მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო" - ზუგდიდში მომხდარი ხანძრის დეტალები, რომელსაც 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა
"უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო" -  ზუგდიდში მომხდარი ხანძრის დეტალები, რომელსაც 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა

ტრა­გე­დია მოხ­და ღა­მით, ზუგ­დიდ­ში. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთ ბი­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს 6 წლის ტყუ­პი ძმა და­ი­ღუ­პა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ბუ­კი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ხან­ძრის დროს ბი­ნა­ში ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. უფ­რო­სებ­მა ბი­ნი­დან გა­მოს­ვლა მო­ას­წრეს, ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლის გამო, ბავ­შვე­ბი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი ბი­ნა­ში მარ­ტო იყ­ვნენ და ეძი­ნათ, რა დრო­საც ცე­ცხლი გაჩ­ნდა. მათი თქმით, ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მცი­რე­წლოვ­ნე­ბი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ ისი­ნი დე­დას და­უბ­რუ­ნა.

ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. ცე­ცხლის სხვა სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა შეძ­ლეს.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ბი­ნას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბო­და გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ამი­ტომ სან­თე­ლი ჰქონ­დათ ან­თე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც გაჩ­ნდა ხა­ბძა­რი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსს-კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უფ­რო­სებ­მა გა­მოს­ვლა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს.

"ჩემ­თან შე­მო­ვარ­დნენ, კარი რომ გა­ვა­ღე, ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ. ცე­ცხლი ლა­მის სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­და, ორი­ვე ბავ­შვი შიგ­ნით შე­მო­ვაგ­დე და კარი მივ­ხუ­რე, ვუ­თხა­რი, ვერ­სად გა­გიშ­ვებთ, შენც და­იწ­ვე­ბით-მეთ­ქი. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი შე­მო­ვარ­დნენ ჩემ­თან, ყვი­როდ­ნენ, პა­ტა­რე­ბი არი­ან შიგ­ნით, უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო. ჩემ­თან კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნეს, გვერ­დი­თი მე­ზო­ბე­ლი ვარ. იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან შე­მო­ვაგ­დე, არა­ნა­ი­რი დამ­წვრო­ბა არ აქვთ. რომ ნა­ხოთ, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია. მე ვკი­თხე, - რა ქე­ნით, გოგო, რას მო­უ­კი­დეთ ცე­ცხლი-მეთ­ქი. ჩვენ არა­ფე­რი გვიქ­ნია, ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვით, ცე­ცხლი შე­მოგ­ვი­ვარ­დაო. სა­ი­დან გაჩ­ნდა, აზ­რზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დათ სი­ნათ­ლე გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო", - ამ­ბობს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის თქმით, დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო:

"ცე­ცხლი ორის ნა­ხე­ვარ­ზე გაჩ­ნდა, და­რე­კეს, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ბავ­შვე­ბის დედა მუ­შა­ობ­და, თხილ­ზე და­დი­ო­და. სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი და მერე და­უბ­რუ­ნეს. დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო, უფ­რო­სი გოგო მე-6 კლა­სე­ლია, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და-ძმებს".:

"ღრმა ძილ­ში იყო ხალ­ხი, ხან­დაზ­მუ­ლი ბებო მე­ძახ­და, - ხან­ძა­რი­აო. რომ გა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი კვამლში იყო. არ ვიც­ნობ, ვის სახ­ლშიც გაჩ­ნდა ხან­ძა­რი. ოთხი შვი­ლი ჰყავ­დათ და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. მათ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რომ უვ­ნებ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ", - აცხა­დებს სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის კი­დევ ერთი მო­ბი­ნად­რე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო" - ზუგდიდში მომხდარი ხანძრის დეტალები, რომელსაც 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა

"უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო" -  ზუგდიდში მომხდარი ხანძრის დეტალები, რომელსაც 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა

ტრაგედია მოხდა ღამით, ზუგდიდში. საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს 6 წლის ტყუპი ძმა დაიღუპა. უბედური შემთხვევა ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ხანძრის დროს ბინაში ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. უფროსებმა ბინიდან გამოსვლა მოასწრეს, ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. მათი თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით ბინას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა გადაუხდელობის გამო, ამიტომ სანთელი ჰქონდათ ანთებული, საიდანაც გაჩნდა ხაბძარი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

მეზობლები აცხადებენ, რომ უფროსებმა გამოსვლა საკუთარი ძალებით შეძლეს.

"ჩემთან შემოვარდნენ, კარი რომ გავაღე, ბავშვები კიოდნენ. ცეცხლი ლამის სახლში შემომივარდა, ორივე ბავშვი შიგნით შემოვაგდე და კარი მივხურე, ვუთხარი, ვერსად გაგიშვებთ, შენც დაიწვებით-მეთქი. უფროსი ბავშვები შემოვარდნენ ჩემთან, ყვიროდნენ, პატარები არიან შიგნით, უნდა გამოვიყვანოთო. ჩემთან კარზე მოაკაკუნეს, გვერდითი მეზობელი ვარ. იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემთან შემოვაგდე, არანაირი დამწვრობა არ აქვთ. რომ ნახოთ, სასწაული ამბავია. მე ვკითხე, - რა ქენით, გოგო, რას მოუკიდეთ ცეცხლი-მეთქი. ჩვენ არაფერი გვიქნია, ოთახში რომ ვიყავით, ცეცხლი შემოგვივარდაო. საიდან გაჩნდა, აზრზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გამორთული ჰქონდათ სინათლე გადაუხდელობის გამო", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, დედა ბავშვებს ხშირად ტოვებდა შინ მარტო:

"ცეცხლი ორის ნახევარზე გაჩნდა, დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა. ბავშვების დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა. სოციალურ სამსახურს ჰყავდა წაყვანილი ბავშვები და მერე დაუბრუნეს. დედა ბავშვებს ხშირად ტოვებდა შინ მარტო, უფროსი გოგო მე-6 კლასელია, ძალიან ჭკვიანი ბავშვია, ყურადღებას აქცევდა და-ძმებს".:

"ღრმა ძილში იყო ხალხი, ხანდაზმული ბებო მეძახდა, - ხანძარიაო. რომ გამოვედი, ყველაფერი კვამლში იყო. არ ვიცნობ, ვის სახლშიც გაჩნდა ხანძარი. ოთხი შვილი ჰყავდათ და ქირით ცხოვრობდნენ. მათთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. უფროსი ბავშვები ჩემი თვალით დავინახე, რომ უვნებლად გამოვიდნენ", - აცხადებს საერთო საცხოვრებლის კიდევ ერთი მობინადრე.

იხილეთ ასევე: