საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით - რა ხდება კურსკში, სადაც მეორე დღეა ბრძოლების შესახებ იუწყებიან?
თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით - რა ხდება კურსკში, სადაც მეორე დღეა ბრძოლების შესახებ იუწყებიან?

6 აგ­ვის­ტოს ღა­მით კურსკის რე­გი­ონს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი და­ესხნენ თავს - რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 26 თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს. იმა­ვე ღა­მით, სუ­ჯას რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრს, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 10 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დი­ლით გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სამ­შა­ბათს, ომის მომ­ხრე "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­მა" გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი სუ­ჯას ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით წინ მი­ი­წევ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის და­ბომბვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მოჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლია 11 ადა­მი­ა­ნი, და­ი­ღუ­პა 28.

ოთხშა­ბათს ღა­მით ქა­ლა­ქი სუჯა კვლავ ცე­ცხლის ქვეშ მო­ექ­ცა. აფეთ­ქე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და ქა­ლაქ კურ­ჩა­ტოვ­შიც, სა­დაც კურსკის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მდე­ბა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი მოქ­მე­დებ­და.

  • რას ამ­ბობს რუ­სე­თი?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­შა­ბათს, 15:05 სა­ათ­ზე, პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: ”დღეს, მოს­კო­ვის დრო­ით დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი 11 ტან­კი­სა და 20-ზე მეტი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ესხნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სა­ზღვრო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის პო­ზი­ცი­ებს კურსკის ოლ­ქის ნი­კო­ლა­ე­ვო-და­რი­ი­ნოს და ოლეშ­ნი­ას და­სახ­ლე­ბე­ბის რა­ი­ო­ნებ­ში. მისი [მტრის] რე­ზერ­ვე­ბი და­მარ­ცხდა ბა­სოვ­კას, ჟუ­რავ­კას, იუ­ნა­კოვ­კას, ბე­ლო­ვო­დის, კი­ა­ნი­ცას, კორ­ჩა­კოვ­კას, ნო­ვა­ია სი­ჩის, პავ­ლოვ­კას, გო­რო­დიშ­ჩეს, სუ­მის რე­გი­ო­ნის და­სახ­ლე­ბებ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - უკ­რა­ი­ნულ­მა დი­ვერ­სი­ულ­მა და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­და, ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და და "უკან და­ი­ხია". ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მა­ლე­ვე წა­ი­შა­ლა. "მტე­რი კვლავ რჩე­ბა კურსკის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, წერს ბლო­გე­რი რო­მან ალე­ხი­ნი.

  • რა გა­ნა­ცახ­და პუ­ტინ­მა?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის მხრი­დან “მას­შტა­ბუ­რი პრო­ვო­კა­ცი­აა.”

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, პუ­ტი­ნის თქმით, კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი “მას­შტა­ბუ­რი პრო­ვო­კა­ცი­აა” უკ­რა­ი­ნის მხრი­დან და ოლ­ქში “გა­ნურ­ჩე­ვე­ლი სრო­ლა” მი­დის ია­რა­ღის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბი­დან, მათ შო­რის სა­რა­კე­ტო ია­რა­ღი­დან. “ჩვე­ნი სხდო­მის შემ­დეგ მექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, გე­ნე­რა­ლურ შტაბ­თან, “ეფეს­ბეს­თან”, ვგუ­ლის­ხმობ უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­სა­ზღვრო მი­მარ­თუ­ლე­ბას, და კო­ლე­გე­ბის მო­რიგ ან­გა­რიშს მო­ვის­მენ იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა ხდე­ბა კურსკის ოლ­ქში”, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ

რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო არ­ხებ­მა გა­ავ­რცე­ლეს რამ­დე­ნი­მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ვი­დეო, ასე­ვე კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­მის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ბუ­კის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის გა­ნად­გუ­რე­ბას ასა­ხავს.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა კურსკის რე­გი­ონ­ში და­კარ­გეს 50 ჯავ­შან­მან­ქა­ნა, მათ შო­რის შვი­დი ტან­კი, რვა ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, სამი ქვე­ი­თი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, ორი Buk M1 სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა და ა.შ. სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სა­კად­რო და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სეთ­მა და­კარ­გა კა-52 ვერ­ტმფრე­ნი, ასე­ვე და­ი­ღუ­პა მათი ერთ-ერთი მე­თა­უ­რი.

უკ­რა­ი­ნის მხა­რე თავს იკა­ვებს ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან, თუმ­ცა რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბი აღარ მა­ლა­ვენ, რომ ამ დო­ნის სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმა, ტან­კე­ბის, არ­ტი­ლე­რი­ი­სა და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თვის და მერე - რუ­სე­თის­თვის არა­ვის გა­უ­ბე­დავს...

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ცდი­ლობს, მიჩ­ქმა­ლოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის მას­შტა­ბი კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად პოს­ტავს სავ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ და შვე­ლას ითხოვს...

  • "ბრძო­ლა იქ­ნე­ბა სას­ტი­კი"

"კურსკის ოლ­ქის სა­ზღვრის სუ­ჯა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი და საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა კვლავ რთუ­ლია“, - წერს "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი "სა­სა­ზღვრო დაც­ვა ჯო­ჯო­ხე­თი­დან“. ომის მომ­ხრე ბლო­გე­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ­ჯე­რად ეს არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­მოკ­ლე დარ­ბე­ვით. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს გარ­ღვე­ვა არის ოპე­რა­ცი­ის სა­წყი­სი ეტა­პი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უკან და­ხე­ვას ფრონ­ტის სხვა ცხე­ლი სექ­ტო­რე­ბი­დან (პირ­ველ რიგ­ში ხარ­კო­ვი­სა და დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნე­ბი­დან).

"ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­აა აქ, სუ­ჯას ჩრდი­ლო­ე­თით. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­გორც ჩანს, ხვალ შე­ეც­დე­ბი­ან ქა­ლაქ­ში შე­მოს­ვლას. ბრძო­ლა იქ­ნე­ბა სას­ტი­კი“, - ამ­ბობს რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი იური პო­დო­ლი­ა­კი.

ამას­თა­ნა­ვე, სუ­მის ოლ­ქის ხუთი თე­მის 23 და­სახ­ლე­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ევა­კუ­ა­ცი­აა გა­მო­ცხა­დაა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვლა­დი­მერ არ­ტი­უხ­მა გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, სუ­მის რე­გი­ო­ნი ესა­ზღვრე­ბა რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ონს, სა­დაც წინა დღით და­ი­წყო სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ყოს 1,8 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის ტრან­ში კურსკის რე­გი­ო­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გაყ­ვა­ნის­თვის.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა დე­ნის მან­ტუ­როვ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით - რა ხდება კურსკში, სადაც მეორე დღეა ბრძოლების შესახებ იუწყებიან?

თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით - რა ხდება კურსკში, სადაც მეორე დღეა ბრძოლების შესახებ იუწყებიან?

6 აგვისტოს ღამით კურსკის რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს - რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 26 თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს. დილით გავრცელდა ცნობები სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ.

სამშაბათს, ომის მომხრე "ტელეგრამარხებმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სუჯას ჩრდილო-დასავლეთით წინ მიიწევდნენ. სოციალურ ქსელში კი რეგიონული ცენტრის დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი, დაიღუპა 28.

ოთხშაბათს ღამით ქალაქი სუჯა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა. აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ კურჩატოვშიც, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სავარაუდოდ, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.

  • რას ამბობს რუსეთი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 15:05 საათზე, პირველი კომენტარი გააკეთა: ”დღეს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ქვედანაყოფების პოზიციებს კურსკის ოლქის ნიკოლაევო-დარიინოს და ოლეშნიას დასახლებების რაიონებში. მისი [მტრის] რეზერვები დამარცხდა ბასოვკას, ჟურავკას, იუნაკოვკას, ბელოვოდის, კიანიცას, კორჩაკოვკას, ნოვაია სიჩის, პავლოვკას, გოროდიშჩეს, სუმის რეგიონის დასახლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამშაბათს საღამოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი განცხადება გააკეთა - უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა, რომელიც სავარაუდოდ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა, ზარალი განიცადა და "უკან დაიხია". ეს შეტყობინება მალევე წაიშალა. "მტერი კვლავ რჩება კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე“, წერს ბლოგერი რომან ალეხინი.

  • რა განაცახდა პუტინმა?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.”

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, პუტინის თქმით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები “მასშტაბური პროვოკაციაა” უკრაინის მხრიდან და ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. “ჩვენი სხდომის შემდეგ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, “ეფესბესთან”, ვგულისხმობ უშიშროების ფედერალური სამსახურის საქმიანობის სასაზღვრო მიმართულებას, და კოლეგების მორიგ ანგარიშს მოვისმენ იმის თაობაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში”, - განაცხადა პუტინმა.

  • რა არის ცნობილი დანაკარგების შესახებ

რუსულმა სამხედრო არხებმა გაავრცელეს რამდენიმე განადგურებული უკრაინული ჯავშანტექნიკის ვიდეო, ასევე კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუმის რეგიონში უკრაინული ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებას ასახავს.

რუსეთის სამხედროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში დაკარგეს 50 ჯავშანმანქანა, მათ შორის შვიდი ტანკი, რვა ჯავშანტრანსპორტიორი, სამი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ორი Buk M1 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ა.შ. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მძიმე საკადრო დანაკარგები განიცადეს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების განადგურების ოპერაცია გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა დაკარგა კა-52 ვერტმფრენი, ასევე დაიღუპა მათი ერთ-ერთი მეთაური.

უკრაინის მხარე თავს იკავებს ამ სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისგან, თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერები აღარ მალავენ, რომ ამ დონის სამხედრო თავდასხმა, ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ საბჭოთა კავშირისთვის და მერე - რუსეთისთვის არავის გაუბედავს...

რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებაც ცდილობს, მიჩქმალოს საბრძოლო მოქმედებების მასშტაბი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად პოსტავს სავრძოლო მოქმედებების შესახებ და შველას ითხოვს...

  • "ბრძოლა იქნება სასტიკი"

"კურსკის ოლქის საზღვრის სუჯანის მონაკვეთზე ოპერატიული და საბრძოლო ვითარება კვლავ რთულია“, - წერს "ტელეგრამარხი "სასაზღვრო დაცვა ჯოჯოხეთიდან“. ომის მომხრე ბლოგერებისა და სამხედრო ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამჯერად ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხანმოკლე დარბევით. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გარღვევა არის ოპერაციის საწყისი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ჯარების უკან დახევას ფრონტის სხვა ცხელი სექტორებიდან (პირველ რიგში ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებიდან).

"ამჟამად ყველაზე სახიფათო სიტუაციაა აქ, სუჯას ჩრდილოეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალები, როგორც ჩანს, ხვალ შეეცდებიან ქალაქში შემოსვლას. ბრძოლა იქნება სასტიკი“, - ამბობს რუსი სამხედრო ბლოგერი იური პოდოლიაკი.

ამასთანავე, სუმის ოლქის ხუთი თემის 23 დასახლებაში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადაა, - ამის შესახებ უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ არტიუხმა განაცხადა.

შეგახსენებთ, სუმის რეგიონი ესაზღვრება რუსეთის კურსკის რეგიონს, სადაც წინა დღით დაიწყო სასტიკი ბრძოლები.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაავალა ფინანსთა სამინისტროს გამოყოს 1,8 მილიარდი რუბლის ტრანში კურსკის რეგიონიდან მოსახლეობის გაყვანისთვის.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

იხილეთ ასევე: