მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხას მიიღებენ ახალგაზრდები ანაზღაურებადი სტაჟირების დროს - განათლების მინისტრის განმარტება
რა თანხას მიიღებენ ახალგაზრდები ანაზღაურებადი სტაჟირების დროს - განათლების მინისტრის განმარტება

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბა­ზე სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბა 2 აგ­ვის­ტო­დან 8 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გა­მო­ცხად­დე­ბა.

რო­გორც ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით ახალ­გაზ­რდებს 500 ლარი და­ე­რი­ცხე­ბათ.

"კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რის კურსდამ­თავ­რე­ბულს, ვინც წელს და­ამ­თავ­რა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, ასე­ვე, ყვე­ლა მე­ო­თხე კურ­სელს, ყვე­ლა მა­გის­ტრანტს, ვინც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს და ვინც წელს და­ამ­თავ­რა მა­გის­ტრა­ტუ­რა. ძი­რი­თად კრი­ტე­რი­უ­მე­ბად გა­ნი­სა­ზღვრა მათი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა, ეს იქ­ნე­ბა „ჯი პი ეი“ თუ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა, რო­გორც მათ აქვთ თა­ვი­ანთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უწყე­ბებს, კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო, მათი საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე თვით­მმარ­თვე­ლი ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით, რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო სპექტრი აირ­ჩი­ოს. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა აირ­ჩი­ონ და პორ­ტალ­ზე შეს­ვლი­სას უკვე კონ­კრე­ტუ­ლი ჩაშ­ლი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი დახ­ვდე­ბათ.

ვთქვათ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პი­რო­ბებ­ში მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე დე­პარ­ტა­მენ­ტში, რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პირ­ში თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით მო­ნიშ­ნონ შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მათ ინ­ტე­რე­სებს და მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. 8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ უკვე და­ი­წყე­ბა გა­სა­უბ­რე­ბე­ბის მე­ო­რე ეტა­პი და აგ­ვის­ტო­ში მთლი­ა­ნად დამ­თავ­რდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა. პირ­ვე­ლის სექ­ტემ­ბრი­დან 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ათას­ზე მეტი ახალ­გაზ­რდა და­ი­წყებს ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, ად­გილ­ზე ეყო­ლე­ბათ თა­ვი­ან­თი მენ­ტო­რე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ეც­დე­ბი­ან ხელი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყონ, რო­გორც გრა­ფიკ­ში, ისე სა­მუ­შა­ოს ათ­ვი­სე­ბა­ში. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ძა­ლი­ან კარ­გი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ნა­კა­დი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა დარ­ჩე­ბა და შემ­დგომ უკვე ძი­რი­თად სა­მუ­შა­ოს ად­გილ­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ იმ უწყე­ბებ­ში, სა­დაც მოხ­ვდე­ბი­ან. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა თანხას მიიღებენ ახალგაზრდები ანაზღაურებადი სტაჟირების დროს - განათლების მინისტრის განმარტება

რა თანხას მიიღებენ ახალგაზრდები ანაზღაურებადი სტაჟირების დროს - განათლების მინისტრის განმარტება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე საბუთების მიღება 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდება.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურების სახით ახალგაზრდებს 500 ლარი დაერიცხებათ.

"კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულს, ვინც წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, ასევე, ყველა მეოთხე კურსელს, ყველა მაგისტრანტს, ვინც მაგისტრატურაზე სწავლობს და ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა. ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვრა მათი აკადემიური მოსწრება, ეს იქნება „ჯი პი ეი“ თუ ქულათა სისტემა, როგორც მათ აქვთ თავიანთ უნივერსიტეტებში.

რაც შეეხება უწყებებს, კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო, მათი საქვეუწყებო დაწესებულებები, შესაბამისი დეპარტამენტები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე თვითმმართველი ყველა ტერიტორიული ორგანო, ვინაიდან ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს მისი ადგილსამყოფელის და ინტერესების მიხედვით, რაც შეიძლება ფართო სპექტრი აირჩიოს. მათ შესაძლებლობა აქვთ რამდენიმე უწყება აირჩიონ და პორტალზე შესვლისას უკვე კონკრეტული ჩაშლილი მიმართულებები დახვდებათ.

ვთქვათ, განათლების სამინისტროს პირობებში მათ შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე დეპარტამენტში, რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში თავიანთი პროფესიების მიხედვით მონიშნონ შესაბამისი ადგილები, რომელიც მათ ინტერესებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 8 აგვისტოს შემდეგ უკვე დაიწყება გასაუბრებების მეორე ეტაპი და აგვისტოში მთლიანად დამთავრდება აღნიშნული შერჩევის პროცედურა. პირველის სექტემბრიდან 4 თვის განმავლობაში სამი ათასზე მეტი ახალგაზრდა დაიწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ადგილზე ეყოლებათ თავიანთი მენტორები. შეძლებისდაგვარად შეეცდებიან ხელი ყველანაირად შეუწყონ, როგორც გრაფიკში, ისე სამუშაოს ათვისებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალიან კარგი და განახლებული ნაკადიდან დიდი რაოდენობა დარჩება და შემდგომ უკვე ძირითად სამუშაოს ადგილზე გააგრძელებენ იმ უწყებებში, სადაც მოხვდებიან. ამიტომ მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება“, - განაცხადა ამილახვარმა.