მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის ფესტივალს ტრადიციულად სილქნეტი წარადგენს
წინანდლის ფესტივალს ტრადიციულად სილქნეტი წარადგენს

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის ჯა­დოს­ნურ დღე­ე­ბამ­დე სულ ცოტა დრო რჩე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლი კვლავ უმას­პინ­ძლებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და პრეს­ტი­ჟულ ფეს­ტი­ვალს, რო­მელ­საც მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე მო­უთ­მენ­ლად ელი­ან.

უკვე მე­ექ­ვსედ, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი წა­რად­გენს. 31 აგ­ვის­ტო­დან 8 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ეწ­ვე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და დღის და სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თა­ვენ.

ახ­ლოვ­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის მე­ექ­ვსე სე­ზო­ნი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ყო­ველ სე­ზონ­ზე ფეს­ტი­ვა­ლი სულ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბა და სულ უფრო მეტ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს იძენს. წი­ნან­და­ლი, ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი სა­უნ­ჯე, ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ულ ორ­კესტრს და Europakonzert- ს უმას­პინ­ძლა.

წი­ნან­და­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლია, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ აქ შე­იკ­რი­ბე­ბა სულ უფრო მეტი და მეტი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­რი­ჟო­რებ­თან ერ­თად წარ­მო­ა­ჩი­ნონ მუ­სი­კის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ერ­თი­ა­ნო­ბის და ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ძალა.” - გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი წელს ვერ­დის რექ­ვი­ე­მით გა­იხ­სნე­ბა. პან კავ­კა­სი­ურ ორ­კესტრს და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის გუნდს, ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი, ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და უხელ­მძღვა­ნე­ლებს. სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი: ერი­კა გრი­მალ­დი - სოპ­რა­ნო; აგ­ნეშ­კა რე­ლი­სი - მეცო-სოპ­რა­ნო; ჩარლზ კას­ტრო­ნო­ვო - ტე­ნო­რი; მარ­კო მი­მი­კა - ბას-ბა­რი­ტო­ნი.

ფეს­ტი­ვალს სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი პან კავ­კა­სი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და­ხუ­რავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა, რომ­ლებ­მაც დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ხე­ლო­ვა­ნებ­ზე ჩვენს სა­ზღვრებს მიღ­მა. წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი ეფუძ­ნე­ბა ამ მა­ღალ შე­მოქ­მე­დე­ბით სტან­დარ­ტებს და თა­მა­შობს კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის როლს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის რო­გორც ამო­მა­ვა­ლი, ასე­ვე უკვე ვარ­სკვლა­ვე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ სცე­ნა­ზე, ერ­თად ეზი­ა­რონ ახალ რე­პერ­ტუ­არს და ისი­ა­მოვ­ნონ იმ ხიბ­ლი­თა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო ესო­დენ ცნო­ბი­ლია.” - დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი 2018 წელს, სილ­ქნე­ტის ხელ­შე­წყო­ბით და­არ­სდა და პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. ფეს­ტი­ვალს დიდი წვლი­ლი შე­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის საქ­მე­ში და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან, კლა­სი­კურ მუ­სი­კას.

R

ავტორი:

წინანდლის ფესტივალს ტრადიციულად სილქნეტი წარადგენს

წინანდლის ფესტივალს ტრადიციულად სილქნეტი წარადგენს

წინანდლის ფესტივალის ჯადოსნურ დღეებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ისტორიული მამული კვლავ უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ფესტივალს, რომელსაც მუსიკის მოყვარულები წლიდან წლამდე მოუთმენლად ელიან.

უკვე მეექვსედ, წინანდლის ფესტივალს, კომპანია სილქნეტი წარადგენს. 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში სახელგანთქმული შემსრულებლები ეწვევიან საქართველოს და დღის და საღამოს კონცერტებს გამართავენ.

ახლოვდება ფესტივალის მეექვსე სეზონი და მოხარული ვარ, რომ ყოველ სეზონზე ფესტივალი სულ უფრო წარმატებული ხდება და სულ უფრო მეტ საზოგადოებრივ ინტერესს იძენს. წინანდალი, ჩვენი კულტურული საუნჯე, ფართოდ გახდა ცნობილი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა საერთაშორისო აუდიტორიისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს და Europakonzert- ს უმასპინძლა.

წინანდალი ჯადოსნური ადგილია, ვიმედოვნებ, რომ აქ შეიკრიბება სულ უფრო მეტი და მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომ მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან ერთად წარმოაჩინონ მუსიკის, შემოქმედებითი ერთიანობის და ადამიანური ფასეულობების ძალა.” - გიორგი რამიშვილი, კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი.

წინანდლის ფესტივალი წელს ვერდის რექვიემით გაიხსნება. პან კავკასიურ ორკესტრს და თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს, ცნობილი დირიჟორი, ფესტივალის მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს. საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეულნი არიან საოპერო მომღერლები: ერიკა გრიმალდი - სოპრანო; აგნეშკა რელისი - მეცო-სოპრანო; ჩარლზ კასტრონოვო - ტენორი; მარკო მიმიკა - ბას-ბარიტონი.

ფესტივალს სახელოვანი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.

საქართველოს ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა ისეთი გამორჩეული ადამიანების არსებობისა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ხელოვანებზე ჩვენს საზღვრებს მიღმა. წინანდლის ფესტივალი ეფუძნება ამ მაღალ შემოქმედებით სტანდარტებს და თამაშობს კულტურული ცენტრის როლს კლასიკური მუსიკის როგორც ამომავალი, ასევე უკვე ვარსკვლავებად აღიარებული შემსრულებლებისთვის, სადაც შეუძლიათ ერთად გამოვიდნენ სცენაზე, ერთად ეზიარონ ახალ რეპერტუარს და ისიამოვნონ იმ ხიბლითა და სტუმართმოყვარეობით, რომლითაც საქართველო ესოდენ ცნობილია.” - დათო საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, სილქნეტის ხელშეწყობით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ფესტივალს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ცნობადობის გაზრდის საქმეში და პოპულარიზაციას უწევს მაღალხარისხიან, კლასიკურ მუსიკას.

R