მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო
"ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

"ევო­ლუ­შენ ჯორ­ჯი­ას“ გა­ფი­ცულ­მა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა, პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, შიმ­ში­ლო­ბას მი­მარ­თა.

რო­გორც გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, პრო­ტეს­ტის ამ მე­თო­დის­თვის მი­ე­მარ­თათ, რად­გან კომ­პა­ნი­ი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე მზა­ო­ბა არ ჩანს.

მა­თი­ვე თქმით, "ევო­ლუ­შენ ჯორ­ჯი­ას“ ად­მი­ნის­ტრა­ცია, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრომ­ლებს და­აბ­რა­ლონ.

"დღეს გა­ფიც­ვის 33-ე დღეა და გა­ფი­ცუ­ლებ­მა შიმ­ში­ლი და­ვი­წყეთ. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შიმ­ში­ლო­ბა არ დაგ­ვე­წყო და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მიგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ამ­გვა­რი ში­ნა­არ­სის გზავ­ნი­ლე­ბი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც და მე­ნე­ჯმენ­ტის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გა­ნაც მო­დი­ო­და. ვე­თან­ხმე­ბი მათ, რომ ეს კომ­პა­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბად არ ღირს. ჩვენ ამას ვა­კე­თებთ მათ­თვის, რომ­ლე­ბიც აქ მუ­შა­ო­ბენ. პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია, და­ბა­ლი შრო­მის სტან­დარ­ტია, რო­მე­ლიც თა­ვი­სით არ მოგ­ვარ­დე­ბა. ჩვენ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, თუნ­დაც ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად. ამ დღე­ებ­ში კომ­პა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო და გა­ფი­ცუ­ლე­ბი ვერ შეგ­ვა­ში­ნა, დაგ­ვშა­ლა ვერ დაგვღა­ლა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნია ცდი­ლობ­და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბობს, ცდი­ლო­ბენ, რომ ჩვენ დაბ­რა­ლე­ბას დაგ­ვაბ­რა­ლონ. 1-ელ აგ­ვის­ტოს გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ქვეყ­ნი­დან გა­დი­ოდ­ნენ და ბა­ზარს ტო­ვებ­დნენ, ამით ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სცა­დეს, თით­ქოს ეს გა­ფი­ცუ­ლე­ბის ბრა­ლი იყო. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ არ­სად წამ­სვლე­ლე­ბი არ არი­ან და დღეს კომ­პა­ნია ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე კომ­პა­ნი­ის­გან მზა­ო­ბა არ არის და მოგ­ვი­წია რა­დი­კა­ლუ­რო ზო­მე­ბის­თვის მიგ­ვე­მარ­თა. კომ­პა­ნია ცდი­ლობს, გა­ფი­ცუ­ლე­ბი შიგ­ნით მო­მუ­შა­ვე ხალ­ხთან დაგ­ვა­პი­რის­პი­როს. დღეს 14:00 სა­ათ­ზე მე­ნე­ჯმენ­ტი კონ­ტრაქ­ცი­ას გა­მარ­თავს, რო­მე­ლიც გა­ფი­ცუ­ლე­ბის "გა­შა­ვე­ბას“ ემ­სა­ხუ­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მა­ხა­რე პა­ტა­შურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

"ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

"ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლების ნაწილმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, ისინი იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ მეთოდისთვის მიემართათ, რადგან კომპანიიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ჩანს.

მათივე თქმით, "ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ყველანაირად ცდილობს, კომპანიაში არსებული პრობლემები გაფიცულ თანამშრომლებს დააბრალონ.

"დღეს გაფიცვის 33-ე დღეა და გაფიცულებმა შიმშილი დავიწყეთ. ამ დღეების განმავლობაში, ხშირად მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შიმშილობა არ დაგვეწყო და ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა. ამგვარი შინაარსის გზავნილები დასაქმებულებისგანაც და მენეჯმენტის გარკვეული წარმომადგენლებისგანაც მოდიოდა. ვეთანხმები მათ, რომ ეს კომპანია ჯანმრთელობის დაზიანებად არ ღირს. ჩვენ ამას ვაკეთებთ მათთვის, რომლებიც აქ მუშაობენ. პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია, დაბალი შრომის სტანდარტია, რომელიც თავისით არ მოგვარდება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად. ამ დღეებში კომპანიამ ვერ შეძლო და გაფიცულები ვერ შეგვაშინა, დაგვშალა ვერ დაგვღალა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია ცდილობდა დასაქმებულების ჩვენთან დაპირისპირებას.

ის პრობლემები, რაც კომპანიაში არსებობს, ცდილობენ, რომ ჩვენ დაბრალებას დაგვაბრალონ. 1-ელ აგვისტოს გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყნიდან გადიოდნენ და ბაზარს ტოვებდნენ, ამით ხალხის გაღიზიანება სცადეს, თითქოს ეს გაფიცულების ბრალი იყო. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ არსად წამსვლელები არ არიან და დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მოლაპარაკებებზე კომპანიისგან მზაობა არ არის და მოგვიწია რადიკალურო ზომებისთვის მიგვემართა. კომპანია ცდილობს, გაფიცულები შიგნით მომუშავე ხალხთან დაგვაპირისპიროს. დღეს 14:00 საათზე მენეჯმენტი კონტრაქციას გამართავს, რომელიც გაფიცულების "გაშავებას“ ემსახურება”, - განაცხადა მახარე პატაშურმა.