საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტედი რინერის პროვოკაციული ჟესტი ფოტოებში - რამ გააღიზიანა გურამ თუშიშვილი და როგორია გამოხმაურებები სკანდალურ მეოთხედფინალზე
ტედი რინერის პროვოკაციული ჟესტი ფოტოებში - რამ გააღიზიანა გურამ თუშიშვილი და როგორია გამოხმაურებები სკანდალურ მეოთხედფინალზე

ტედი რი­ნერ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი რე­პე­შაჟ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღებს. ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ლე­გენ­და­რულ ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტთან ტედი რი­ნერ­თან და­მარ­ცხდა, ტე­დის პრი­ვო­კა­ცი­ას გუ­რამ­მაც აღელ­ვე­ბით უპა­სუ­ხა, რაც არ გვა­პა­ტი­ეს და მსაჯ­მა რი­ნე­რის გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი ჰან­სო­კუ-მა­კეც აჩ­ვე­ნა. შე­დე­გად, თუ­შიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დას გა­მო­ე­თი­შა.

ფაქტს მსოფ­ლიო პრე­სა, ძი­უ­დოს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და სო­ცი­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აფა­სე­ბენ.

  • შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ტედი რი­ნე­რის ჟეს­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, რა­მაც გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რი­ნე­რის არას­პორ­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო, მსა­ჯებ­მა თუ­შიშ­ვი­ლის დას­ჯა - დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით გა­და­წყვი­ტეს.

  • "რა ხდე­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავიწ­რო­ვე­ბენ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს, თუ რა ხდე­ბა? ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო ოლიმ­პი­ა­დაა...
  • მსა­ჯი იქ არ იყო? ეძი­ნა? ჩვენ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს რი­ნე­რის თავ­ხე­დო­ბა;
  • ღირ­სე­ბა ყვე­ლა მე­დალს ჯო­ბია;
  • რი­ნერს არ ეკად­რე­ბო­და ასე­თი პა­ტა­რა კა­ცო­ბა", - ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თვლი­ან, რომ რი­ნე­რის ჟეს­ტი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი იყო და მსა­ჯებ­მა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რო­დე­საც თუ­შიშ­ვი­ლი გა­მო­თი­შეს შე­ჯიბრს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფრან­გულ მე­დი­ას, RMC Sport -მა ინ­ცი­დენ­ტი თუ­შიშ­ვი­ლის ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას მი­ა­წე­რა. გა­მო­ცე­მამ ყუ­რა­დღე­ბა გუ­რა­მის ქცე­ვა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, თუმ­ცა არა­ფე­რი და­წე­რა რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­ულ ჟესტზე.

  • "თუ­შიშ­ვი­ლი­სა და რი­ნე­რის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი მარ­ცხს ვერ შე­ე­გუა და ფრანგს და­უ­პი­რის­პირ­და", - წერს გა­ნახ­ლე­ბად მა­სა­ლა­ში გა­მო­ცე­მა და მის არხზე ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

  • "ჩვენ შენ­თან ვართ ტედი!
  • შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბრძო­ლა იყო“, - ამ­ხნე­ვე­ბენ ფრან­გი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ტედი რი­ნერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თუ­შიშ­ვი­ლი - ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, მსოფ­ლი­ოს 2018 წლი­სა და ევ­რო­პის 2017, 2019 წლე­ბის ჩემ­პი­ო­ნი ტედი რი­ნერს კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ხუ­თედ და­უ­პი­რის­პირ­და.

ორ­თაბ­რძო­ლის და­სას­რულს რი­ნერ­მა თუ­შიშ­ვი­ლი იპონ­ზე და­აგ­დო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქარ­თველს შო­რის სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რისი მი­ზე­ზიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა გახ­და.

გუ­რამს იპო­ნით წა­გე­ბა ჩა­ეთ­ვა­ლა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ქმე­დე­ბა არას­პორ­ტუ­ლა­დაც შე­ფას­და და თუ­შიშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზო­ბი­დან სულ მო­იხ­სნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
2

ტედი რინერის საქციელი არ ყოფილა ისეთი პროვოკაციული, თუმცა თუშიშვილის რეაქცია უფრო გასაგები იყო. მაგრამ პროვოკაციული იყო პეტრიაშვილის ქცევა და მისმა მეტოქემ ძალიან ღირსეულად უპასუხა, მერე კი ეხვეოდა გენო, მაგრამ აღარ მიიღო მისი მილოცვა და ჩახუტება უკვე პეტრიაშვილის მეტოქემ. მე პირადად ძალიან გამიხარდა გენოს ოქრო, ეკუთვნოდა, თუმცა თავისი საქციელით ბოლოს ჩამაშხამა. მერე კი გვაჩვენეს ძველი კადრები, მაგრამ არ ამართლებს არასპორტულ საქციელს. ღირსეულად ვინც იჭიდავა და გამარჯვება და დამარცხებაც შეგნებულად და კაცურად მიიღო, მაჭარაშვილია.

ლელი
8

ჩვენი უსაყვარლესი ბუდუ სულ ენაგამოყოფილი არ აღნიშნავს ყველა ქმედებას? ამ შემთხვევაში გამართლებულია და სხვა რომ იგივეს აკეთებს არა? ქვეყნის სახელით როცა რამეს აკეთებ, ცოტა მეტად უნდა დაითმინო.

ავტორი:

ტედი რინერის პროვოკაციული ჟესტი ფოტოებში - რამ გააღიზიანა გურამ თუშიშვილი და როგორია გამოხმაურებები სკანდალურ მეოთხედფინალზე

ტედი რინერის პროვოკაციული ჟესტი ფოტოებში - რამ გააღიზიანა გურამ თუშიშვილი და როგორია გამოხმაურებები სკანდალურ მეოთხედფინალზე

ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

ფაქტს მსოფლიო პრესა, ძიუდოს გულშემატკივრები და სოცილური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

  • შეხვედრის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ტედი რინერის ჟესტის ამსახველი ფოტო, რამაც გურამ თუშიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ რინერის არასპორტული საქციელის გამო, მსაჯებმა თუშიშვილის დასჯა - დისკვალიფიკაციით გადაწყვიტეს.

  • "რა ხდება, მიზანმიმართულად ავიწროვებენ ქართველ სპორტსმენებს, თუ რა ხდება? ყველაზე უსამართლო ოლიმპიადაა...
  • მსაჯი იქ არ იყო? ეძინა? ჩვენმა დელეგაციამ უნდა გააპროტესტოს რინერის თავხედობა;
  • ღირსება ყველა მედალს ჯობია;
  • რინერს არ ეკადრებოდა ასეთი პატარა კაცობა", - ქართველი გულშემატკივრები თვლიან, რომ რინერის ჟესტი უღირსი საქციელი იყო და მსაჯებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც თუშიშვილი გამოთიშეს შეჯიბრს.

რაც შეეხება ფრანგულ მედიას, RMC Sport -მა ინციდენტი თუშიშვილის ზედმეტ ამბიციურობას მიაწერა. გამოცემამ ყურადღება გურამის ქცევაზე გაამახვილა, თუმცა არაფერი დაწერა რინერის პროვოკაციულ ჟესტზე.

  • "თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირების კადრები. გაბრაზებული გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა და ფრანგს დაუპირისპირდა'', - წერს განახლებად მასალაში გამოცემა და მის არხზე ვიდეოს აქვეყნებს.

  • "ჩვენ შენთან ვართ ტედი!
  • შესანიშნავი ბრძოლა იყო“, - ამხნევებენ ფრანგი გულშემატკივრები ტედი რინერს.

აღსანიშნავია, რომ თუშიშვილი - ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს 2018 წლისა და ევროპის 2017, 2019 წლების ჩემპიონი ტედი რინერს კარიერის განმავლობაში მეხუთედ დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლის დასასრულს რინერმა თუშიშვილი იპონზე დააგდო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქართველს შორის სიტუაცია დაიძაბა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რინერის პროვოკაციული ქმედება გახდა.

გურამს იპონით წაგება ჩაეთვალა, მაგრამ მოგვიანებით მისი ქმედება არასპორტულადაც შეფასდა და თუშიშვილი ასპარეზობიდან სულ მოიხსნა.

იხილეთ ასევე: