მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნებართვა გუშინ შეჩერდა, დღეს გაიცა - რა ხდება ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარშემო და რატომ შეცვალა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება: დოკუმენტის დეტალები
ნებართვა გუშინ შეჩერდა, დღეს გაიცა - რა ხდება ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარშემო და რატომ შეცვალა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება: დოკუმენტის დეტალები

გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ბა­თუმ­ში, შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მიერ შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მო­წყო­ბა­ზე გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვა გას­ცა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტის მას­შტა­ბის და მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

“შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მიერ სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში, 2023 წლის 24 ნო­ემ­ბერს წარ­მოდ­გე­ნილ იქნა ქ. ბა­თუმ­ში, სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მო­წყო­ბის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ა­გენ­ტომ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნა და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბა­ში ჩარ­თვა. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო პრო­ცე­სის სრუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბა.

  • ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე, სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბი­სა და სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის მიზ­ნით, სა­ა­გენ­ტოს მიერ 2024 წლის 19 აპ­რილს შე­ჩერ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და კომ­პა­ნი­ას ეთხო­ვა პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი/და­ზუს­ტე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა. და­ზუს­ტე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ასე­ვე იყო სა­ჯა­რო - და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრა შე­ნიშ­ვნე­ბის/მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ვადა. ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ას გან­ხილ­ვი­სა და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის წარ­მოდ­გე­ნის მიზ­ნით.

წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე, შპს “ტერ­მი­ნალ 1-ის“ მიერ სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მოდ­გე­ნილ იქნა კო­რეს­პონ­დენ­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, შპს “ტერ­მი­ნალ 1“ და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევ­და კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა/მო­წყო­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან კუნ­ძუ­ლის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია ფა­რავს შპს “ტერ­მი­ნალ 1-ის“ ნავ­მი­სად­გომ­ზე მო­მა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო ხო­მალ­დე­ბის შე­მოს­ვლის, მა­ნევ­რის და დგო­მის მარ­შრუტს და საფრ­თხეს უქ­მნი­და ტერ­მი­ნა­ლის უსაფრ­თხო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ა­გენ­ტოს მიერ კვლავ შე­ჩერ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დს“ ეთხო­ვა შპს “ტერ­მი­ნალ 1-ის“ მიერ დას­მულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის/დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შპს “ტერ­მი­ნალ 1“- მა სა­ა­გენ­ტოს და­მა­ტე­ბით მი­მარ­თა 2024 წლის 5 აგ­ვის­ტოს. ვი­ნა­ი­დან, წე­რი­ლებ­ში დას­მუ­ლი სა­კი­თხე­ბი სცილ­დე­ბო­და გზშ-ს ფარ­გლებს და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კომ­პე­ტენ­ცი­ას, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და ეთხო­ვა და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, “ტერ­მი­ნალ 1-სა“ და შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დს“ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ შე­ი­ზღუ­დე­ბა იმ ნავ­მი­სად­გომ­ზე ტან­კე­რე­ბის შე­მოს­ვლა-გას­ვლა, რომ­ლი­თაც სარ­გებ­ლობს “ტერ­მი­ნა­ლი 1"; ასე­ვე, შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მიერ და­გეგ­მი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და მისი შემ­დგო­მი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია არ შე­უქ­მნის საფრ­თხეს შპს “ტერ­მი­ნალ 1-ის“ ოპე­რი­რე­ბის ქვეშ მყო­ფი სა­ნავ­სად­გუ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, მათ შო­რის ტერ­მი­ნა­ლის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გე­მე­ბის უსაფრ­თხო შეს­ვლა/გას­ვლას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ 2024 წლის 12 აგ­ვის­ტოს წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის/დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გან­ხილ­ვის სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის დას­კვნე­ბის შე­ჯე­რე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, ქ. ბა­თუმ­ში, შპს “ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მიერ შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მო­წყო­ბა­ზე გა­ი­ცა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­შიც აი­სა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი/მო­საზ­რე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი იყო სა­ჯა­რო და მისი ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე: https://ei.gov.ge/ka/info/07c2fbc5-6f92-4ead-8caf-bbb2fab13af1 “,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნებართვა გუშინ შეჩერდა, დღეს გაიცა - რა ხდება ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარშემო და რატომ შეცვალა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება: დოკუმენტის დეტალები

ნებართვა გუშინ შეჩერდა, დღეს გაიცა - რა ხდება ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარშემო და რატომ შეცვალა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება: დოკუმენტის დეტალები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

“შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ უზრუნველყო საექსპერტო კომისიის შექმნა და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა. დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, უზრუნველყოფილი იყო პროცესის სრული გამჭვირვალობა.

  • ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკითხების დაზუსტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 19 აპრილს შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ეთხოვა პროექტთან დაკავშირებული დამატებითი/დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. დაზუსტებული დოკუმენტაცია ასევე იყო საჯარო - და დაინტერესებული პირებისთვის განისაზღვრა შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენის ვადა. ინფორმაცია გადაეგზავნა საექსპერტო კომისიას განხილვისა და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენის მიზნით.

წარმოების ეტაპზე, შპს “ტერმინალ 1-ის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმად, შპს “ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს “ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ეთხოვა შპს “ტერმინალ 1-ის“ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა.

აღნიშნულ საკითხზე შპს “ტერმინალ 1“- მა სააგენტოს დამატებით მიმართა 2024 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, “ტერმინალ 1-სა“ და შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს “ტერმინალი 1"; ასევე, შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს “ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 2024 წლის 12 აგვისტოს წერილის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება.

წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელშიც აისახა საზოგადოებისგან წარმოდგენილი არგუმენტირებული შენიშვნები/მოსაზრებები.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი იყო საჯარო და მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/07c2fbc5-6f92-4ead-8caf-bbb2fab13af1 “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"