მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანმა ისრაელს პირობები წაუყენა - რა შემთხვევაში განახორციელებს ქვეყანა პირდაპირ თავდასხმას: სამმა მაღალჩინოსანმა დეტალები გათქვა
ირანმა ისრაელს პირობები წაუყენა - რა შემთხვევაში განახორციელებს ქვეყანა პირდაპირ თავდასხმას: სამმა მაღალჩინოსანმა დეტალები გათქვა

“მხო­ლოდ ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას შე­უძ­ლია ის­რა­ე­ლის მი­მართ, ირა­ნის შუ­რის­ძი­ე­ბის გა­და­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Reuters-ი სამ ირა­ნელ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

“ერთ-ერ­თმა წყა­რომ, ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, თქვა, რომ ირა­ნი, მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, რო­გო­რი­ცაა ჰეზ­ბო­ლა, იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყებს პირ­და­პირ თავ­დას­ხმას, თუ ღა­ზა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ან ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ ის­რა­ე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აჭი­ა­ნუ­რებს.

წყა­რო­ებს არ უთ­ქვამთ, რამ­დენ ხანს და­უშ­ვებს ირა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს“, - წერს მე­დია.

ის­რა­ელ­მა და ჰა­მა­სმა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე რა­უნ­დი გა­მარ­თეს.

ის­რა­ელ­ში კი ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი თვლის, რომ მათი რე­ა­გი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია მას შემ­დეგ, რაც უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნი ის­რა­ელს "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბის­თვის "მკაც­რად დას­ჯის".

ცოტა ხნის წინ, ირა­ნის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა უზე­ნა­ეს ლი­დერს თა­ვის შე­კა­ვე­ბა სთხო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნის მხრი­დან, ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმა წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­დე­გებს მო­უ­ტანს მსოფ­ლი­ოს.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ი­რან­ში “ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ის­რა­ელს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, ირა­ნი და “ჰა­მა­სი“ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბა­ში ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და “ჰეზ­ბო­ლას­თან“ ერ­თად შუ­რის­ძი­ე­ბის პი­რო­ბას დე­ბენ.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი აცხა­დებ­და, რომ "სი­ო­ნის­ტე­ბი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არი­ან, რომ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ომი და­ი­წყონ. მათ ამის­თვის არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და არც ძალა“, - გა­ნა­ცხა­და ალი ბა­გერ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ირანმა ისრაელს პირობები წაუყენა - რა შემთხვევაში განახორციელებს ქვეყანა პირდაპირ თავდასხმას: სამმა მაღალჩინოსანმა დეტალები გათქვა

ირანმა ისრაელს პირობები წაუყენა - რა შემთხვევაში განახორციელებს ქვეყანა პირდაპირ თავდასხმას: სამმა მაღალჩინოსანმა დეტალები გათქვა

“მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია ისრაელის მიმართ, ირანის შურისძიების გადადება“, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ერთ-ერთმა წყარომ, ირანის უშიშროების მაღალჩინოსანმა, თქვა, რომ ირანი, მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა ჰეზბოლა, იმ შემთხვევაში დაიწყებს პირდაპირ თავდასხმას, თუ ღაზაზე მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება ან ცხადი გახდება, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

წყაროებს არ უთქვამთ, რამდენ ხანს დაუშვებს ირანი მოლაპარაკებების პროცესს“, - წერს მედია.

ისრაელმა და ჰამასმა ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს.

ისრაელში კი ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ მათი რეაგირება გარდაუვალია მას შემდეგ, რაც უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელს "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის "მკაცრად დასჯის".

ცოტა ხნის წინ, ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა უზენაეს ლიდერს თავის შეკავება სთხოვა და განაცხადა, რომ ირანის მხრიდან, ისრაელზე თავდასხმა წარმოუდგენელ შედეგებს მოუტანს მსოფლიოს.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ თეირანში “ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, ირანი და “ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და “ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი აცხადებდა, რომ "სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ. მათ ამისთვის არც შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა“, - განაცხადა ალი ბაგერმა.

იხილეთ ასევე: