სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა
ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბა­ზის­ბან­კმა, მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 20 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მდგრა­დი სა­ჯა­რო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­თავ­სა, რაც რო­გორც მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ასე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ემი­სია. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ვადა 3 წე­ლია, გა­მოშ­ვე­ბის ვა­ლუ­ტა აშშ დო­ლა­რი, ხოლო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 7%.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ემი­სია, რო­მე­ლიც 7 აგ­ვის­ტოს გან­ხორ­ცი­ელ­და, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­შია. ბან­კის მიერ ასე­ვე იგეგ­მე­ბა მე­ო­რე ტრან­შიც 10 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­თავ­სდე­ბა.

ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რის, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB) მიერ 15 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ იქნა შე­ძე­ნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ობ­ლი­გა­ცი­ებ­ზე მო­თხოვ­ნამ მი­წო­დე­ბას 30%-ით გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბა რო­გორც ბან­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბამ და მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ამ ბა­ზარ­ზე, ასე­ვე პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბამ ბან­კის მი­მართ.

ბან­კის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს შე­სა­ბა­მი­სად, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას: მწვა­ნე შე­ნო­ბე­ბი და მშე­ნებ­ლო­ბა, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია, მწვა­ნე ტრან­სპორ­ტი, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

„ბა­ზის­ბან­კი პირ­ვე­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე სა­ჯა­რო მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­ზაქ­ცია ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ ბა­ზის­ბან­კი­სა და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ბა­ზის­ბან­კი მიზ­ნად ისა­ხავს გახ­დეს მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­ბან­კო გა­მოც­დი­ლე­ბის და­ნერგვი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის გზით. ისე­თი ბიზ­ნე­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ გა­რე­მოს­დაც­ვით და სო­ცი­ა­ლურ ას­პექ­ტებს თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ბან­კი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის მდგრა­დო­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ჩვენს ყვე­ლა პარტნი­ორს და თა­ნამ­შრო­მელს ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­თავ­სე­ბა­ში ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის“ - აღ­ნიშ­ნა ბა­ზის­ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ცა­ა­ვამ.

„მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა ერთი მხრივ აუმ­ჯო­ბე­სებს გა­რე­მოს­დაც­ვით და სო­ცი­ა­ლურ ას­პექ­ტებს ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნე­სებს, რო­გორც სახ­სრებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ში, ისე ამ სახ­სრე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და­ბან­დე­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რავ სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ფე­ხუ­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის მა­ღა­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მათი ეს ნა­ბი­ჯი ნამ­დვი­ლად შე­უ­წყობს ხელს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გაზ­რდა­სა და უფრო ჯან­სა­ღი ბიზ­ნეს გა­რე­მოს შექ­მნას.“ - გა­ნა­ცხა­და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის კერ­ძო სექ­ტო­რის დი­რექ­ტორ­მა, სი­უ­ზან გა­ბურ­მა.

„მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი კი­დევ მე­ტად ფარ­თოვ­დე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბა­ზის­ბან­კის მიერ მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან წინ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­პი­ტა­ლის მი­მარ­თვა იმ პრო­ექ­ტე­ბის ირ­გვლივ, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ მდგრა­დი და ინ­კლუ­ზი­უ­რი ეკო­ნო­მი­კის­კენ პროგ­რესს, რომ­ლის კარ­გი მა­გა­ლი­თიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­ზაქ­ცია გახ­ლავთ. ვუ­ლო­ცავთ ბა­ზის­ბანკს ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ კა­პი­ტა­ლის ბა­ზარს, მო­მა­ვალ­ში კი­დევ არა­ერთ გა­რე­მოს­დაც­ვით და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის ტრან­ზაქ­ცი­ას შევ­თა­ვა­ზებთ.“ - აცხა­დებს გალტ & თა­გარ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ქე­თე­ვან თო­ი­ძე.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის მიერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო, მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით გან­თავ­სდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მო­ზი­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით, ბა­ზის­ბან­კი კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს და ამას­თა­ნა­ვე, მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ უფრო მეტი კომ­პა­ნია ზრდის სა­კუ­თარ პორ­ტფელ­ში მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის წილს და გა­რე­მოს­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს. ბა­ზის­ბან­კის პირ­ვე­ლი მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ხაზს უს­ვამს თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის წვლილს და ინ­ტე­რესს ESG მი­მარ­თუ­ლე­ბით.” - აღ­ნიშ­ნა თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის დი­რექ­ტორ­მა, მერი ჩა­ჩა­ნი­ძემ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც როგორც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისია. ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%.

აღნიშნული ემისია, რომელიც 7 აგვისტოს განხორციელდა, ობლიგაციების პირველი ტრანშია. ბანკის მიერ ასევე იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.

ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.

ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას: მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.

„ბაზისბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე საჯარო მდგრადი ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ბაზისბანკისა და აზიის განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულება. ბაზისბანკი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოში, შესაბამისი საბანკო გამოცდილების დანერგვისა და ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელი პროდუქტების შეთავაზების გზით. ისეთი ბიზნესების დაფინანსებით, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს თავიანთ საქმიანობაში, ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის მდგრადობის ხარისხის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ჩვენს ყველა პარტნიორს და თანამშრომელს ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

„მდგრადი ობლიგაციების გამოშვება ერთი მხრივ აუმჯობესებს გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს ქვეყანაში, ასევე ეხმარება ბიზნესებს, როგორც სახსრებზე ხელმისაწვდომობაში, ისე ამ სახსრების პასუხისმგებლიან დაბანდებაში. მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში, რავ საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. აღსანიშნავია ბანკის მენეჯმენტის მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, მათი ეს ნაბიჯი ნამდვილად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ისე მწვანე და სოციალური პროექტების გაზრდასა და უფრო ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას.“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დირექტორმა, სიუზან გაბურმა.

„მივესალმებით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი და სოციალური ობლიგაციების ბაზარი კიდევ მეტად ფართოვდება და ამ მიმართულებით, ბაზისბანკის მიერ მდგრადი ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის მიმართვა იმ პროექტების ირგვლივ, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისკენ პროგრესს, რომლის კარგი მაგალითიც აღნიშნული ტრანზაქცია გახლავთ. ვულოცავთ ბაზისბანკს ბაზარზე წარმატებული ტრანზაქციის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ კაპიტალის ბაზარს, მომავალში კიდევ არაერთ გარემოსდაცვით და სოციალური თემატიკის ტრანზაქციას შევთავაზებთ.“ - აცხადებს გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე.

“მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კომერციული ბანკის მიერ პირველი საჯარო, მდგრადი ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ ობლიგაციების შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსით, ბაზისბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მწვანე და სოციალურ პროექტებს დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ზრდის საკუთარ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს. ბაზისბანკის პირველი მდგრადი ობლიგაციების განთავსების მხარდაჭერა, ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის წვლილს და ინტერესს ESG მიმართულებით.” - აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.

R