სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლიმპიადის პრიზიორ სპორტსმენებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ - ვინ რა ორდენს მიიღებს?
ოლიმპიადის პრიზიორ სპორტსმენებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ - ვინ რა ორდენს მიიღებს?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ყვე­ლა პრი­ზი­ორს უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებ­ზე წა­რად­გე­ნენ.

“სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა ნაკ­რებ­მა და­ას­რუ­ლა გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა მო­ი­პო­ვეს 3 ოქ­როს, 3 ვერ­ცხლის და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი, რაც ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა ნაკ­რებ­მა და­ი­კა­ვა ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 24-ე ად­გი­ლი გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა გვინ­და მი­ვუ­ლო­ცოთ ქარ­თველ ოლიმ­პი­ე­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის და­სა­ფა­სებ­ლად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოლიმ­პი­ა­დის ყვე­ლა პრი­ზი­ო­რის უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებ­ზე წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დენ­ზე წარ­დგე­ნი­ლი არი­ან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი:

  • ლაშა ტა­ლა­ხა­ძე, 3-გზის ოლიმ­პი­უ­რი, 7-გზის მსოფ­ლი­ოს და 7-გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი;
  • ლაშა ბე­ქა­უ­რი, 2-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი;
  • გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლი, მსოფ­ლი­ოს 3-გზის და ევ­რო­პის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი.

ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე წარ­დგე­ნი­ლი არი­ან ოლიმ­პი­უ­რი პრი­ზი­ო­რე­ბი:

  • ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, 3-გზის მსოფ­ლი­ოს და 3-გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი;
  • ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე, ოლიმ­პი­უ­რი ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მრა­ვალ­გზის პრი­ზი­ო­რი;
  • გივი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის 2-გზის პრი­ზი­ო­რი, 2-გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი;
  • ლაშა გუ­რუ­ლი, ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მრა­ვალ­გზის პრი­ზი­ო­რი.

კი­დევ ერთხელ გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ჩვენი ოლიმპიელების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "ნაც-ოპოზიციას"... იმედია, ჯილდოებს ისინიც მიიღებენ.

Კ ო მ ბ ლ ე სონია
13

Დროა პოლიტიკოსებს მკითხავ სონას მედლები გადაეცათ, ბიძინას პირველი ხარისხის დანარჩენებს მეორე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ოლიმპიადის პრიზიორ სპორტსმენებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ - ვინ რა ორდენს მიიღებს?

ოლიმპიადის პრიზიორ სპორტსმენებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ - ვინ რა ორდენს მიიღებს?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი გადაწყვეტილებით, პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.

“საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

  • ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
  • გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

  • ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
  • გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.