მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა; მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ
“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა;  მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ

მე­სა­მედ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს შემ­დეგ, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­უ­ზი­ა­რა:

“მინ­და, ეს მე­და­ლი ყვე­ლა ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ფე­დე­რა­ცი­ას და ჩემ ოჯახს მი­ვუ­ძღვნა. ქარ­თველ ხალ­ხს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სამ­გზის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა.

მან ყვე­ლა იმ სპორ­ტსმენს, ვინც პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე­ებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

“პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ჩვენ ჩემ­პი­ო­ნებს მი­ვუ­ლო­ცო, ყვე­ლა იმ ბიჭს, ვინც მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ჩვენ გე­ნოს, რო­მელ­მაც დღეს ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია შემ­მა­ტა მეც პი­რა­დად. ხვალ წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო ჩვენ მო­ჭი­და­ვეს.

  • ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა ეს მე­და­ლი იმი­ტომ, რომ გაგ­ვი­ჭირ­და ამ მედ­ლის მო­პო­ვე­ბა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემ მწვრთნე­ლებს - გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს, ავ­თან­დილ გა­ხო­კი­ძეს და მა­მა­ჩემს, რო­მელ­მაც ვარ­ჯი­ში და­მა­წყე­ბი­ნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩა­დეს ჩემ მომ­ზა­დე­ბა­ში. მინ­და, ეს მე­და­ლი ყვე­ლა ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ფე­დე­რა­ცი­ას და ჩემ ოჯახს მი­ვუ­ძღვნა. ქარ­თველ ხალ­ხს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის. ვიცი, რა ხდე­ბა ჩემ რა­ი­ონ­ში, ჩემ სა­ქარ­თვე­ლო­ში“,- გა­ნა­ცხა­და ტა­ლა­ხა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­სა­მე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ლაშა ტა­ლა­ხა­ძე(+102) ზე­დი­ზედ მე­სა­მედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. სპორ­ტსმენ­მა ატაც­ში 215 კგ და­ა­ფიქ­სი­რა, აკ­ვრა­ში 255 დაძ­ლია, ორ­ჭი­დის ჯამ­ში კი 470 და­აგ­რო­ვა და მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ლაშა ტა­ლა­ხა­ძე გახ­და პირ­ვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­უ­რი ოქრო სამ­ჯერ მო­ი­გო.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში მე­ხუ­თე ძა­ლო­სა­ნია, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ გახ­და, ის ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ძა­ლო­სა­ნია, რო­მელ­მაც მძი­მე წო­ნა­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქრო სამ­ჯერ მო­ი­გო.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ოქ­როს მედ­ლე­ბი ტო­კი­ო­სა და რიოს ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მი­ი­ღო. ის მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის შვიდგზის ჩემ­პი­ო­ნია.

ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ზე ექ­ვსი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლია. ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ლაშა ბე­ქა­უ­რი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა ბრინ­ჯაო მი­ი­ღო, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა კი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად იზე­ი­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი
0

გენაცვალოს მამა ))) გვიყვარხარ ლაშიკო , გულში გვეტევი 

მამუკა
0

კაცი ლეგენდა, არ ვიცი ვისი პრეროგატივაა, მაგრამ ამ დევკაცს ძეგლი უნდა დავუდგათ, ქალაქის მერიამ ან სპორტის სამინისტრომ უნდა ითავოს ეს ამბავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა; მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ

“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა;  მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ

მესამედ მოპოვებული ოლიმპიური ოქროს შემდეგ, ლაშა ტალახაძემ თავისი ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა:

“მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“,- განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

მან ყველა იმ სპორტსმენს, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს წარმატებები უსურვა.

“პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს.

  • ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში. მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ვიცი, რა ხდება ჩემ რაიონში, ჩემ საქართველოში“,- განაცხადა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები ტოკიოსა და რიოს ოლიმპიადებზე მიიღო. ის მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

იხილეთ ასევე: