კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურსკის შემდეგ, რუსებმა ევაკუაცია ბელგოროდის ოლქშიც დაიწყეს - ISW - ის შეფასებით, უკრაინელები რუსეთის 40-მდე დასახლებულ პუნქტში მოქმედებენ
კურსკის შემდეგ, რუსებმა ევაკუაცია ბელგოროდის ოლქშიც დაიწყეს - ISW - ის შეფასებით, უკრაინელები რუსეთის 40-მდე დასახლებულ პუნქტში მოქმედებენ

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრძელ­დე­ბა.

  • კურსკის ოლი­ქის შემ­დეგ, რუ­სებ­მა ევა­კუ­ცია ბელ­გო­რო­დის ოლ­ქშიც და­ი­წყეს

გუ­შინ, ბელ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვია­ჩეს­ლავ გლად­კოვმა კრას­ნო­ი­ა­რუჟს­კის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­თა ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ი­ო­ნი რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქსა და უკ­რა­ი­ნის სუ­მის ოლქს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სას­ვლე­ლი ჩა­კე­ტა. დღე­ვან­დე­ლი ცნო­ბე­ბით, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის კრას­ნო­ი­ა­რუჟს­კის რა­ი­ო­ნი 11 ათას­ზე მეტ­მა მცხოვ­რებ­მა და­ტო­ვა.

"ახლა ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა დრო­ე­ბი­თი გან­სახ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში, ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან კვე­ბით, სა­წო­ლე­ბით, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გლად­კოვ­მა.

  • სირსკის გან­ცხა­დე­ბა

კურსკის ოლ­ქში ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. რო­გორც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შტა­ბის სხდო­მა­ზე გა­ნუ­ცხა­და, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კმ² უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის.

"ამ­ჟა­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კმ² ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ არის. სი­ტუ­ა­ცია ჩვენს კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრ სირსკიმ.

  • "ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის" შე­ფა­სე­ბა

ამე­რი­კუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის, "ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის" (ISW) შე­ფა­სე­ბით, რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ალექ­სეი სმირ­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის ჯა­რებ­მა კურსკის ოლ­ქში და­ი­კა­ვეს 28 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი და სა­ზღვრის 40-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის გას­წვრივ, ოლ­ქის სიღ­რმე­ში წინ წა­ი­წი­ეს და­ახ­ლო­ე­ბით 12 კი­ლო­მეტ­რით. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი სმირ­ნოვ­მა 12 აგ­ვის­ტოს წა­რუდ­გი­ნა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს.

ISW-ის ექ­სპერ­ტე­ბი სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის და გე­ო­ლო­კა­ცი­უ­რი კად­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წე­რენ, რომ 11 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ კურსკის ოლ­ქის 29 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, ხოლო 12 აგ­ვის­ტოს - 40-ში. ამე­რი­კე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თა­ნახ­მად, სულ ახ­ლა­ხან უკ­რა­ი­ნის ძა­ლე­ბი სა­ზღვრი­დან 24 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ში იყ­ვნენ.

ISW-ს ეჭვი ეპა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, გე­ნე­რალ ოლექ­სან­დრ სირსკის გან­ცხა­დე­ბა­შიც, რომ კურსკის ოლ­ქში აკონ­ტრო­ლე­ბენ და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კმ²-ს. ამე­რი­კე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის ძა­ლე­ბი წინსვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მას­შტა­ბის ფარ­გლებ­ში მთელ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

  • უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სუ­ჯა­ში

უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რომ­ლის გე­ო­ლო­კა­ცი­ად კურსკის რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ სუ­ჯის ცენ­ტრი, კარლ მარ­ქსის ქუ­ჩაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია. ვი­დე­ო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ უნა­ხავს.

რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, რომ კურსკის ოლ­ქის ქა­ლა­ქი სუჯა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის.

12 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა კურსკის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ სუ­ჯის აღ­მო­სავ­ლეთ გა­რე­უ­ბან­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ეს შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აქვთ დამ­ყა­რე­ბუ­ლი ქა­ლაქ­ზე.

ქა­ლა­ქი სუჯა გახ­და კურსკის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის 6 აგ­ვის­ტო­დან და­წყე­ბუ­ლი შე­ტე­ვის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე. რო­გორც სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ქა­ლა­ქის აღე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლონ შე­ტე­ვა.

  • ჯონ კირ­ბის გან­ცხა­დე­ბა

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ჯონ კირ­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ კურსკის ოლ­ქში შეს­ვლა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლია და­სავ­ლე­თის მიერ, არის პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის სა­სა­ცი­ლო ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ებღა­უ­ჭე­ბა.

"ერ­თა­დერ­თი, ვინც უკ­რა­ი­ნას­თან ომ­შია, რუ­სე­ბი არი­ან. ისი­ნი შე­იჭრ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში და უკ­რა­ი­ნა იცავს თავს აგ­რე­სი­ის­გან. ეს არის რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ - არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი და ასე იყო თა­ვი­დან­ვე. ეს არის პუ­ტი­ნის ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და თუ მას ეს არ მოს­წონს, თუ ეს მას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, მა­შინ არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი: შე­უძ­ლია უბ­რა­ლოდ გა­მო­ვი­დეს უკ­რა­ი­ნი­დან და შე­წყვი­ტოს ის“, - აღ­ნიშ­ნა ჯონ კირ­ბიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში 6 აგ­ვის­ტო­დან მოქ­მე­დე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კურსკის შემდეგ, რუსებმა ევაკუაცია ბელგოროდის ოლქშიც დაიწყეს - ISW - ის შეფასებით, უკრაინელები რუსეთის 40-მდე დასახლებულ პუნქტში მოქმედებენ

კურსკის შემდეგ, რუსებმა ევაკუაცია ბელგოროდის ოლქშიც დაიწყეს - ISW - ის შეფასებით, უკრაინელები რუსეთის 40-მდე დასახლებულ პუნქტში მოქმედებენ

უკრაინის სამხედრო ძალების ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება.

  • კურსკის ოლიქის შემდეგ, რუსებმა ევაკუცია ბელგოროდის ოლქშიც დაიწყეს

გუშინ, ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი რუსეთის კურსკის ოლქსა და უკრაინის სუმის ოლქს შორის მდებარეობს. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა. დღევანდელი ცნობებით, ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა.

"ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, - განაცხადა გლადკოვმა.

  • სირსკის განცხადება

კურსკის ოლქში ოპერაციის შესახებ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის სხდომაზე განუცხადა, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² უკრაინის კონტროლის ქვეშ არის.

"ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

  • "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" შეფასება

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რეალობას არ ასახავს რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადება, რომ უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 28 დასახლებული პუნქტი და საზღვრის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს დაახლოებით 12 კილომეტრით. ეს მონაცემები სმირნოვმა 12 აგვისტოს წარუდგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ISW-ის ექსპერტები საჯაროდ გავრცელებული ცნობების და გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერენ, რომ 11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინელი სამხედროები მოქმედებდნენ კურსკის ოლქის 29 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 12 აგვისტოს - 40-ში. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სულ ახლახან უკრაინის ძალები საზღვრიდან 24 კილომეტრის სიღრმეში იყვნენ.

ISW-ს ეჭვი ეპარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის განცხადებაშიც, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ დაახლოებით 1000 კმ²-ს. ამერიკელი ანალიტიკოსები არ მიიჩნევენ, რომ უკრაინის ძალები წინსვლის გაცხადებული მასშტაბის ფარგლებში მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ.

  • უკრაინელები სუჯაში

უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის გეოლოკაციად კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯის ცენტრი, კარლ მარქსის ქუჩაა დაფიქსირებული. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია. ვიდეოზე გამოსახული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ირწმუნება, რომ ქალაქის ცენტრში რუსი ჯარისკაცები არ უნახავს.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="BRAVO_Team_chanel/62" data-width="100%"></script>

რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა, დიდი ალბათობით, უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ არის.

12 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკა კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯის აღმოსავლეთ გარეუბანში დააფიქსირეს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრული კონტროლი აქვთ დამყარებული ქალაქზე.

ქალაქი სუჯა გახდა კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის 6 აგვისტოდან დაწყებული შეტევის მთავარი სამიზნე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები და მოქმედი სამხედროები ამბობენ, ქალაქის აღება უკრაინელებს საშუალებას მისცემს, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გააგრძელონ შეტევა.

  • ჯონ კირბის განცხადება

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში შესვლა კოორდინირებულია დასავლეთის მიერ, არის პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული ებღაუჭება.

"ერთადერთი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. ისინი შეიჭრნენ უკრაინაში და უკრაინა იცავს თავს აგრესიისგან. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ - არც მეტი, არც ნაკლები და ასე იყო თავიდანვე. ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მას ეს არ მოსწონს, თუ ეს მას დისკომფორტს უქმნის, მაშინ არსებობს მარტივი გამოსავალი: შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ის“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან მოქმედებენ.

იხილეთ ასევე: