სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კულ ცენ­ტრს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იყო აივ/შიდსის სამ­სა­ხუ­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი ძა­ლის­ხმე­ვით, ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო, თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა აივ/შიდსის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრს.

  • 2009 წელს, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ცენ­ტრმა აივ/შიდსის და ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბის დარ­გში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის­თვის, მი­ი­ღო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრე­მია.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, C და B ჰე­პა­ტი­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის უმ­თავ­რე­სი ინი­ცი­ა­ტო­რი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და წარ­მა­ტე­ბით გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მისი წვლი­ლი COVID-19-ის პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში.

  • თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იყო ამე­რი­კის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ევ­რო­პის ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის, ნიუ-იორ­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის, შიდსის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სხვა არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. მას უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის აღ­ზრდის საქ­მე­ში.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი პი­რა­დი დიდი წვლი­ლის, ნა­ყო­ფი­ე­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, 1 აგ­ვის­ტოს, 76 წლის ასაკ­ში, გარ­და­იც­ვა­ლა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.

  • 2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში, C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების უმთავრესი ინიციატორი, გულშემატკივარი და წარმატებით განმახორციელებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის პანდემიის მართვის პროცესში.

  • თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

თენგიზ ცერცვაძე, 1 აგვისტოს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.