მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძარს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძარს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

“სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი სწავ­ლობს ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას შემ­თხვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ცეს­ში“, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს.

“სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვედ დგას ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის სა­თა­ნა­დო გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­მოწ­ვე­ვე­ბი. არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, მიზ­ნობ­რი­ვი ცენ­ტრა­ლუ­რი/მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვერ პა­სუ­ხობს ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის კუ­თხით, ეფექ­ტუ­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ოჯა­ხე­ბის გრძელ­ვა­დი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, გა­დად­გან ყვე­ლა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი სი­ღა­რი­ბე­ში მყო­ფი ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ბავ­შვთა ეფექ­ტი­ან დაც­ვას და ოჯა­ხე­ბის გრძელ­ვა­დი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბას, ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძარს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძარს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

“სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში“, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.