერალაში, 23 წლის სტაჟიორი, ვანდანა დასი ნასვამმა პაციენტმა ქირურგიული მაკრატლით სასიკვდილოდ დაჭრა.

ინდოეთს ჯანდაცვის მუშაკთა დასაცავად მკაცრი ფედერალური კანონი არ აქვს. ზოგიერთმა შტატმა, როგორიც ჰარიანაა, სახელმწიფო საავადმყოფოებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კერძო დაცვის თანამშრომლები განათავსა. 2022 წელს ფედერალურმა მთავრობამ შტატებს მოუწოდა, საავადმყოფოებში გაწვრთნილი უსაფრთხოების ძალები განეთავსებინათ, დაემონტაჟებინათ კამერები, შეექმნათ სწრაფი რეაგირების ჯგუფები, "არასასურველი პირებისთვის" შესვლა შეეზღუდათ და დამნაშავეთა წინააღმდეგ საჩივრები შეეტანათ. თუმცა, აქედან ბევრი რამ არ განხორციელებულა.

გაფიცული ექიმებიც იმედგადაწურულნი არიან.

"არაფერი შეიცვლება... მოლოდინი იქნება, რომ ექიმებმა დღე და ღამე უნდა იმუშაონ და შევიწროვება ისე აიტანონ, თითქოს ეს ნორმაა", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

წყარო