საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაე, ყველამ გაიგოს! შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“ - მედვედევი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე
“დაე, ყველამ გაიგოს! შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“ - მედვედევი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე

“სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ ახლა ღია ექ­სტრა­ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა შე­ი­ძი­ნოს და სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, კი­ე­ვის აღე­ბას უნდა მო­ი­ცავ­დეს“, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

“ამი­ე­რი­დან, სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ ღია ექ­სტრა­ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა შე­ი­ძი­ნოს. ეს უკვე აღარ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და ნა­ცის­ტე­ბის დას­ჯის ოპე­რა­ცია. შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მი­წე­ბის­კენ წას­ვლა. ოდე­სა­ში, ხარ­კოვ­ში, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში, ნი­კო­ლა­ევ­ში, კი­ევ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, “უკ­რა­ი­ნის რა­ი­ხის გარ­კვე­უ­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის თვალ­საზ­რი­სით“ შე­ზღუდ­ვე­ბი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს და უფრო მე­ტიც, ახლა, ეს უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ღიად, უხერ­ხუ­ლო­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რე­ვე­რან­სე­ბის გა­რე­შე.

“ბან­დერე­ლე­ბის“ ტე­რო­რის­ტულ­მა ოპე­რა­ცი­ამ ამ თე­მი­დან ყო­ველ­გვა­რი ტაბუ უნდა მოხ­სნას. დაე, ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს, მათ შო­რის ინ­გლი­სელ­მა ნა­ძირ­ლებ­მაც: შევ­ჩერ­დე­ბით მხო­ლოდ მა­შინ, როცა ამას ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბად და მომ­გე­ბი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევთ“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“დაე, ყველამ გაიგოს! შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“ - მედვედევი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე

“დაე, ყველამ გაიგოს! შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“ - მედვედევი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე

“სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ახლა ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს და სხვა საკითხებთან ერთად, კიევის აღებას უნდა მოიცავდეს“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

“ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელი და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, “უკრაინის რაიხის გარკვეული აღიარებული საზღვრების თვალსაზრისით“ შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ახლა, ეს უნდა განიხილებოდეს ღიად, უხერხულობისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე.

“ბანდერელების“ ტერორისტულმა ოპერაციამ ამ თემიდან ყოველგვარი ტაბუ უნდა მოხსნას. დაე, ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის ინგლისელმა ნაძირლებმაც: შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“, - აღნიშნა მედვედევმა.