მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა თეირანში და რა დეტალები ხდება ცნობილი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შესახებ - პირველი შეფასებები და გამოხმაურება ისრაელიდან
რა მოხდა თეირანში და რა დეტალები ხდება ცნობილი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შესახებ - პირველი შეფასებები და გამოხმაურება ისრაელიდან

ირან­ში მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ის­მა­ილ ჰა­ნიე. "ჰა­მა­სი" ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ნიე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად არის მოკ­ლუ­ლი. ჰა­ნიე თე­ი­რან­ში მოკ­ლეს, სა­დაც ირა­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზექ­ში­ა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირა­ნის ის­ლა­მუ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლია ჰა­ნი­ეს დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რიც.

"ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბით, "ჰა­ნიე მოკ­ლუ­ლია მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სას".

  • ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ბრალ­დე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ პა­სუ­ხო­ბენ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არა­ვის გა­უვრცე­ლე­ბია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჰა­ნი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ ამ­ბავს ის­რა­ე­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ნის­ტრი, ამი­ჩაი ელი­აჰუ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე და­წე­რა: "ეს არის სწო­რი გზა სამ­ყა­როს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ამ სი­ბინ­ძუ­რის­გან. ჰა­ნი­ეს სიკ­ვდი­ლი სამ­ყა­როს უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცევს".

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­ნიე მოკ­ლეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა ბე­ი­რუთ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­ტე­ვა და დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ბე­ი­რუთ­ში არ­სე­ბულ "ჰეზ­ბო­ლას" პო­ზი­ცი­ებს ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­ზე მი­ტა­ნი­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის სა­პა­სუ­ხოდ, რის შე­დე­გა­დაც 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

"ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ მათი ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბა "არის მში­შა­რა მოქ­მე­დე­ბა და ამას უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვე­ბენ".

ცნო­ბის­თვის, ის­მა­ილ ჰა­ნიე იყო "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც 1980 წლი­დან ჯგუ­ფის გა­მორ­ჩე­ულ წევ­რად მი­იჩ­ნე­ვა. ის მცი­რე პე­რი­ო­დით პა­ლეს­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 2017 წელს "ჰა­მა­სის" პო­ლიტ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩი­ეს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ის 2018 წელს ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ტარ­ში ცხოვ­რობ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა მოხდა თეირანში და რა დეტალები ხდება ცნობილი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შესახებ - პირველი შეფასებები და გამოხმაურება ისრაელიდან

რა მოხდა თეირანში და რა დეტალები ხდება ცნობილი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შესახებ - პირველი შეფასებები და გამოხმაურება ისრაელიდან

ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე. "ჰამასი" ადასტურებს ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ჰანიე ისრაელის თავდასხმის შედეგად არის მოკლული. ჰანიე თეირანში მოკლეს, სადაც ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზექშიანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა.

ირანის ისლამური გვარდიის კორპუსის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, მოკლულია ჰანიეს დაცვის ერთ-ერთი წევრიც.

"ჰამასის" განცხადებით, "ჰანიე მოკლულია მოღალატეობრივი დარბევისას".

  • ისრაელის ოფიციალური პირები ბრალდებას ჯერჯერობით არ პასუხობენ და ოფიციალური განცხადება არავის გაუვრცელებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მედიას განუცხადეს, რომ ჰანიესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

აღნიშნულ ამბავს ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი, ამიჩაი ელიაჰუ გამოეხმაურა და მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: "ეს არის სწორი გზა სამყაროს გასათავისუფლებლად ამ სიბინძურისგან. ჰანიეს სიკვდილი სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს".

  • აღსანიშნავია, რომ ჰანიე მოკლეს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბეირუთზე განახორციელა შეტევა და დარტყმა მიაყენა ბეირუთში არსებულ "ჰეზბოლას" პოზიციებს ამ უკანასკნელის მიერ გოლანის მაღლობებზე მიტანილი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

"ჰამასი" აცხადებს, რომ მათი ლიდერის მკვლელობა "არის მშიშარა მოქმედება და ამას უპასუხოდ არ დატოვებენ".

ცნობისთვის, ისმაილ ჰანიე იყო "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, რომელიც 1980 წლიდან ჯგუფის გამორჩეულ წევრად მიიჩნევა. ის მცირე პერიოდით პალესტინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. 2017 წელს "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის 2018 წელს ტერორისტად გამოაცხადა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.