საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას" - სენატორების მორიგი განცხადებები
"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას" - სენატორების მორიგი განცხადებები

"მე ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ო­ბა­ზე, მის უკუს­ვლა­ზე, უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ანა­რეკ­ლია. მათ ეს გა­ა­კე­თეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად" , - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნატ­ში მიმ­დი­ნა­რე მოს­მე­ნა­ზე, დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა, ჯინ შა­ჰინ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნი აცხა­დებს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვა­შინგტო­ნი "მკა­ფიო" იყოს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ "ორ­პარ­ტი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­სე­ბობს იმის მი­მართ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა" და იმე­დოვ­ნებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ეს­მის, რომ ეს ორ­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხია."

სე­ნა­ტო­რის თქმით, ამას კონ­გრე­სი კარ­გად ახერ­ხებს.

ჯინ შა­ჰი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და და­ა­წე­სოს "ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კო­რუფ­ცი­ა­ზე და იმ ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლებ­მაც იქ, [სა­ქარ­თვე­ლო­ში] ეს ახ­ლან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­მო­იწ­ვია".

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა, რო­მე­ლიც სხდო­მას უძღვე­ბა, ასე­ვე ისა­უბ­რა გამ­ხსნელ სი­ტყვა­შიც.

სე­ნა­ტორ­მა შა­ჰინ­მა თქვა, რომ სურს ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის­გან მო­ის­მი­ნოს ის, თუ რო­გორ უნდა და­ეხ­მა­როს ვა­შინგტო­ნი უკეთ ას­პი­რანტ ქვეყ­ნებს, მათ შო­რის „დე­მოკ­რა­ტი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას“, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მისი თქმით, მთავ­რო­ბამ „ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ხალ­ხის უდი­დე­სი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სა, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი“.

რუ­სე­თის მიერ მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს შო­რის დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა ბენ კარ­დინ­მა კი, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკ­მა­რი­სი ყუ­რა­დღე­ბა არ და­ეთ­მო და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

სე­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმანს "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს შე­ე­ხო აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, ჯე­იმს ო'ბრა­ი­ე­ნი და თქვა, რომ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვა­რი­ან­ტებს სან­ქცი­ე­ბის სფე­რო­ში.

  • ამ კონ­ტექ­სტში მან და­ა­სა­ხე­ლა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნის ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, ვიდ­რე რუ­სულ­თან. ასე­ვე, მისი თქმით, ჩი­ნე­თი არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტორს.

"ევ­რო­კავ­შირ­მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გაწ­ვე­რი­ა­ნე­ბის გზა ახლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. თქვენ სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ იკი­თხეთ. ჩვენ აქ­ტი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ ჩვენ ვა­რი­ან­ტებს ამ სფე­რო­ში, წი­ნას­წარ არა­ფერს გან­ვი­ხი­ლავ, მაგ­რამ ამას [სან­ქცი­ე­ბის სა­კითხს] გან­ვი­ხი­ლავთ. ეს მხო­ლოდ მათ არ ეხე­ბა, ვინც სარ­გე­ბე­ლი იპო­ვა კო­რუფ­ცი­ის­გან, არა­მედ მა­თაც, ვინც ჩარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დეთ პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე ზღუ­დავს აშშ-სკენ წვდო­მას.

ორი რამ: პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის ნა­თე­ლი უნდა იყოს, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბის გზა არ­სე­ბობს. თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე. ნე­ბის­მი­ე­რი “გამჭვირ­ვა­ლო­ბის” სა­ჭი­რო­ე­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც მათ სურთ, თუნ­დაც ამ “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნის, ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, ვიდ­რე რუ­სულ კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა. არ ჰყავ­დეთ ჩი­ნე­თი, რო­გორც ანაკ­ლი­ა­ში ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის შემ­ქმნე­ლი. ეს არის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი იმუ­შა­ვებს კონ­გრეს­თან სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ზე.

ჯე­იმს ო'ბრა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" ერთი წლის წი­ნაც ნახა "არას­წო­რი გზის ნიშ­ნე­ბი", რის შემ­დე­გაც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ თა­ვი­სი კურ­სი შეც­ვა­ლა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამას კვლავ იხი­ლავს.

"რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია კონ­გრესს - ვიცი, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ და რო­დე­საც შე­ი­მუ­შა­ვებთ, ვიცი, რომ სა­მუ­შა­ოდ ჩვენ შე­მო­გი­ერ­თდე­ბით, რო­გორც ვმუ­შა­ობთ უფრო ფარ­თო შავი ზღვრის სტრა­ტე­გი­ა­ზე - სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ სან­დო პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა. ასე­ვე, მინ­და კონ­გრე­სის წევ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა აღ­ვნიშ­ნო მე­სი­ჯის მი­ტა­ნის მხრივ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­პარ­ტი­ულ, დიდი ხნის მე­გობ­რებს სჯე­რათ, რომ ეს არას­წო­რი გზაა. ერთი წლის წინ ვნა­ხეთ არას­წო­რი გზის ნიშ­ნე­ბი და ამის შემ­დეგ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ თა­ვი­სი კურ­სი შეც­ვა­ლა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ამ მხრივ. იმე­დი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნა­ხავთ", - გა­ნა­ცხა­და მან.

  • მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აშშ-მა ნა­თე­ლი უნდა გა­ხა­დოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. ამას­თან, ო'ბრა­ი­ენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ს სურს, მხა­რი და­უ­ჭი­როს ყვე­ლა­ფერს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ელი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა ხალ­ხს ეძე­ბენ, ისი­ნი ზურგს აქ­ცე­ვენ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ მი­მა­ვალ გზას. ამ პარ­ტი­ამ რე­ა­ლუ­რად, ჩა­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უხ­ვევს. რა­ტომ? გა­სარ­კვე­ვად ცოტა რთუ­ლია.

ასე რომ, ჩვენ ვცდი­ლობთ, ძა­ლი­ან ნა­თე­ლი ვი­ყოთ იმა­ზე, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­თხოვს კლუ­ბებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რო­მელ­თა ერთ-ერთი ნა­წი­ლიც ჩვენ ვართ და მე­ო­რე, ჩვე­ნი საკ­ვან­ძო პარტნი­ო­რია. მათ ამ კლუ­ბე­ბის წე­სე­ბის შეც­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვთ, რათა გა­წევ­რი­ან­დნენ.

ასე რომ, ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის გა­და­ხედ­ვის პრო­ცეს­ში ვართ. ძა­ლი­ან გვინ­და, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ყვე­ლა­ფერს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს - სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი აქვთ, თუმ­ცა ჩვენ ნა­თე­ლი უნდა გავ­ხა­დოთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა დიდი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის გა­და­დე­ბა და გა­ვაგ­რძე­ლებთ იმის გა­და­ხედ­ვას, თუ რას ვა­კე­თებთ, იმე­დი მაქვს, რომ ამის სათ­ქმე­ლად შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას" - სენატორების მორიგი განცხადებები

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას" - სენატორების მორიგი განცხადებები

"მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად" , - ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

  • სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება" და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია."

სენატორის თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს.

ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც იქ, [საქართველოში] ეს ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია".

საქართველოს შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება, ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც.

სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურს ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“.

რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

სენატორის განცხადების თარგმანს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

საქართველოს საკითხს შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი და თქვა, რომ აქტიურად განიხილავენ ვარიანტებს სანქციების სფეროში.

  • ამ კონტექსტში მან დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, “უცხოური აგენტების” კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულთან. ასევე, მისი თქმით, ჩინეთი არ უნდა წარმოადგენდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტორს.

"ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანების გზა ახლა შეჩერებულია. თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ ამას [სანქციების საკითხს] განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე ზღუდავს აშშ-სკენ წვდომას.

ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა. არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - აღნიშნა მან.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე.

ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მა "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს.

"რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ", - განაცხადა მან.

  • მისივე განცხადებით, აშშ-მა ნათელი უნდა გახადოს “ქართული ოცნებისთვის", რომ რეალური შედეგები იქნება. ამასთან, ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია.

ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ნათელი ვიყოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან, საქართველო მოითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე, ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მათ ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ.

ასე რომ, ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნების” პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა შეიქმნება", - განაცხადა მან.