Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემპიონს გამარჯვება, ერთ-ერთმა პირველმა, შეყვარებულმა მიულოცა: ვინ არის ლაშა ბექაურის რჩეული, რომელიც გუშინ საჯაროდ გამოჩნდა - ფოტო და ვიდეოკადრები
ჩემპიონს გამარჯვება, ერთ-ერთმა პირველმა, შეყვარებულმა მიულოცა: ვინ არის ლაშა ბექაურის რჩეული, რომელიც გუშინ საჯაროდ გამოჩნდა - ფოტო და ვიდეოკადრები

24 წლის ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი (90 კგ) ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. ბე­ქა­ურ­მა ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სა­ში­რო მუ­რიო ძი­რი­თა­დი დრო­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წა­მით ადრე ვა­ზა­რით 2:1 და­ა­მარ­ცხა. თა­ვი­დან ვა­ზა­რით ლა­შას მე­ტო­ქე და­წი­ნა­ურ­და, თუმ­ცა ქარ­თველ­მა ბრძო­ლის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

"გა­ბე­დე ოც­ნე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­ე­მა­ტა ქარ­თულ ძი­უ­დოს მდი­დარ ის­ტო­რი­ას ლაშა ბე­ქა­უ­რით სა­ხით, რო­მელ­მაც 2021 წლის ტი­ტუ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ზე­დი­ზედ მე­ო­რედ აიღო ოქ­როს მე­და­ლი. ეს იყო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი წარ­მოდ­გე­ნა და რო­გორც ჩანს, ძი­უ­დოს ღმერ­თე­ბი მის მხა­რეს იყ­ვნენ, რო­დე­საც ის კი­დევ ერთხელ ავი­და პო­დი­უ­მის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე. მებ­რძო­ლის სუ­ლით ცნო­ბილ ბე­ქა­ურს ამ დროს მხო­ლოდ ღი­მი­ლი და ამ მო­მენ­ტით ტკბო­ბა შე­ეძ­ლო. თბი­ლი­სი ახლა თავ­და­ყი­რა დატ­რი­ალ­და ამ კა­ცის­თვის, რო­მელ­მაც ოდეს­ღაც ქა­ლა­ქი აა­ღელ­ვა.

ბე­ქა­უ­რი­სა და სან­ში­რო მუ­რა­ოს ფი­ნა­ლი იყო სა­ოც­ნე­ბო მატ­ჩი, რო­მელ­საც ბევ­რი ელო­და პა­რიზ­ში წელს. მუ­რაო, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად იბ­რძო­და. ფი­ნალ­შიც პირ­ველ­მა იმოქ­მე­და, თუმ­ცა ქარ­თველ ჯა­დო­ქარს ნამ­დვი­ლად ვე­რა­ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ბე­ქა­ურ­მა თა­ვი­სი სა­ფირ­მო სტი­ლით ორი ვა­ზა­რი შე­ას­რუ­ლა, მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა და და­სას­რულს ტრი­უმ­ფის ნიშ­ნად და­ი­ჩო­ქა.“ - წერს judoinsid.

გუ­შინ, პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ჯა­როდ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­რი­ამ კე­კუა. გო­გო­ნამ სპორ­ტსმენს ჯერ კი­დევ 26 ივ­ლისს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­ა­კი­თხა.

ბრწყინ­ვა­ლე მო­გე­ბის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ემო­ცი­ე­ბი და ჩა­ხუ­ტე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. სა­ფეხ­ბურ­თო წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ, არა­ვის აღარ უკ­ვირს, რომ ლე­გენ­და­რულ სპორ­ტსმე­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩე­ბის დროს თან ახ­ლავთ ცო­ლე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი.

პირ­ვე­ლი ტრი­უმ­ფის დროს, ბე­ქა­უ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. მა­შინ ბევ­რს აინ­ტე­რე­სებ­და, ვინ გახ­დე­ბო­და ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნის რჩე­უ­ლი და რო­გორც ჩანს, მისი გუ­ლის მო­გე­ბა მა­რი­ამ კე­კუ­ამ შეძ­ლო და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზეა.

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ერთი წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან­და­ხან ერ­თად გა­და­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, ბე­ქა­უ­რი არა­სო­დეს სა­უბ­რობს მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
3

გილოცავ,ჩემპიონო და კარგო ბიჭო,გამარჯვებას❣

ბედნიერება შენ და შენს რჩეულს❣❤🇬🇪

ლალი
7

ამათ ასაკში წიგნები და სწავლა, მეტი არაფერი მაინტერესებდა და ამ თაობას რა სჭირს ვერ გავიგე. დაყრიან შვილებს ახალგაზრდალები და მერე ემიგრაციაში წავლენ სამუშაოდ ტირილით, ოჯახი უნდა ვარჩინოვო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ჩემპიონს გამარჯვება, ერთ-ერთმა პირველმა, შეყვარებულმა მიულოცა: ვინ არის ლაშა ბექაურის რჩეული, რომელიც გუშინ საჯაროდ გამოჩნდა - ფოტო და ვიდეოკადრები

ჩემპიონს გამარჯვება, ერთ-ერთმა პირველმა, შეყვარებულმა მიულოცა: ვინ არის ლაშა ბექაურის რჩეული, რომელიც გუშინ საჯაროდ გამოჩნდა - ფოტო და ვიდეოკადრები

24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

"გაბედე ოცნება, წარმოუდგენელი ამბავი შეემატა ქართულ ძიუდოს მდიდარ ისტორიას ლაშა ბექაურით სახით, რომელმაც 2021 წლის ტიტული შეინარჩუნა და ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეორედ აიღო ოქროს მედალი. ეს იყო სანახაობრივი წარმოდგენა და როგორც ჩანს, ძიუდოს ღმერთები მის მხარეს იყვნენ, როდესაც ის კიდევ ერთხელ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. მებრძოლის სულით ცნობილ ბექაურს ამ დროს მხოლოდ ღიმილი და ამ მომენტით ტკბობა შეეძლო. თბილისი ახლა თავდაყირა დატრიალდა ამ კაცისთვის, რომელმაც ოდესღაც ქალაქი ააღელვა.

ბექაურისა და სანშირო მურაოს ფინალი იყო საოცნებო მატჩი, რომელსაც ბევრი ელოდა პარიზში წელს. მურაო, დღის განმავლობაში სანახაობრივად იბრძოდა. ფინალშიც პირველმა იმოქმედა, თუმცა ქართველ ჯადოქარს ნამდვილად ვერავინ გააკონტროლებს. ბექაურმა თავისი საფირმო სტილით ორი ვაზარი შეასრულა, მეტოქე დაამარცხა და დასასრულს ტრიუმფის ნიშნად დაიჩოქა.“ - წერს judoinsid.

გუშინ, პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ, პირველად გამოჩნდა საჯაროდ მისი შეყვარებული მარიამ კეკუა. გოგონამ სპორტსმენს ჯერ კიდევ 26 ივლისს დაბადების დღეზე ჩააკითხა.

ბრწყინვალე მოგების შემდეგ გადაღებული კადრები, შეყვარებულის ემოციები და ჩახუტება სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. საფეხბურთო წარმატების შემდეგ, ალბათ, არავის აღარ უკვირს, რომ ლეგენდარულ სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მატჩების დროს თან ახლავთ ცოლები, შეყვარებულები, მეგობარი გოგონები.

პირველი ტრიუმფის დროს, ბექაური თავისუფალი იყო. მაშინ ბევრს აინტერესებდა, ვინ გახდებოდა ოქროსმედალოსანის რჩეული და როგორც ჩანს, მისი გულის მოგება მარიამ კეკუამ შეძლო და მათი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზეა.

წყვილის სიყვარულის შესახებ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებენ, ბექაური არასოდეს საუბრობს მედიასთან პირად ცხოვრებაზე.