მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა და რა მოხდა რეალურად გასულ კვირას აჭარაში: ინტერვიუ ჰერპეტოლოგთან
"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა და რა მოხდა რეალურად გასულ კვირას აჭარაში: ინტერვიუ ჰერპეტოლოგთან

30 ივ­ლისს, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტი, 44 წლის კაცი, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 29 ივ­ლისს, მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რის­ტი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­ღუ­პა და მას მთის ას­პიტ­მა უკბი­ნა. ჰერ­პე­ტო­ლო­გი შოთა ზან­დუ­კე­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ მსგავ­სი სა­ხე­ო­ბის გვე­ლი არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ას­პიტს, ამ სა­ხე­ო­ბის გვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ ბი­ნად­რობს.

რო­გორც ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, ტუ­რის­ტი სო­ფელ ჩა­ი­სუ­ბან­ში ის­ვე­ნებ­და, იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მის­ვლამ­დე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. “აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ქვე­წარ­მა­ვა­ლი კი მისი სა­კუთ­რე­ბა იყო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ქვე­წარ­მა­ვალ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ებ­და, რა დრო­საც უკბი­ნა.

  • რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად აჭა­რა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა თუ არა ტუ­რის­ტი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით, ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. ჰერ­პე­ტო­ლოგს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ქვე­წარ­მა­ვა­ლის ნაკ­ბე­ნი გახ­და. შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ტუ­რის­ტის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რას ემსხვერ­პლა 44 წლის კაცი.

შოთა ზან­დუ­კე­ლი კი გვიყ­ვე­ბა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ო­ნებ­ში ბი­ნად­რო­ბენ შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი და რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის გველ­მა გვი­კ­ბი­ნა:

- ახლა გე­ტყვით, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად მოგ­ზა­უ­რი იყო, რო­მე­ლიც გვე­ლე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, და­დი­ო­და და სუ­რა­თებს უღებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის გვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კავ­კა­სი­ურ გველ­გეს­ლას. ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლა­მა­ზია, ეფექ­ტუ­რი გვე­ლია. ჩა­მო­დი­ან, მოგ­ზა­უ­რო­ბენ, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აჭა­რა­ში, იკ­ვლე­ვენ. და­ვუშ­ვათ, რომ ის გვე­ლის ნაკ­ბე­ნით გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, კავ­კა­სი­უ­რი გველ­გეს­ლას შხა­მი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. მისი შხა­მი ისე­თი სუს­ტია, რომ ორ­გა­ნიზმს იმის ძალა გა­აჩ­ნია, რომ მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. არ ვგუ­ლის­ხმობ ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შოკს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

პი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია 5-10 წუთ­ში კი არ დგე­ბა, არა­მედ დიდი ხნის შემ­დეგ. გვე­ლის ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ იწყე­ბა წვა, ტკი­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­სი­ე­ბა, სივ­დე­ბა ნაკ­ბე­ნი, ჯირ­კვლებ­ზე გა­და­დის შე­სი­ე­ბა, შე­საძ­ლოა სი­ცხემ აუ­წი­ოს და გუ­ლის რე­ვაც ჰქონ­დეს. ყვე­ლა გა­ი­გებ­და ამ ფაქტს, მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რომ გვე­ლის ნაკ­ბე­ნის­გან ანა­ფი­ლაქ­სია დამ­დგა­რი­ყო, შე­საძ­ლოა, ეს გახ­დეს ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ესეც ორ და სამ წუთ­ში არ ხდე­ბა. თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­დე­საც ხელ­ზეა ნაკ­ბე­ნი. ანა­ფი­ლაქ­სი­ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გარ­დაც­ვა­ლე­ბა 10-15 წუ­თია. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მსგავ­სი თე­მე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მას აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბო­და რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო გვე­ლის ნაკ­ბე­ნის დროს. მე მა­ინც არ მგო­ნია, რომ ეს იყოს გვე­ლის ნა­მოქ­მე­და­რი და არც მგო­ნია, რომ ეს ვინ­მემ და­მა­ლოს, მსგავ­სი რამ რომ ყო­ფი­ლი­ყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 15 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი გი­ურ­ზას ნაკ­ბე­ნით. დაკ­ბე­ნა ხდე­ბა, მაგ­რამ იკურ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი.

- რამ­დე­ნი შხა­მი­ა­ნი გვე­ლის სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­მე­ლი რე­გი­ო­ნე­ბია ამ კუ­თხით სა­ში­ში.

- ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ამ სა­ხე­ო­ბე­ბი­დან 7 სა­ხე­ო­ბა შხა­მი­ა­ნია. აქე­დან მხო­ლოდ ერ­თია გი­ურ­ზა, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სამ­ხრე­თით და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის არის სა­ში­ში. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხე­ო­ბის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ იმ შხა­მი­ან­თა რიგს, რო­მელ­თა შხა­მიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ექიმს უნდა მი­მარ­თოთ. ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ და­ა­სა­ხე­ლა ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, მთის ას­პი­ტი, კავ­კა­სი­უ­რი გი­ურ­ზა, ასე­თი სა­ხე­ო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წის ზურ­გზე. შე­საძ­ლოა თქვა, კავ­კა­სი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გი­ურ­ზა. რაც შე­ე­ხე­ბა ას­პიტს, ახლო-მახ­ლო მსგავ­სი სა­ხე­ო­ბის გვე­ლი არ არ­სე­ბობს და მი­თუ­მე­ტეს, მთის.

ასე­ვე ფაქ­ტი, რომ ამ ადა­მი­ანს თით­ქოს თა­ვი­სი გვე­ლი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, ასე­ვე ტყუ­ი­ლია. თან გველ­თან ერ­თად ტყე-ღრე რა­ტომ უნდა იარო. ასე­ვე არ ბი­ნად­რობს კობ­რას სა­ხე­ო­ბის გვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გი­ურ­ზას ახა­სი­ა­თებს თა­ვის აწე­ვა და კის­რის მი­და­მოს ოდ­ნავ გაშ­ლა, ამ დროს კობ­რას ემ­სგავ­სე­ბა.

- ბოლო დროს, ერ­თგვარ მო­დად იქცა სახ­ლში გვე­ლის ყოლა. ზოგი იძენს, ზოგ­საც მინ­დვ­რი­დან მოჰ­ყავს და აკ­ვა­რი­უმ­ში ზრდის...

- ეს ტენ­დენ­ცია მთელს მსოფ­ლი­ო­შია. თით­ქოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მიჰ­ყვე­ბა. გა­ჭირ­ვე­ბის დროს არა­ვის ეცა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. ახლა ყვე­ლას ძაღ­ლი ჰყავს, კატა, თუ­თი­ყუ­შე­ბი. ად­რეც იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გვე­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ, ახლა გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის, რომ თბი­ლის­ში გვე­ლი შე­ი­ძი­ნო. არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში იჭერს და ცოტა ხნით მიჰ­ყავს სახ­ლში, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. მა­ღა­ზი­ა­ში ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი მოვ­ლა არ იცი, და­უშ­ვე­ბე­ლია მისი სახ­ლში მოყ­ვა­ნა. ასე­ვე ბუ­ნე­ბა­ში და­ჭე­რა და სახ­ლში მოყ­ვა­ნა, კა­ნო­ნი­თაც აკ­რძა­ლუ­ლია, თუ კვლე­ვი­თი მი­ზა­ნი არ გაქვს. მე ბუ­ნე­ბა­ში რომ წა­ვი­დე და გვე­ლი და­ვი­ჭი­რო, ამის უფ­ლე­ბა მაქვს, რად­გან ჰერ­პე­ტო­ლო­გი ვარ და ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ. თუმ­ცა ბა­თუმ­ში რომ კავ­კა­სი­უ­რი გველ­გეს­ლა და­ვი­ჭი­რო და თბი­ლი­სის მი­და­მო­ებ­ში გა­ვუშ­ვა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია. გვე­ლის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაშ­ვე­ბა, სა­დაც არ ბი­ნად­რობს, და­უშ­ვე­ბე­ლია.

- გვე­ლი ის ქვე­წარ­მა­ვა­ლია, რომ­ლის მი­მართ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მტრუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი. შეხ­ვედ­რი­სას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, კლა­ვენ. რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემთ მკი­თხველს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ გველ­თან შეხ­ვედ­რი­სას და რა­ტომ არ უნდა მოვ­კლათ გვე­ლი?

- მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ად­გილ­ზე მივ­სულ­ვარ და მოკ­ლუ­ლი დამ­ხვედ­რია. არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ვე­რა­ფე­რი მით­ქვამს, რად­გან იქ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მის გაყ­ვა­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თან შხა­მი­ა­ნი იყო და საფრ­თხეს ქმნი­და. ამ დროს, არ უნდა მო­გეკ­ლა, ვერ ეტყვი. თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია გვე­ლის ასე კვლა. ბუ­ნე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი ჯაჭვში ძა­ლი­ან დიდი ფუნ­ქცია აქვს. თა­ვა­დაც წარ­მო­ად­გენს კვე­ბით ჯაჭვს. ასე­ვე დიდ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. გვე­ლე­ბი რომ არ იყ­ვნენ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას თაგ­ვი გა­და­ჭამ­და.

ახლა ვი­ღაც იტყვის, რომ ამის­თვის წა­მალს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, მაგ­რამ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით არა მხო­ლოდ თაგ­ვს ვკლავთ, არა­მედ მთელ იმ ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს ვსპობთ, რო­მე­ლიც მი­ჯაჭ­ვუ­ლია თაგვზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ასე გვე­ლის კვლა. ამ დროს არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, ჩვენ თუ არ შე­ვე­ხე­ბით.

კბე­ნაც მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც მის და­ჭე­რას ან მოკ­ვლას ვცდი­ლობთ. შემ­თხვე­ვით ფე­ხის დად­გმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა, ალ­ბათ, ხუთი პრო­ცენ­ტი დაკ­ბე­ნე­ბი­დან.

- პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით..

- არაშ­ხა­მი­ა­ნი გვე­ლის­გან დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი მოს­დის ადა­მი­ანს, გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა სის­ხლი წა­მოგ­ვი­ვი­დეს, რა­საც მო­ვი­ბანთ, სპირ­ტით და­ვი­მუ­შა­ვებთ, რომ ინ­ფექ­ცია არ შეგ­ვეჭ­რას. რაც შე­ე­ხე­ბა შხა­მი­ა­ნი გვე­ლის­გან დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ჩაგ­ვი­ლურ­ჯდეს, დაგ­ვი­სივ­დეს, ნეკ­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­დეს. ეგ­რე­ვე ვხვდე­ბით, რომ ეს არის შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბე­ნი. ამ დროს უნდა ვიწ­ვეთ ან ვიჯ­დეთ და გა­მო­ვი­ძა­ხოთ სას­წრა­ფო. მი­ვი­ღოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს. თუ წნე­ვა არ გა­წუ­ხებთ, და­ლი­ეთ ასე­ვე შარ­დმდე­ნი. და­უშ­ვე­ბე­ლია ალ­კოჰო­ლის და ყა­ვის მი­ღე­ბა. ასე­ვე ლახ­ტის და­დე­ბა, შხა­მის ამო­წო­ვა. დექ­სა­მე­ტა­ზონს ვხმა­რობთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი არ აწუ­ხებთ. ექიმს ვე­ლო­დე­ბით და ვუყ­ვე­ბით იმას, თუ რა პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ვი­ღეთ.

- რო­გორ უნდა მივ­ხვდეთ, შხა­მი­ან­მა გვი­კ­ბი­ნა თუ უშ­ხა­მომ?

- ტკი­ვი­ლით და სიმპტო­მე­ბით, შხა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვაქვს, რომ ეგ­რე­ვე ვხვდე­ბით. რო­გორც გი­თხა­რით, სი­წით­ლე, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და ნაკ­ბე­ნის ირ­გვლივ სი­შა­ვე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა და რა მოხდა რეალურად გასულ კვირას აჭარაში: ინტერვიუ ჰერპეტოლოგთან

"საქართველოს ორ რეგიონში შხამიანი გველი ბინადრობს" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა და რა მოხდა რეალურად გასულ კვირას აჭარაში: ინტერვიუ ჰერპეტოლოგთან

30 ივლისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელი ტურისტი, 44 წლის კაცი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში შხამიანი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა 29 ივლისს, მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, ტურისტი რამდენიმე წუთში დაიღუპა და მას მთის ასპიტმა უკბინა. ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მსგავსი სახეობის გველი არ არსებობს. რაც შეეხება ასპიტს, ამ სახეობის გველი საქართველოში საერთოდ არ ბინადრობს.

როგორც ქობულეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ტურისტი სოფელ ჩაისუბანში ისვენებდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა. “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით კი, გარდაცვლილი სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც უკბინა.

  • რა მოხდა რეალურად აჭარაში, გარდაიცვალა თუ არა ტურისტი გველის ნაკბენით, ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. ჰერპეტოლოგს ეჭვი ეპარება, რომ ტურისტის გარდაცვალების მიზეზი ქვეწარმავალის ნაკბენი გახდა. შემთხვევის შემდეგ, ტურისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, რას ემსხვერპლა 44 წლის კაცი.

შოთა ზანდუკელი კი გვიყვება, როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენის შემთხვევაში, საქართველოს რომელ რეგიონებში ბინადრობენ შხამიანი გველები და როგორ უნდა გავარჩიოთ რომელი სახეობის გველმა გვიკბინა:

- ახლა გეტყვით, რა შეიძლება მომხდარიყო გველის ნაკბენის შემთხვევაში. ეს ადამიანი ნამდვილად მოგზაური იყო, რომელიც გველებით იყო დაინტერესებული, დადიოდა და სურათებს უღებდა სხვადასხვა სახეობის გველებს და განსაკუთრებულად კავკასიურ გველგესლას. ენდემური სახეობაა საქართველოში, ლამაზია, ეფექტური გველია. ჩამოდიან, მოგზაურობენ, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებულად აჭარაში, იკვლევენ. დავუშვათ, რომ ის გველის ნაკბენით გარდაცვლილიყო, კავკასიური გველგესლას შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი შხამი ისეთი სუსტია, რომ ორგანიზმს იმის ძალა გააჩნია, რომ მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდეს. არ ვგულისხმობ ანაფილაქსიურ შოკს, რომელიც შესაძლოა ნაკბენმა გამოიწვიოს.

პიკური სიტუაცია 5-10 წუთში კი არ დგება, არამედ დიდი ხნის შემდეგ. გველის ნაკბენის შემდეგ იწყება წვა, ტკივილი, რამდენიმე წუთში დასიება, სივდება ნაკბენი, ჯირკვლებზე გადადის შესიება, შესაძლოა სიცხემ აუწიოს და გულის რევაც ჰქონდეს. ყველა გაიგებდა ამ ფაქტს, მსგავსი პროცესები რომ განვითარებულიყო. მეორე ვარიანტია, რომ გველის ნაკბენისგან ანაფილაქსია დამდგარიყო, შესაძლოა, ეს გახდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ესეც ორ და სამ წუთში არ ხდება. თან განსაკუთრებულად როდესაც ხელზეა ნაკბენი. ანაფილაქსიის ყველაზე სწრაფი გარდაცვალება 10-15 წუთია. ყველაზე მთავარი, ადამიანი, რომელიც მსგავსი თემებით არის დაინტერესებული, მას აუცილებლად ეცოდინებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო გველის ნაკბენის დროს. მე მაინც არ მგონია, რომ ეს იყოს გველის ნამოქმედარი და არც მგონია, რომ ეს ვინმემ დამალოს, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო.

საქართველოში ბოლოს 15 წლის წინ გარდაიცვალა ბავშვი გიურზას ნაკბენით. დაკბენა ხდება, მაგრამ იკურნებიან ადამიანები.

- რამდენი შხამიანი გველის სახეობა არსებობს საქართველოში და რომელი რეგიონებია ამ კუთხით საშიში.

- ჩვენთან დაახლოებით 24 სახეობის გველი ბინადრობს. ამ სახეობებიდან 7 სახეობა შხამიანია. აქედან მხოლოდ ერთია გიურზა, რომელიც კახეთის სამხრეთით და ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, ადამიანის სიცოცხლისთვის არის საშიში. დანარჩენი სახეობის შხამიანი გველები წარმოადგენენ იმ შხამიანთა რიგს, რომელთა შხამიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ. ის სახეობები, რომელიც ზოგიერთმა ტელევიზიამ დაასახელა ტურისტის გარდაცვალების შემთხვევაზე, მაგალითად, მთის ასპიტი, კავკასიური გიურზა, ასეთი სახეობები არ არსებობს დედამიწის ზურგზე. შესაძლოა თქვა, კავკასიაში გავრცელებული გიურზა. რაც შეეხება ასპიტს, ახლო-მახლო მსგავსი სახეობის გველი არ არსებობს და მითუმეტეს, მთის.

ასევე ფაქტი, რომ ამ ადამიანს თითქოს თავისი გველი ჰყავდა ჩამოყვანილი, ასევე ტყუილია. თან გველთან ერთად ტყე-ღრე რატომ უნდა იარო. ასევე არ ბინადრობს კობრას სახეობის გველი საქართველოში. გიურზას ახასიათებს თავის აწევა და კისრის მიდამოს ოდნავ გაშლა, ამ დროს კობრას ემსგავსება.

- ბოლო დროს, ერთგვარ მოდად იქცა სახლში გველის ყოლა. ზოგი იძენს, ზოგსაც მინდვრიდან მოჰყავს და აკვარიუმში ზრდის...

- ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოშია. თითქოს ქვეყნის განვითარებას მიჰყვება. გაჭირვების დროს არავის ეცალა ცხოველებისთვის. ახლა ყველას ძაღლი ჰყავს, კატა, თუთიყუშები. ადრეც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გველები აინტერესებდათ, ახლა გაჩნდა შესაძლებლობა იმის, რომ თბილისში გველი შეიძინო. არის ხალხი, რომელიც ბუნებაში იჭერს და ცოტა ხნით მიჰყავს სახლში, ეს დაუშვებელია. მაღაზიაში ყიდვის შემთხვევაში, თუ მისი მოვლა არ იცი, დაუშვებელია მისი სახლში მოყვანა. ასევე ბუნებაში დაჭერა და სახლში მოყვანა, კანონითაც აკრძალულია, თუ კვლევითი მიზანი არ გაქვს. მე ბუნებაში რომ წავიდე და გველი დავიჭირო, ამის უფლება მაქვს, რადგან ჰერპეტოლოგი ვარ და ამ თემაზე ვმუშაობ. თუმცა ბათუმში რომ კავკასიური გველგესლა დავიჭირო და თბილისის მიდამოებში გავუშვა, კატეგორიულად აკრძალულია. გველის იმ ტერიტორიაზე გაშვება, სადაც არ ბინადრობს, დაუშვებელია.

- გველი ის ქვეწარმავალია, რომლის მიმართ ადამიანების დიდი ნაწილი მტრულად არის განწყობილი. შეხვედრისას, ხშირ შემთხვევაში, კლავენ. რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს, როგორ უნდა მოიქცნენ გველთან შეხვედრისას და რატომ არ უნდა მოვკლათ გველი?

- მქონია შემთხვევა, როდესაც ადგილზე მივსულვარ და მოკლული დამხვედრია. არის სიტუაცია, როდესაც ვერაფერი მითქვამს, რადგან იქ შესაბამისი სამსახური არ არსებობს, რომელიც მის გაყვანაში დაეხმარება. თან შხამიანი იყო და საფრთხეს ქმნიდა. ამ დროს, არ უნდა მოგეკლა, ვერ ეტყვი. თუმცა მთლიანობაში დაუშვებელია გველის ასე კვლა. ბუნების ეკოლოგიური ჯაჭვში ძალიან დიდი ფუნქცია აქვს. თავადაც წარმოადგენს კვებით ჯაჭვს. ასევე დიდ ფუნქციას ასრულებენ სოფლის მეურნეობაში. გველები რომ არ იყვნენ, სოფლის მეურნეობას თაგვი გადაჭამდა.

ახლა ვიღაც იტყვის, რომ ამისთვის წამალს გამოიყენებენ, მაგრამ წამლის გამოყენებით არა მხოლოდ თაგვს ვკლავთ, არამედ მთელ იმ ცხოველთა სამყაროს ვსპობთ, რომელიც მიჯაჭვულია თაგვზე. აქედან გამომდინარე კატეგორიულად არ შეიძლება ასე გველის კვლა. ამ დროს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩვენ თუ არ შევეხებით.

კბენაც მაშინ ხდება, როდესაც მის დაჭერას ან მოკვლას ვცდილობთ. შემთხვევით ფეხის დადგმების პროცენტული რაოდენობა ძალიან მცირეა, ალბათ, ხუთი პროცენტი დაკბენებიდან.

- პირველად დახმარებაზეც მოგვიყევით..

- არაშხამიანი გველისგან დაკბენის შემთხვევაში არაფერი მოსდის ადამიანს, გარდა იმისა, რომ შესაძლოა სისხლი წამოგვივიდეს, რასაც მოვიბანთ, სპირტით დავიმუშავებთ, რომ ინფექცია არ შეგვეჭრას. რაც შეეხება შხამიანი გველისგან დაკბენის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩაგვილურჯდეს, დაგვისივდეს, ნეკროზული პროცესები წავიდეს. ეგრევე ვხვდებით, რომ ეს არის შხამიანი გველის ნაკბენი. ამ დროს უნდა ვიწვეთ ან ვიჯდეთ და გამოვიძახოთ სასწრაფო. მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხეს. თუ წნევა არ გაწუხებთ, დალიეთ ასევე შარდმდენი. დაუშვებელია ალკოჰოლის და ყავის მიღება. ასევე ლახტის დადება, შხამის ამოწოვა. დექსამეტაზონს ვხმარობთ იმ შემთხვევაში, თუ შაქრიანი დიაბეტი არ აწუხებთ. ექიმს ველოდებით და ვუყვებით იმას, თუ რა პრეპარატები მივიღეთ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, შხამიანმა გვიკბინა თუ უშხამომ?

- ტკივილით და სიმპტომებით, შხამიანის შემთხვევაში ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ეგრევე ვხვდებით. როგორც გითხარით, სიწითლე, ძლიერი ტკივილი და ნაკბენის ირგვლივ სიშავე.