კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთში, მთასვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ
სვანეთში, მთასვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, სვა­ნეთ­ში, მწვერ­ვალ შხელ­და­ზე მყო­ფი სამი მთამ­სვლე­ლი უვ­ნებ­ლად, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის დახ­მა­რე­ბით მეს­ტი­ა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

მთამ­სვლე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწვერ­ვალ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი პირი სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კი, დარ­ჩე­ნი­ლი სამი პი­როვ­ნე­ბა ვერ ახერ­ხებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­გეგ­მა სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მთამ­სვლე­ლის ცხედ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სვანეთში, მთასვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ

სვანეთში, მთასვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.