მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომენტარებში გვიწერენ, უჭირდათ და ამერიკაში როგორ გაგზავნა შვილიო... თავდაცვის სამინისტრო გვაფინანსებს" - ანწუხელიძის მეუღლე შვილის აშშ-ში სწავლაზე
"კომენტარებში გვიწერენ, უჭირდათ და ამერიკაში როგორ გაგზავნა შვილიო... თავდაცვის სამინისტრო გვაფინანსებს" - ანწუხელიძის მეუღლე შვილის აშშ-ში სწავლაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ვაჟი ლე­ვა­ნი სწავ­ლას კა­ლი­ფორ­ნი­ის უმაღ­ლეს ლუ­თე­რა­ნულ სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლებს (California lutheran high school). ის სამ­შობ­ლო­დან სას­წავ­ლებ­ლად მარ­ტო გა­ემ­გზავ­რა.

AMBEBI.GE გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლეს, მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

"ლე­ვა­ნი უკვე ჩა­ვი­და კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, სა­დაც ის ორი წელი ის­წავ­ლის უმაღ­ლეს ლუ­თე­რა­ნულ სკო­ლა­ში (11-12 კლასს იქ და­ამ­თავ­რებს), თან კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებს. ლე­ვანს კა­ლათ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს, 3-4 წე­ლია, რაც თა­მა­შობს და იმ სკო­ლა­ში ასე­თი პი­რო­ბით წა­ვი­და, რომ თან კა­ლათ­ბურთს მი­ხე­დავს, ამი­ტომ ავარ­ჩი­ეთ ეს სკო­ლა.

სწავ­ლის თან­ხებს ჩვენ სად შევწვდე­ბო­დით, ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით და გვერ­დში დგო­მით მო­ხერ­ხდა, ლე­ვა­ნის სწავ­ლას ისი­ნი აფი­ნან­სე­ბენ. კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ძა­ლი­ან უჭირ­დათ და ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს შვი­ლის გაგ­ზავ­ნაო. ჩვენ არა­ფე­რი გა­დაგ­ვიხ­დია, ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ (სწავ­ლის და სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რი).

გა­დახ­და ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა და წე­ლი­წად­ში 60 ათას დო­ლა­რამ­დე, ან მეტი იქ­ნე­ბა, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი ზუს­ტად არ ვიცი... ლე­ვა­ნი 12 აგ­ვის­ტო­დან იწყებს სწავ­ლას, ვერ და­ე­ლო­და გი­ორ­გის და­ბა­დე­ბის დღეს - 18 აგ­ვის­ტოს... მან ენა სა­უ­კე­თე­სოდ იცის, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, ზო­გა­დად, ლე­ვა­ნი, კარ­გი ბი­ჭია, კარ­გად სწავ­ლობს და იმე­დი მაქვს, სა­დაც იქ­ნე­ბა, ყველ­გან გვა­სა­ხე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კომენტარებში გვიწერენ, უჭირდათ და ამერიკაში როგორ გაგზავნა შვილიო... თავდაცვის სამინისტრო გვაფინანსებს" - ანწუხელიძის მეუღლე შვილის აშშ-ში სწავლაზე

"კომენტარებში გვიწერენ, უჭირდათ და ამერიკაში როგორ გაგზავნა შვილიო... თავდაცვის სამინისტრო გვაფინანსებს" - ანწუხელიძის მეუღლე შვილის აშშ-ში სწავლაზე

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ვაჟი ლევანი სწავლას კალიფორნიის უმაღლეს ლუთერანულ სკოლაში გააგრძელებს (California lutheran high school). ის სამშობლოდან სასწავლებლად მარტო გაემგზავრა.

AMBEBI.GE გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს დაუკავშირდა.

"ლევანი უკვე ჩავიდა კალიფორნიის შტატში, სადაც ის ორი წელი ისწავლის უმაღლეს ლუთერანულ სკოლაში (11-12 კლასს იქ დაამთავრებს), თან კალათბურთს ითამაშებს. ლევანს კალათბურთი ძალიან უყვარს, 3-4 წელია, რაც თამაშობს და იმ სკოლაში ასეთი პირობით წავიდა, რომ თან კალათბურთს მიხედავს, ამიტომ ავარჩიეთ ეს სკოლა.

სწავლის თანხებს ჩვენ სად შევწვდებოდით, ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს დახმარებით და გვერდში დგომით მოხერხდა, ლევანის სწავლას ისინი აფინანსებენ. კომენტარებს წერენ, ძალიან უჭირდათ და ამერიკაში სასწავლებლად როგორ მოახერხეს შვილის გაგზავნაო. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია, ყველაფერი დაფარა თავდაცვის სამინისტრომ (სწავლის და საცხოვრებლის საფასური).

გადახდა ეტაპობრივად მოხდება და წელიწადში 60 ათას დოლარამდე, ან მეტი იქნება, ფინანსური საკითხები ზუსტად არ ვიცი... ლევანი 12 აგვისტოდან იწყებს სწავლას, ვერ დაელოდა გიორგის დაბადების დღეს - 18 აგვისტოს... მან ენა საუკეთესოდ იცის, არ გაუჭირდება, ზოგადად, ლევანი, კარგი ბიჭია, კარგად სწავლობს და იმედი მაქვს, სადაც იქნება, ყველგან გვასახელებს.

წაიკითხეთ ასევე: